10 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოთ ბედნიერი, როცა არ ხართ მარტო

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოთ ბედნიერი, როცა არ ხართ მარტო

3918
0
წილი

ალბათ ყველას წარმოგიდგენიათ გვერდით იდეალური მეორე ნახევარი. ადამიანი, რომელიც გავსებთ და ბედნიერებას გგვრით. განიჭებთ სიხალისეს, ბედნიერებას და ზრუნავს თქვენს ღიმილიან დღეზე. ვისთანაც თქვენ ხართ უსაზღვროდ ბედნიერი და ვის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია სიცოცხლე. ეს არის ჩვენი წარმოდგენის იდეალური ვარიანტი, თუმცა ძნელია ასეთი იდეალის პოვნა, ამავდროულად კი არსებობენ ამ იდეალებთან მიახლოებული ადამიანებიც. თუ თქვენ გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც ახლოსაა ქვემოთ ჩამოთვლილთან, წარმოგიდგენთ იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა დააფასოთ ის, მისცეთ შანსი და იყოთ ძალიან ბედნიერი მასთან.

1. ის არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ყოველთვის მზადაა მოგისმინოთ – ასეთ ადამიანს აინტერესებს თქვენი პრობლემები და მზად არის მოგისმინოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავს გრძნობთ დაცულად და გაქვთ იმის განცდა რომ არ ხართ მარტო.

2. მას უნდა რომ გაგაღიმოთ, ან უბრალოდ თქვენი ღიმილი მაინც ნახოს – ის ცდილობს დატკბეს თქვენი ღიმილით, გააკეთოს ისე, რომ რაც შეიძლება ბევრს იღიმოდეთ, დაძაბულ და სტრესულ სიტუაციაშიც კი. და  რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ადამიანი ზრუნავს თქვენს ღიმილზე?! – ალბათ არაფერი.

3. ის არ არის ფიცხი და აგრესიული – ყველა ადამიანის ცხოვრებაშია კრიზისული მომენტები, მთავარი ისაა თუ როგორ შეუძლია მას ამ კრიზის დაძლევა, როგორ გამოხატავს ამას თქვენთან ურთიერთობაში.

4. ის არ არის დომინანტი – ურთიერთობოში ძალიან მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი. დესპოტი მამაკაცი ალბათ არავის ხიბლავს. უნდა იყოს აზრთა გაცვლა, ერთმანეთის დათმობა, ძალთა წონასწორობა. თუ ის ამჟღავნებს უშუალო დამოკიდებულებას, ეს ხომ იდეალურია?!

5. ის გულწრფელია – ასეთ ადამიანთან დაცული ხართ იმისგან, რომ მოგატყუონ. ის გულწრფელად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ აქვს დრო იმისათვის რომ ითამაშოს. თუ თქვენ ძალიან ექსტრემის მოყვარული არ ხართ, ალბათ გულწრფელ ადამიანებს მიანიჭებთ უპირატესობას, ეს ხომ ფასდაუდებელი უნარია.

6. ის იზიარებს თქვენს ინტერესებს და მიხიარულობს თქვეთან ერთად – ის შეიძლება სულაც არ იყოს ფეხბურთის გუნდის გულშემატკივარი, ან ხიბლავდეს ბოულინგის თამაში. თუმცა პატივს სცემდეს იმას, რომ თქვენ ეს გიყვართ და თქვენთან ერთად ზეიმობდეს გამარჯვებას, იზიარებდეს მხიარულებას და ა.შ. ისევე როგორც თქვენ!  როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, აუცილებელია ურთიერთდათმობა და ერთმანეთის ინტერესების გაზიარება.

7. მას უყვარს თქვენი ინდივიდუალიზმი და არ ცდილობს შეგცვალოთ – მას მოსწონხართ ისეთი როგორიც ხართ, პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებებს, თქვენს შემდეგ ქმედებებს და არ ცდილობს შეგცვალოთ პიროვნულად. ის შეიძლება გირჩევდეთ როგორ იქნებოდა უკეთესი კონკრეტულ სიტუაციაში თქვენი მოქცევა, მაგრამ არ ცდილობდეს სრულიად შეგცვალოთ, თავს მოგახვიოთ მისი გემოვნება. თქვენ მას უყვარხართ ისეთი როგორიც ხართ! სწორედ ეს უყვარს თქვენში, ის თუ როგორი ხართ!

8. ის არის მომთმენი – მოთმინებით უდგება თქვენს ყველა გადაწყვეტილებას. შეუძლია სტაბილური ურთიერთობა და ესმის რომ ყველაფერი ერთად შეუძლებელია, აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, რაც აუცილებლად საჭიროებს მოთმინების უნარს.

9. ის არის ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვინც თქვენ გიყვართ – მას ესმის, რომ თქვენ გაქვთ თქვენი ცხოვრება, სადაც ტრიალებენ თქვენთვის საყვარელი ადამიანები, ის პატივს სცემს მათ, არის მყუდრო და თბილ დამოკიდებულებაში და ცდილობს საერთო ენა გამონახოს მათთან. მას უყვარხართ თქვენ, შესაბამისად ძალიან დიდი სიმპატია აქვს მათ მიმართ, ვინც თქვენ გიყვართ!

10. მას აქვს პატიების უნარი – ცხოვრებაში ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამის პატიება. ადამიანები, რომელთაც არ შესწევთ ამის უნარი, ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგანან. სიამაყე მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეუძლებელია ჯანსაღი ურთიერთობის  შენარჩუნება.

Sweet-Couple_756