რამდენი დრო შეიძლება დაუთმონ ბავშვებმა კომპიუტერს?

რამდენი დრო შეიძლება დაუთმონ ბავშვებმა კომპიუტერს?

308
0
SHARE

21-ე საუკუნეში ტექნიკის განვითარება მსოფლიო მწვერვალებს იპყრობს, მათ შორის უდიდესი ადგილი კი კომპიუტერულ ინდუსტრიას უკავია. დღევანდელ ცხოვრებაში წარმოუდგენელია ადამიანი კომპიუტერის გარეშე. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა როგორც სამსახურში, ისე სახლში და ბევრ შემთხვევაში პირად ცხოვრებაშიც კი. აღნიშნული სურათის ფონზე, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ის უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს ბავშვებში. პატარებისათვის ეს არის ამოუცნობი ობიექტი, სადაც მათ შეუძლიათ უყურონ მულტფილმებს, ითამაშონ, უბრალოდ კლავიატურას დააჭირონ თითები და მიბაძონ ამით უფროსებს. ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ კოპიუტერი არ არის კარგი ჯანმრთელობისათვის და რამდენი საათით შეუძლიათ ბავშვებს დღის განმავლობაში ისარგებლონ ამით?! ჰიგიენის, ეპიდემიოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მომუშავე სპეციალისტების მიერ დადგინდა განსაზღვრული დრო თუ რამდენი საათი შეიძლება იყოს ბავშვი კომპიუტერთან. შედეგები კი ასეთია:

  • 5 წლის – მაქსიმუმ 7 წუთის განმავლობაში;
  • 6 წლის – 10 წუთი;
  • 7-9 წლის – 15 წუთი;
  • 10-12 წლის – 20 წუთი;
  • 13-14 წლის – 25 წუთი;
  • 15-16 წლის – 30 წუთი;

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ! თუ არის კომპიუტერთან მუშაობის უფრო ხანგრძლივი საჭიროება, ამ შემთხვევაში, უნდა იქნეს პერიოდულად 10 წუთიანი შესვენებების გამოყენება. მშობლები ყოველთვის აცნობიერებდნენ იმას, რომ კომპიუტერი არ არის სასურველი ბავშვის ჯანმრთელობისათვის. ისინი ძირითად შემთხვევაში უკრძალავენ ან აკრიტიკებენ მათ შვილებს მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომის გამო. ხანგრძლივ გამოსხივებას ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს. ძირითადი პრობლემა კი წარმოიქმნება ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური პრობლემების შედეგად, რომელიც ყალიბდება ხანგრძლივი გამოსხივების ფონზე. ბავშვებს რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან უვითარდებათ ისეთი სახის დაავადება, როგორიცაა ეპილეფსიის სინდრომი და ისეთი უარყოფითი ხასიათის თვისებები, როგორებიცაა: ეჭვი, უნდობლობა, მტრული და აგრესიული დამოკიდებულება და სხვ. იმ დროის ხანგრძლივობას, რომელიც დაშვებულია ექსპერტების მიერ, თითქმის არავინ იცავს, დღევანდელ ცხოვრებაში წარმოუდგენელია 14 წლის ბავშვი დღის განმავლობაში მხოლოდ 25 წუთით დასვა კომპიუტერთან, ეს უტოპიას უფრო გავს ვიდრე არსებულ რეალობას. ადრეულ ასაკში ბავშვები გატაცებულნი არიან მულტფილმებში არსებული სიტუაციების რეალურად, კომპიუტერულ თამაშებში განხილვით. სოციალური ქსელებით, რითიც ცდილობენ თავიანთი თავების დამკვიდრებას და ახლებურად წარმოჩენას საზოგადოებაში. აღნიშნული რეალობა სრულიად რელევანტურია დღევანდელ დროში, ეპოქაში სადაც სოციალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ იქცა ონლაინ სივრცე. რა უნდა გააკეთონ ასეთ დროს მშობლებმა? დაიმახსოვრეთ! ისინი არასრულწლოვნები, პატარები არიან და თქვენ უდიდესი როლი მიგიძღვით მათი დროის მართვაში. თავდაპირველად ბევრად უფრო მარტივია აუკრძალოთ 8 წლის ბავშვს დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომა, თუმცა არ მგონია ეს გამოგივიდეთ 13 წლის მოზარდთან. შვილებს კი არასოდეს ესმით მშობლების, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მათ ჯანმრთელობას შეეხება. ასეთ დროს შეგიძლიათ დამატებით ხრიკებს მიმართოთ. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი კომპიუტერთან ჯდომის 90%-ს Facebook-ის საიტზე ატარებს, უბრალოდ დაუბლოკოთ. ამით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, ეპოქა, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან თამაშობდნენ რეზინობანას, დახუჭობანას, დაჭერობანად და ამით იყვნენ ჯანსაღად ბედნიერები.