სახალისო თამაშები დიდებისათვის

სახალისო თამაშები დიდებისათვის

1496
0
SHARE

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დატვირთული სამუშაო განრიგის პირობებში, დასვენება და კოლეგებთან/მეგობრებთან დროის გატარება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია თითოეულის ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად დიდია თქვენი კომპანია, რამდენი წლის, დღის ან საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის შედგება სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიის ინტერესების მქონე ადამიანებისაგან, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით ის, რომ მეგობრული გარემოს შენარჩუნება ერთ-ერთი უპირველესია, ჩვენ კი ვიცით ის, თუ როგორი თამაშები შემოგთავაზოთ იმისათვის, რომ ჩვეულებრივი შეკრება აქციოთ ნამდვილ დღესასწაულად!

ძვირფასო მეგობრებო, მეგობრების მეგობრებო, მეგობრების მეგობრების მეგობრებო, ან უბრალოდ კოლეგებო!!!

როგორ თამაშებზე უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება?

მხიარული თამაშები დიდი კომპანიისათვის:

  • აქტიური თამაშები;
  • საღამოს კლასიკური თამაშები;
  • მარტივი და სახალისო, მოკლე თამაშები;

აქტიური თამაშები – თამაშები, რომლებსაც ძალიან დიდი მხიარულება მოაქვს. Twister – ეს თამაში ძალიან დიდი მხიარულების და გართობის მიქსია, როგორც ბავშვებისათვისა და მოზარდებისათვის, ისე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის. წარმოიდგინეთ – ფერადი სამყარო, სისწრაფე, ფიზიკური მოქნილობა, როგორ ფიქრობთ ვინ მოასწრებს? ძალიან სახალისოა, გირჩევთ იათამაშოთ! Jungle Speed – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ამავე დროს ყველაზე მარტივი თამაში! შეგიძლიათ ითამაშოთ 2 დან 15-მდე ადამიანმა, ვინც ელოდება ქარიშხალს, გართობას და ბევრ შთაბეჭდილებებს, ეს თამაში სწორედ თქვენთვისაა!     Tick Tack Bumm! – ძალიან ორიგინალური შესრულების თამაში, თქვენთვის ნაცნობია ყველა სიტყვა, ცდილობთ ითამაშოთ ლოგიკით, სიცილით და უკიდურეს შემთხვევაში ბომბის აფეთქებით. ძალიან, ძალიან სახალისოა! საღამოს კლასიკური თამაშები – თამაშები, რომელშიც თქვენ უნდა შეადგინოთ გეგმები და მიიღოთ გადაწყვიტილებები, სიტყვები და ფრაზები, სხვადასხვა გზებით და არა მარტო! Telestrations game – თამაში, რომელიც შეიძლება დაიწყოს ლუდით და დამთავრდეს რომის პაპთან ვიზიტით, სიტყვების თამაში, რომელიც გაიძულებთ იფიქროთ, ჩართოთ ფანტაზია, დაუკავშიროთ სიტყვები ერთმანეთს ლოგიკური აზროვნებით. “გაფუჭებული ტელეფონი”, ალბათ ყველას გითამაშიათ. Wits & Wagers game – თქვენი ფსონი, ქალბატონებო და ბატონებო! რამდენი კბილი აქვს გველს? რამდენი არის საშუალოდ ფრენის სიჩქარე? რამდენს იწონის ყველაზე დიდი კატა მსოფლიოში? კითხვა-პასუხის თამაში, რომელიც გაიძულებთ იფიქროთ და ამავდროულად იხალისოთ. Alias party game – ფანტასტიური, საოცრად მხიარული და უსასრულოდ საინტერესო იმპროვიზაციების თამაში, ბრწყინვალე გართობა სამეგობრო კამპანიისათვის და ოჯახისათვის. ძალიან საინტერესოა, გირჩევთ ითამაშოთ. მარტივი და სახალისო, მოკლე თამაშები – ძალიან მარტივი, თუმცა ძალიან სახალისო! Dungeon raiders game – იმისათვის რომ გამდიდრდეთ, სულაც არ არის თავდაუზოგავი შრომა საჭირო, უბრალოდ მიდით ბანკებში და ფინანსურ დაწესებულებაში და ძარცვეთ ის. (ეს თამაშის წესებია, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ LOL ). ძალიან სახალისო თამაში, რომლითაც ძალიან იხალისებთ.