5 მიზეზი, რის გამოც უფრო მეტს უნდა იღიმოდეთ

5 მიზეზი, რის გამოც უფრო მეტს უნდა იღიმოდეთ

393
235
SHARE

ალბათ ყველა თქვენთაგანს გსმენიათ ფრაზა – “ღიმილი საუკეთესო წამალია…” მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს მართლაც რომ სრული სიმართლეა და ღიმილი ადამიანებისათვის შეიძლება იყოს ჯანმრთელობის, ემოციური და სოციალური გარემოს მორგების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება. თუ ადამიანები დროს ვკარგავთ იმაში რომ მივიდეთ ექიმთან, მივიღოთ მის მიერ გამოწერილი რეცეპტები, რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიღიმოდეთ უფრო მეტს და ვაფერადებდეთ ირგვლივ სამყაროს? ქვემოთ მოცემულია ის რამდენიმე მიზეზი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაგაფიქრებთ ამაზე და მოგცემთ იმის სტიმულს რომ იღიმოდეთ უფრო მეტს. დაიმახსოვრეთ! ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ღიმილი კი ალამაზებს ირგვლივ ყველაფერს! 1. ის პირდაპირ კავშირშია სისხლძარღვების ჯანსაღ ფუნქციონირებაში. სიცილის დროს სისხლძარღვებს მიეწოდება მეტი სტიმული, იზრდება სისხლის მიმოქცევის ცირკულაცია რაც ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შენარჩუენებაში. როგორც ამ საკითხის ძირითადი მკვრლევარი მაიკლ მილერი აღნიშნავს, ის გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღი ენდოთელიომი და ამავდროულად შევამციროთ სისხლძარღვების დაავადების გამომწვევი რისკები. 2. ის აჯანსაღებს ემოციურ ჯანმრთელობას. სიცილი და იუმორი აჯანსაღებს ტვინის ემოციურ ნაწილს, ის ათავისუფლებს დოფამინს, რომელიც ეხმარება ტვინს ემოციურ რეაგირებაში, აძლიერებს სიამოვნების მიღების ხანგრძლივობას. ასევე სეროტონინი, რომელიც პოზიტიური განწყობის შექმნაში გვეხმარება და ენდორფინები, რომლებიც არეგულირებენ ტკივილს და სტრესს და იწვევენ ეიფორიის, სიამოვნების მიღების განცდას. 3. ღიმილი ძალიან დიდ როლს თამაშობს სოციალურ გარემოში, ის ერთგვარად შემაკავშირებელი ხიდია თქვენსა და მთლიან საზოგადოებას შორის. ღიმილი და იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში კომუნიკაციის დასამყარებლად. ის გეხმარებათ უფრო მეტი ადამიანის ყურადღების მიპყრობაში. თბილი და ღიმილიანი დამოკიდებულება ერთგვარი სავიზიტო ბარათია, როგორც მეგობრული, ისე საქმიანი და საოჯახო ცხოვრების ჯანსაღ რეგულირებაში.

4. ღიმილი გხდით უფრო მეტად მიმზიდველს. ღიმილი ალამაზებს სახის ნაკვთებს, ანიჭებს მას თბილ და ნათელ იერს. სწავლებები ადასტურებენ, რომ მამაკაცები, რომლებსაც აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, ბევრად მიმზიდველნი არიან, ვიდრე ისინი ვინც არ გამოირჩევიან ამ უკანასკნელით. ის უფრო მეტი კომფორტის და თავისუფლების განცდას გიქმნით ირგვლივ, თუ ძალიან ბევრს იღიმით და გამოირჩევით იუმორის გრძნობით, დამიჯერეთ, თქვენ ყოველთვის საზოგადოების ცენტრში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ საზოგადოება ყველაზე მეტად აფასებს ამას! 5. ღიმილი ებრძვის სტრესს და ამავდროულად აჯანსაღებს თქვენს იმუნურ სისტემას. ალბათ ყველა თქვენთაგანის ცხოვრებაშ ყოფილა პერიოდი, როდესაც დეპრესია გიპყრობთ, ან უბრალოდ იმდენი პრობლემაა რომ არ იცით როგორ გაუმკლავდეთ თითოეულ მათგანს. ღიმილი ძალიან დაგეხმარებათ ყოველივე ამაში. შეიძლება იფიქროთ რომ ამ დროს სულაც არ გეღიმებათ და რა სისულელეა, მაგრამ ღიმილიანი საზოგადოება და თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ დაგეხმარებათ ყოველივე ამის გადახედვაში. რაც შეეხება იმუნურ სისტემას, იუმორი ამცირებს სტრესის გავლენას, რაც პირდაპირ აისახება თქვენს ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე.