არ მოიქცეთ ისე, როგორც ადგილობრივები იქცევიან!

არ მოიქცეთ ისე, როგორც ადგილობრივები იქცევიან!

143
0
SHARE

ალბათ ყველას გსმენიათ ძველი გამომთქმა: “როდესაც ხარ რომში, უნდა მოიქცე ისე, როგორც იქცევიან რომეალები…” უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს გაითავისოს ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები, რაც ამავდროულად გულისხმობს ადგილობრივი საკვების დაგემოვნებას, სხვადასხვა სახის აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობას, ყველაფერ იმას რაც კონკრეტულ ქვეყანას შეეხება

loading...
ყოველივე ამის გათვალისწინებით კი ჩვენ ვცდილობთ მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, თუმცა ალბათ ცოტას უფიქრია რა რისკ ფაქტორების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს როდესაც იქცევა ისე, როგორც ადგილობრივი უფრო მეტი კონკრეტიკისათვის წარმოგიდგენთ 5 ქვეყნის მაგალითს, როგორ არ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ ქვეყნებში მოგზაურობისას, იყოთ დაცული და როგორც ამერიკელები იტყვიან, If you can’t be good, be careful! პოლარული დათვის ყვინთვის კონკურსი, ნიუ იორკის სანაპირო პოლარული დათვის ყვინთვის კონკურსი, ეს ერთგვარი ტრადიციასავითაა, რომელიც ყოველ ზამთარს იმართება ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ნიუ იორკშიც და რის გამოც ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, რათა მონაწილეობა მიიღოს მასში აღნიშნული შეჯიბრი 1920 წლიდან იღებს სათავეს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ზამთრის ცივ დღეებში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყვინთვა ეს ცოტა სახიფათოა თუ გახდებით ამ ძალიან საინტერესო შეჯიბრის მონაწილე გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ ადგილობრივი მაცხოვრებელი, ადგილობრივ კლიმატს შეგუებული და თუ ადგილობრივები ამას სისტემატიურად აკეთებენ, თქვენ ხართ ახალი და სანამ მონაწილეობას გადაწყვეტთ წინასწარ შეამზადეთ თბილი ხელსახოცი და ცხელი შოკოლადი, რათა არ გაცივდეთ ძალიან ბევრ ტურისტს ეს ავიწყდება, ადგილობრივები კი გაფრთხილებულნი არიან ამის თაობაზე ასე რომ… თქვენ ხართ შემდეგი! ე წ “Blowfish” კერძი ტოკიო, იაპონია აღნიშნული კერძი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს იაპონიაში და შესაბამისად არც ტურისტების ყურადღების გარეშე რჩება თუმცა თევზი, რითიც მზადდება კონკრეტული საკვები ძალიან სპეციფიკურია ადგილობრივებისაგან განსხვავებით ძალიან ბევრმა ტურისტმა არ იცის ამ საკვების სწორად მიღების ტრადიცია ის რისკ ფაქტორების შემცველიცაა ძალიან ბევრი ტურისტი შეიძლება მოიწამლოს აღნიშნული კერძით უსაფრთხოების მიზნით, რეკომენდირებულია უბრალოდ სუშის დაგემოვნება და ზედმეტი ხიფათებისაგან თავის არიდება მორბენალი ხარების ფესტივალი, პამპლომა, ესპანეთი Pamplona San Fermin ფესტივალი ყოველი წლის ივლისში იმართება
loading...
მას1591 წლიდან ეყრება საფუძველი და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორების მხრიდან ფესტივალში საშუალოდ 200-300 ხარი იღებს მონაწილეობას ეს არის ძალიან საინტერესო, თუმცა ამავდროულად ძალიან სახიფათო ფესტივალი, ამიტომ თუ თქვენ ხართ ივლისის თვეში ესპანეთში, გაიგეთ რომ ტარდება ფესტივალი და დაგაინტერესათ, გაითვალისწინეთ, პირველ რიგში თქვენი ჯანმრთელობა! ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე არის მთელი ერთკვირიანი ფესტივალი ხარების მოსამზადებლად და ასარჩევად იყავით 100%-ით ფხიზლად ხარები ძირითადად წრიულ მოძრაობებს აკეთებენ კუთხეებში, ეცადეთ უფრო მკვრივი ხარი შეარჩიოთ, თუ დაეცემა წამოდგომაც უფრო მარტივი იქნება მონაწილეობამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია და მიიღეთ ინფორმაცია ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან, თქვენ არ ხართ ადგილობრივი! მოტოციკლეტების შეჯიბრი, ბანკოკი, ტაილანდი ტაილანდის გზები ძალიან გადატვირთული და სახიფათოა, განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიცაა ბანკოკი მისი მაჩვენებელი გლობალურთან შედარებით ორჯერ მეტია შესაბამისად ძალიან დიდია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც სატრანსპორტო გზებზე მომხდარ ავარიებს უკავშირდება გაითვალისწინეთ, ექსტრემი და ახალი აღმოჩენები ძალიან კარგია, თუმცა თქვენ მაინც უცხო ხართ იმ გზებისთვის და ბევრი ისეთი რამ არ იცით, რაც ადგილობრივებმა შესაბამისად სანამ მოტოციკლზე დაჯდებით და მაქსიმალური სიჩქარის გაზს დააჭერთ ფეხს, კარგად დაფიქრდით რამდენად გიღირთ სახიფათო არდადეგები და ესქტრემი მომავალში სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ფასად თევზაობა წყალქვეშ, ბაჰამის კუნძულები ბაჰამის კუნძულებზე ყოფნისას აუცილებლად გაგიტაცებთ წყალვეშა სამყარო, იმდენად ლამაზი და ფერადოვანია თუმცა გარკვეულწილად ძალიან სახიფათოც კლიმატი რომელიც ადგილობრივებისაგან განსხვავებით თქვენთვის უცხოა, შეიძლება სხვადასხვა დაზიანებების წინაპირობა გახდეს ხშირია ყურის დაზიანება, რომელიც სასმენი აპარატის პარალიზებას იწვევს გარკვეული პერიოდით, ჩახლართული ბადეები, ზვიგენენის თავდასხმები, ძალიან ბევრ რისპ ფაქტორს შეიძლება დააწყდეთ წყალქვეშ თევზაობის დროს, ოკეანის სივრცეები ხომ შეუზღუდავი და ფართოა