გინდათ იყოთ ბედნიერი? – უბრალოდ იყავით

გინდათ იყოთ ბედნიერი? – უბრალოდ იყავით

244
0
SHARE

“იყო და არა იყო რაააა…” ეს ფრაზა ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია ბავშვობაში ზღაპრების კითხვისას, ან უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციაში რაიმე ისტორიის მოყოლისას. თითოეული მსგავსი ისტორია თითქმის ყოველთვის ბედნიერი დასასრულით მთავრდებოდა, სადაც პრინცესა პოულობდა თავის პრინცს და ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ უკვე წიგნს მიღმა. ამბობენ, რომ ყველაფერს ბედნიერი დასასრული აქვს და თუ დღეს არ ხარ შენ ბედნიერი, მაშინ ეს არ არის დასასრული… სად იმალება ბედნიერების ფორმულა? 21-ე საუკუნეში ყველაფერი ცვლილებას განიცდის, მათ შორის ბედნიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც. მოთხოვნილებები იმატებს, შესაბამისად ხდება ღირებულებების გადაფასებაც. თუ ადრე ძალიან ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მიეღწიათ ბედნიერების მაქსიმუმს, მხოლოდ ერთი ნახვით უყვარდებოდა რომეოს ჯულიეტა, ან ტარიელი თავს იკლავდა ნესტან-დარეჯანისათვის, დღეს ეს ცოტა სხვაგვარადაა. ან ისიც საკითხავია იყვნენ კი ისინი ბედნიერები? ეს ხომ მხოლოდ ზღაპრები და ლიტერატურული ნაწარმოებებია, ვინ გაზომა მათი ბედნიერების მაქსიმუმი? როგორ ფიქრობთ ეს ჩვენ ვქმნით ბედნიერებას თუ ყველაფრის მიუხედავად თვითონ გვპოულობს ის? ნიკოლო მაკიაველს “მთავარში” ძალიან კარგად აქვს ახსნილი ბედისწერის და ადამიანის ჩარევის შემთხვევა წყალდიდობის და ნიაღვრების მაგალითზე. უფლის ნებაა ის, რომ წყალდიდობა ხდება და ირგვლივ ყველაფერიი წყლით უნდა დაიფაროს, მაგრამ როდესაც ადამიანს შეუძლია კაშხლების აგება და ამით შეწინააღმდეგება ბუნებასთან, ის ხომ თვითონ ქმნის იმ რეალობას რაც აქვს. რომ არ ჩარეულიყო ხომ ყველაფერი წყლით დაიფარებოდა? გამოდის უფალი ჩვენ გვაძლევს საშუალებებს რომ განვსაზღვროთ თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ეს ჩვენ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას ჩვენი მონდომების მიხედვით და ჩვენს ბედნიერებასაც ჩვენ თვითონ ვქმნით იმ რესურსებით რასაც თავად ცხოვრება გვთავაზობს. მარტივად რომ ვთქვათ ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტრიალებენ, ჩვენ კიდევ ერთგვარ დახარისხებას ვიწყებთ ვისთან ვიმეგობროთ, ვისთან გავწყვიტოთ ურთიერთობა, ვინ შევიყვაროთ…შეიძლება ითქვას რომ უამრავი შანსი გვეძლევა, მაგრამ საინტერესოა რამდენად ვიყენებთ ამ ყველაფერს? ყველაფერი კი არჩევანით იწყება….სანამ ამ ბლოგს გავაკეთებდი სწორედ ამ საკითხზე დავფიქრდი, ადამიანები რომლებიც ჩვენ ჩევნი ცხოვრებიდან გავუშვით, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთეთ მაშინ, იქნებ იმსახურებდნენ ერთ შანსს და ჩვენ ძალიან შევცდით? ამბობენ, “ბედნიერება როცა გაქვს მაინც უკეთესის ძიებაში ხარ, როცა დაკარგავ მაშინ ხვდები რომ ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგე ამ ქვეყნადო..” რამდენად მართალია ეს? ან ჩვენ რომ სხვა არჩევანი გაგვეკეთებინა როგორ ვიცხოვრებდოთ ახლა? რა განაპირობებს ადამიანების დახარისხებას იმის მიხედვით ვინ იმსახურებს ჩვენგან შანსს და ვინ არა? “თუ ბედია ეს მაინც ესე იქნება…”, “ბედისწერის ბრალი იყო ეს ყველაფერი….” და მსგავსი შინაარსის ფრაზები ჩემთვის იმ ოპტიმისტ ადამიანებთან ასოცირდება, რომლებიც ცდილობენ გაამართლონ მათი არსებული რეალობა, რაღაცას გადააბრალონ მათი წარუმატებლობა მაშინ, როცა შეეძლოთ თვითონ შეეცვალათ ყველაფერი. თქვენ დაფიქრებულხართ თქვენს არჩევანზე? გუშინ ვუყურებდი ფილმს “ტკბილი ნოემბერი” და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამაზე. სარას რომ არ “ეიძულებინა” ნელსონისთვის მასთან გაეტარებინა ერთი თვე, როგორ შეუყვარდებოდა მას ის? თუ ერთად არ გაატარებდნენ დროს როგორ მიხვდებოდა რომ ის ბედნიერი იყო მასთან? თუ ამასაც ბედისწერა განსაზღვრავდა? ბედისწერამ ისინი მხოლოდ შეახვედრა უბრალო გამოცდაზე, დანარჩენიიი??? …არაააა!!! ეს ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, უბრალოდ ბედისწერა გვჩუქნის იმ ადამიანებს და იმ შანსებს რომ გამოვიყენოთ და ჩვენ თავად შევქმნათ ჩვენი ბედნიერება, არ მეთანხმებით??? ჩვენ თავად ვართ ჩვენი ცხოვრების ავტორები, რამდენად ბედნიერები ვიქნებით ამას კი ის განსაზღვრავს ვისზე გავაკეთებთ ამ არჩევანს და რა მომავალს დავისახავთ მასთან ერთად. ყველა ადამიანი ოცნებობს იპოვოს მისი თავი სხვის გულში, თქვენ რამდენთან იპოვეთ თქვენი თავი და რამდენი იმსახურებს თქვენგან იმ სითბოს და სიყვარულს, რასაც შემდგომში ბედნიერებაც შეიძლება მოყვეს თან??? გახსოვდეთ, ყველაფერი არჩევანით იწყება!!! და ბოლოს, თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ ხარ უბედური და ვერასდროს იქნები ბედნიერი მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა გვქონდეს და ცხოვრებას უფრო ნათელი იქნება უამრავი პრობლემის მიუხედავად.