რამდენი მეგობარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის?

რამდენი მეგობარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის?

284
0
SHARE

სამეგობრო – ეს არის მეორე ოჯახი – ადამიანები, რომლებსაც თქვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს უთმობთ. ისინი გეხმარებიან ყველაფერში, გიდგანან გვერდით როდესაც ძალიან გიჭირთ ან პირიქით, ღვინის ჭიქით ხელში აღნიშნავენ თქვენთან ერთად თქვენი ცხოვრების წარმატებას. იმას თუ როგორი სამეგობრო გყავთ განსაზღვრავთ თქვენ, ისევე როგორც მათ შემადგენლობასა და რიცხვს. როგორ ფიქრობთ რამდენი მეგობარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის? პირველ რიგში აუცილებელია განისაზღვროს ადამიანის ინდივიდუალური მხარე, კულტურა, ტრადიციები და გარემო სადაც იზრდება ის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სოციალიზაციის ძალიან მაღალი კოეფიციენტით. მათ ჰყავთ ირგვლივ ძალიან ბევრი მეგობარი, ამავდროულად არ სჯერდებიან არსებულ რაოდენობას და ცდილობენ უფრო და უფრო გაზარდონ შემოსაზღვრული არეალი. მეორეს მხრივ კი არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ჩაკეტილობით. ისინი ვერ ახდენენ საზოგადოებაში სოციალიზაციას, ჰყავთ ძალიან ცოტა მეგობარი და ლაპარაკობენ ძალიან ცოტას. პირველი და მთავარი სწორედ ესაა, იმას თუ რამდენი მეგობარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის, განსაზღვრავს მისი ინდივიდუალური მხარე, თავად როგორია ის! მეგობრების რაოდენობაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს თავად კულტურას და ტრადიციებს, იმას, თუ რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. მაგალითისათვის, განაში 50 მეგობარზე მეტის ყოლა ითვლება იდიოტობად და სისულელედ, როცა აშშ-ში პირიქით, ცოტა მეგობარის არსებობა იწვევს დისკომფორტს. სხვადასხვა საზოგადოება აყალიბებს კონკრეტულ კვოტას იმისას, თუ რამდენი მეგობარია დაშვებული კონკრეტულ კულტურაში. სოციოლოგების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მას აქვს საშუალოდ 150 მეგობრის ყოლის პოტენციალი. რანაირი კომუნიკაბელური და აქტიურიც არ უნდა იყოს მაინც, არსებული რიცხვი შეუძებელია გაიზარდოს, თუ რათქმაუნდა ვსაუბრობთ მეგობრებზე და არა უბრალოდ ნაცნობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან, ვის ვეძახით მეგობარს და ვის უბრალოდ ნაცნობს. მეგობრები იყოფიან სამ კატეგორიად:

  • ისინი, ვისთანაც ყოველდღიური კონტაქტი გაქვთ, ვისთანაც ატარებთ დროს, ესაუბრებით, ერთობით და ა.შ.
  • ისინი, ვისთანაც კვირაში საშუალოდ 3-4-ჯერ საუბრობთ, თუმცა ამომწურავად. მათ ყველაფერი იციან თქვენს შესახებ, ადევნებენ თქვენს ცხოვრებას თვალყურს, გვერდში გიდგანან საჭირო დროს და საჭირო ადგილას, თუმცა არ საუბრობთ მათთან აუცილებლად ყოველ დღე.
  • ისინი, ვინც თქვენი მესაიდუმლეები არიან, მეგობრების ძალიან ცოტა რაოდენობა, ვინც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია, ისინი, ვინც თქვენი ოჯახის წევრები არიან.

მეგობრების ხარისხს და რაოდენობას განსაზღვრავთ თქვენ, თქვენ აკომპლექტებთ მათ ჯგუფებად და რაოდენობასაც თავად ირჩევთ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა სამყარომ 21-ე საუკუნეში ძალიან დიდი არეალი მოიცვა და მეგობრების რაოდენობაც ძალიან მარტივად, თავისთავად შეიძლება გაიზარდოს, ის არ განსაზღვრავს თქვენს ნამდვილ მეგობრობას. დიდ ბრიტანეთში, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანს სჭირდება საშუალოდ 10 ნამდვილი მეგობარი, რომლებიც განსაზღვრავენ მისი ბედნიერების კოეფიციენტს და ხარისხს. მათგან 40%-ისათვის, ბედნიერებისა და სიამოვნების განცდისათვის 5 ნამდვილი მეგობარიც სრულიად საკმარისია.