2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ძირითადი მახასიათებლები

2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ძირითადი მახასიათებლები

457
1
წილი

ყველა ქალი ვალდებულია თავბრუდამხვევად ლამაზად გამოიყურებოდეს წელიწადის ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც ბუნება იღვიძებს და გაზაფხული დგება. იკლებს ტანსაცმლის რაოდენობა, კაბის სიგრძე, იცვლება ფერთა გამა.
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ქალი წარმოადგენს ყვავილს, რომელიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად იფურჩქნება.

მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები შეეცადნენ წარმოედგინათ მოდის ის ტენდენციები, რომელიც 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში გვხვდება.  აქ ნათლად შეიმჩნევა ჟაკეტებისა და ქურთუკების ფართო ასორტიმენტი,  ყვავილებიანი, სამხედრო და საზღვაო სტილი, ვარდისფერი ჰაეროვანი და ამავდროულად გაყინული ნაცრისფერი, ყოველივე ამის კომბინაცია კი ამ წლის ყველაზე პოპულარულ სტილად იქნება მიჩნეული.  ფერები იცვლება ტონალობის მიხედვით განსაკუთრებით პოპულარულია ღია ვარდისფერი ტონი, ნათელი ზურმუხტისფერი მწვანე, რბილი იასამნისფერი და ლურჯი, მდიდარი წითელი, მდნარი რძის ფერი, მზიანი ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, მარჯანი, ფირუზი, ვარდისფერი და ულტრამარინი.

მუქი ლურჯი, ღია აქვამარინის და მწვანე ფერთა გამა  – ღრმა საფირონის ფერი ლურჯი რომელიც გაიგივებულია ზღვის და ტალღების კომბინაციასთან, ფერთა მთავარ პალიტრას წარმოადგენს 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში. დიზაინერების მთავარი შთაგონება ზღვის და ღამის კომბინაციის ერთგვარი შერწყმაა. ეს არის მრავლისმეტყველი ფერი, რომელიც ხაზს უსვამს მფლობელის ხასიათის გარკვეულ შრტიხებს.  ღრმა ლურჯი ტონი შინაგანი სიმშვიდის ერთგვარი გამოხატულებაა, ხოლო აქვამარისის, ღია ცისფრისა და მომწვანო ტონების ერთობლიობა ძვირფასი ბროლის ასოციაციას იწვევს.

1  2

35

spring_summer_2015_color_trends_lucite_green_fashioniserslucite-green-2 (1)

ღია ვარდისფერი ფერი – ვარდისფერი, რომელიც გაყინული მალინის ფერს წააგავს. ის წარმოადგენს 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ ქალურ პალიტრას.  ტკბილი, ჰაეროვანი და ნაზი მალინისფერი სამოსი,  მიმდინარე წელს ყველა ქალის მთავარი სავიზიტო ბარათია.

spring_summer_2015_color_trends_strawberry_ice_fashionisersstrawberry-ice

 

ნარინჯისფერი – ამ წელს ძალიან აქტუალურია მკვეთრი ნარინჯისფერი. მხიარული და თვალშისაცემი ტონი უფრო მეტ პოზიტიურ განწყობას ქმნის. ეს ფერი გათვლილია თავდაჯერებულ ქალებზე. წელს ქალის როლის ტენდენცია უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს.

spring_summer_2015_color_trends_tangerine_fashioniserstangerine

გაყინული ნაცრისფერი –  ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ფერი. ის წარმოადგენს ერთ-ერთი უნივერსალური ტონს, რომელიც ამშვენებს ნებისმიერი ასაკის და კატეგორიის ქალს.

spring_summer_2015_color_trends_glacier_gray_fashionisersglacier-gray

კრემისფერი- თბილი, მშვიდი და ნაზი ფერი, რომელიც იდეალურ ფერს წარმოადგენს ნებისმიერი ქალბატონისათვის. ისევე როგორც გაყინული ნაცრისფერის შემთხვევაში ის წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბიზნეს, ასევე არაოფიციალურ ღონისძიეებებზე.

spring_summer_2015_color_trends_toasted_almond_fashioniserstoasted-almond

ყვავილებიანი და კოპლიანი ფერთა გამა – გაზაფხული-ზაფხული ყვავილების გარეშე წარმოგიდგენიათ?  ისევე როგორც თითქმის ყველა წელს, ყვავილების კომბინაცია წლევანდელი სეზონის კოლექციაშიც ძალიან აქტუალურია.  ამ წელს არანაკლები მოწონებით სარგებლობს  დიზაინერების მიერ შემოთავაზებული კოპლიანი კაბის დიზაინიც, რომელიც მართლაც რომ ძალიან ლამაზია და ამ წლის მიმდინარე სეზონზე  სუსტი სქესის წარმომადგენლების ინდივიდუალურობისა და ქალურობის მთავარ გარანტიად გვევლინება.

8d4fb30441f5e74ec8296fb1ae4aa9dd2015010512494530087

 

რაც შეეხება ამ სეზონის კაბის სიგრძეს, ისიც განსხვავებულია სხვადასხვა დიზაინერთან, თუმცა ძირითადი აქცენტი კეთდება ან მუხლს ქვემოთ ნაწილზე ან მუხლამდე სიგრძის კაბებზე. დიზაინერების მიერ, ქვემოთ წარმოდგენილი კოლექცია უფრო ნათლად დაგანახებთ ამ სეზონის მოდურ ტენდენციებს.

moda-vesna-leto-2015-jubki moda-vesna-leto-2015-jubki-1 moda-vesna-leto-2015-jubki-2 moda-vesna-leto-2015-jubki-4

moda-vesna-leto-2015-plate-1 moda-vesna-leto-2015-plate-3 moda-vesna-leto-2015-plate-4 moda-vesna-leto-2015-plate-5

les_20_tendances_mode_du_printemps___t___2015_6892_north_499x_white