ბავშვის აღზრდა – ვინ და რა როლს თამაშობს აღნიშნულ საკითხში?

ბავშვის აღზრდა – ვინ და რა როლს თამაშობს აღნიშნულ საკითხში?

5554
0
წილი

ბავშვის აღზრდა – ეს მშობლების უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი სწორად? ვინ უნდა ითამაშოს ამ პროცესში უდიდესი როლი? რა განაპირობებს მის სწორ ფორმირებას, სოციალიზაციას და თავის დამკვიდრებას? სკოლა თუ მშობლები? ეს და ძალიან ბევრი სხვა კითხვა აწუხებს ყველა იმ ადამიანს, ვინც იცის რას ნიშნავს იყო მშობელი.

ყველაზე გავრცელებული ზოგადი განმარტების თანახმად “აღზრდა – ეს არის მიზანმიმართული ფორმირების პროცესი, რათა მომზადდეს მომავალში ბავშვის მონაწილეობა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში,  შესაბამისად აღნიშნულ პროცესში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სოციალური/კულტურული ნორმატიული მოდელები. “

child_m-e1387834182383

სკოლა ეს ის დაწესებულებაა, რომელიც აძლევს მას განათლებას. ასწავლის სხვადასხვა საგნებს, ახდენს მის სოციალიზაციას. სკოლაში ბავშვს ჰყავს მეგობრები, ასევე განათლების კუთხით აქვს ერთგვარი ვალდებულება დაკისრებული.  შესაბამისად ის სწავლობს იმას, თუ რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, რომ აუცილებელია ყველა გაკვეთილი მოამზადო დროულად, რას გასწავლის თითოეული მათგანი და ყოველი დღის განმავლობაში როგორც ღრუბელი რა ინფორმაციას ისრუტავ შენ ყოველივე ამისგან. სოციალიზაციის მხრივ კი, სკოლა ეხმარება ბავშვს თავის დამკვიდრებაში. ის ხდება სოციალური გარემოს მონაწილე, სადაც ყავს მეგობრები, ახდენს მათ დაყოფას, ვისთან იმეგობროს  და ვითან არა. სწავლობს თანატოლებთან მოქცევის წესებს და მზადდება სამომავლოდ იმისათვის, რომ იყოს ერთი დიდი სოციალური გარემოს ნაწილი.

აუცილებელია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ განათლება და აღზრდა – განათლებას ის იღებს სკოლიდან აღზრდას მშობლებისგან. ბავშვის აღზრდის პროცესში უდიდესი ადგილი უკავია მშობელს და მის დამოკიდებულებას. ძალიან ბევრი სვამს კითხვას, ვინ უნდა აღზარდოს ბავშვი დედამ თუ მამამ. პასუხი ცალსახაა, რათქმაუნდა ორივემ! ბავშვის სრულყოფილი ფორმირებისათვის აუცილებელია ორივე მშობელი იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესში. არის რიგი საკითხები, რომლებიც უკეთ ესმის დედას/მამას. მშობლების მხრიდან უნდა მოხდეს მათი დაყოფა და გადანაწილება. მაგალითად დედას უკეთ ესმის გოგოს საჭროებები, მამას ბიჭის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამა ცუდი მრჩეველი იქნება გოგოსთვის, პირიქით ორივე მშობლის ჩართულობით მივიღებთ ბავშვის აღზრდის სრულყოფილი ვარიანტს. ძვირფასო მამებო, დაიმახსოვრეთ! ბავშვის აღზრდაზე არ არის პასუხისმგებელი მხოლოდ დედა,  ისევე როგორც ის, თქვენც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ თქვენი შვილის აღზრდის პრცესში!

ფსიქოლოგები შეეცადნენ გამოეყოთ რამდენიმე ძირითადი პუნქტი, რომელიც აუცილებელია ბავშვის აღზრდის პროცესში.

  1. თვალყურის დევნება – ძალიან ბევრი მშობელი დაკავებულია სამსახურით, ცხოვრებისეული პრობლემებით და მათი გადაჭრის გზების მოძიებით. თუმცა აუცილებელია ამავდროულად  დრო დაუთმონ ბავშვს. საზღვრავდნენ მის საჭიროებებს,  მაგალითად, თუ ისინი მოწყენილნი არიან რატომ არიან ესე. რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ?!  მშობელი პირველ რიგში უნდა იყოს შვილის კარგი მეგობარი!  
  2. სკოლის მასწავლებლებთან უშუალო დამოკიდებულება – მშობლები თვალყურს უნდა ადევნებდნენ თავიანში შვილის აკადემიურ მოსწრებას, მათ ცხოვრებას ოჯახის გარეთ.  უშუალო დამოკიდებულება სკოლის მასწავლებლებთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი შვილის ცხოვრებაში.  შესაძლებელია ეტაპობრივი კონსულტაციები პედაგოგებთან, რათა გაიგონ თუ რა სჭირდება მას, როგორ შეიძლება მისი უკეთესი აღზრდის ნიშნულის მიღწევა და ხომ არ არის საგნები/საკითხები რომლებსაც ის ვერ ართმევს თავს და სჭირდება დახმარება.
  3. სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია – მშობლები მხოლოდ განათლებას არ აწვდიან შვილს, არამედ ისინი აცნობიერებენ იმასაც, რომ ის არის სოციალური გარემოს ნაწილი, შესაბამისად უნდა მოხდეს მისი ადაპტაცია, ზოგადი უნარების ფორმირება და განვითარება.  მშობელმა უნდა აუხსნას შვილს, თუ რა არის ბედნიერება, იმედგაცრუება, კარგი მეგობრის მნიშვნელობა და სხვ. უფრო დეტალურად კი: რას ნიშნავს წესები და რატომაა აუცილებელი მათი დაცვა;  შეცდომა – მისი დაშვების შემთხვევაში რა მოსალოდნელი რისკებს აწყდება ის;  რას ნიშნავს სტაბილურობა და მისი განვითარება; წარმატების მნიშვნელობა – სხვებთან ერთად ისიც იზრდება; იმედგაცრუება – ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები, თუმცა უნდა შეგეძლოს  წაგების თამამად აღიარებაც; ქცევის წესები: რა აძლევს ადამიანს უფრო მეტ წახალისებას და მოტივაციას, რატომ უნდა ეცადოს ის იყოს სულ განვითარების და წინსვლის პროცესში და რას იგებს ის ყოველივე ამისგან.
  4. დამოუკიდებლობა – მშობელი ვალდებულია  ასწავლოს ბავშვს თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. ამ უნარის გარეშე მომავალში მას ძალიან გაუჭირდება ცხოვრება.

შვილი მშობლების სარკეს წარმოაგდენს! აღზარდეთ ის შესაბამისად!

deti-roditeli