5 ღირსშესანიშნავი მუზეუმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

5 ღირსშესანიშნავი მუზეუმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1047
1
წილი

ერთხელ მაინც, ალბათ ყველას გიფიქრიათ საფრანგეთში მოგზაურობაზე. ეს არის ქვეყანა რომელსაც უდიდესი ისტორია, კულტურა და ტრადიციები აქვს. ადგილი, რომელიც უდიდესი ხელოვნების სამშობლოა და რომელიც უმდიდრესია ძვირფასი ღირსშესანიშნაობებით. ამ ქვეყნიდან იყვნენ ისეთი უნიჭიერესი ადამიანები, როგორებიცაა კლოდ მონე, პოლ ცეზანი, ანრი მატისი…
ადამიანები რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეიტანეს ხელოვნების ისტორიაში.  თუ თქვენ შემდეგი ხართ, ვინც აპირებთ იმოგზაუროთ ამ წარმოუდგენლად გასაოცარ ქვეყანაში, გაეცნოთ მის კულტურას და სამხატვრო ცნობიერებაც აიმღლოთ, ვალდებული ხართ ეწვიოთ ქვემოთ წარმოდგენილ 5 მუზეუმს, რომელიც მართლაც რომ უდიდესი დატვირთვით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

ლუვრის მუზეუმი

ლუვრის მუზეუმი აიგო მე-12 საუკუნეში, მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით. ეს არის უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმი მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა მარტო 2008 წლის მონაცემებით. ის მდებარეობს პარიზში. მასში წარმოდგენილია დაახლოებით 300.000 მეტი მხატვრობა, მათ შორის ყველაზე ცნობილი “მონა ლიზა.”

luuuu

 

პომპიდუს ცენტრი

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი აშენდა 1971-77 წლებში. დიზაინი ეკუთვნის რენცო პიანოს, რიჩარდ როჯერსს და ჯიანფრანკო ფრანჩინის. მუზეუმში წარმოდგენილია 40.000-ზე მეტი ნამუშევარი.

77293345

ორსეის მუზეუმი

1986 წელს ძველი გარ-ორსეი გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია. აქ წარმოდგენილია ისეთი მხატვრები, როგორებიცაა ვან გოგი, კლოდ მონე, ცეზანი და სხვებიიი.

80131355162173

პალე დე ტოკიო

ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი და შერეული ხელოვნების ნიმუშების გამოფენას შეხვდებით.

Capture

პიკასოს მუზეუმი

ის აშენდა1656-1659  წლებში გრაფ პიერ ობერ დე ფონტესათვის, რომელიც ე.წ. მარილის გადასახადით იყო გამდიდრებული (შენობის სახელი “მარილიანს” ნიშნავს). მისი არქიტექტორი იყო ჟან ბულიე. ის ერთ ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი შენობაა მთეს საფრანგეთში.

1330343193_800px-hotelsale_hinten