ბროწეულის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

ბროწეულის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

4934
0
SHARE

ბროწეული – ეს არის ბროწეულთა ოჯახის ბუჩქი, ან ტანდაბალი ხე, რომლის სიმაღლე მაქსიმუმ 5-6 მეტრს აღწევს. ის არის ძალიან სასარგებლო მცენარე და გამოირჩევა ძალიან ბევრი სამკურნალო თვისებებით. მის შემადგენლობაშია: წყალი-84,20%, შაქარი-10,10%, ცხიმი-0,15%, აზოტური ნივთიერებანი-0,59%, ექსტრაქტული ნივთიერებანი-1,76%, უჯრედისი-2,91%, და ნაცარი 0,24%. ქართულ ხალხურ მედიცინაში ბროწეულის წვენს იყენებენ ყელის დაავადებების სამკურნალოდ, ხოლო კანს ჭიის გამომყვან საშუალებად ხმარობენ. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ბროწეულში პოულობენ, არის ბროწეულის ფესვის ქერქი, რომელიც არის ლენტისებრი ჭიის გამომყვანი საშუალება. ამის გარდა ბროწეულს აქვს მთელი რიგი სამკურნალო თვისებები, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. მაშ ასე, რატომ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ბროწეული?

  1. ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. შესაბამისად მას ხშირად გამოიყენებენ ანემიასთან საბრძოლველად. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
  2. ის ამაღლებს ჰორმონების აქტივობას. ბროწეულის კურკა შეიცავს სპეციფიკურ ზეთს, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მტკივნეულად გადაგაქვთ მენსტრუალური ციკლი, გაწუხებთ თავის ტკივილები ან კლიმაქსი – რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით ბროწეულის მიღება.
  3. ბრიწეული არის ინსულინის კარგი შემცვლელი. მისი მარცვლები ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ამისათვის ძალიან რეკომენდირებულია 60 წვეთი ბროწეულის წვენი ჭამის წინ 4-ჯერ დღეში. თუ დაიცავთ აღნიშნულ რეკომენდაციას, მესამე დღეს საგრძნობლად შემცირდება შაქრის შემცველობას სისხლში.
  4. ბროწეულის მარცვლები დაბლა სწევს არტერიულ წნევას. ის ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს მსგავსი სახის ჯანმრთელობის პრობლემა.
  5. ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, რომლებსაც გააჩნიათ გლისტების საწინააგმდეგო მოქმედება. გლისტებისგან გასათავისუფლებლად აიღეთ 40-50 გრ. დაპხვნილი ქერქი დაასხით 400 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 6 საათი, შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ნახარში არ განახევრდება. გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 საათის განმავლობაში მიირთვით პატარ-პატარა პორციებით. 1 საათის შემდეგ დააკოლეთ კუჭის მოქმედების რომელიმე აბი, ხოლო 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.
  6. ბროწეული ასევე დეზინფექციას უკეთებს ყელისა და პირის ღრუს. ბროწეულის ქერქის ნახარშს გამოიყენებენ ანგინის და ფარინგიტის დროს ყელის, ხოლო სტომატიტის დროს პირი ღრუს გამოსავლებად. იგი ხსნის ტკივილს და ანადგურებს ბაქტერიებს.
  7. ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, ორგანიზმიდან გამოდევნის შარდმჟავას, წმენდს სისხლს წიდებისაგან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება. სპეციალისტები ამას ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს მიაწერენ, რომლებიც უხვადაა ბროწეულის მარცვლებში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მჟავე ჯიშის ბროწეულის წვენი წყალში უნდა გააზავოთ.
  8. ბროწეული გამოიყენება ასევე სხვადასხვა ანთებითი დაავადებების – ღვიძლის, თირკმელის, ყურის და თვალის, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოების – ის ეფექტურად ხსნის ანთებით პროცესს. ნახარშის მომზადების წესი – 2 ჩ.კოვზი ბროწეულის ქერქის ფხვნილს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, წამოადუღეთ ორთქლის აბანოზე 30 წუთი, გადაწურეთ და დაასხით საწყისი მდგომარეობის ოდენობა ადუღებული წყალი. მიიღეთ 50 გ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  9. ბროწეული ძალიან ეფექტურია კანის დაავადებებთან სამკურნალოდ. თუ თქვენ გაქვთ პრობლემური და ცხიმიანი კანი, ან ჩირქოვანი გამონაყარი, რეკომენდირებულია გაიკეთოთ შემდეგი ნიღაბი – აიღეთ ბროწეულის ქერქი, დაფხვენით, მოხალეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში. შეინახეთ მაცივარში. წაისვით კვირაში 2-ჯერ.
  10. ბროწეული აჩერებს ყაბზობას. მას გააჩნია წებოვნური თვისება, რის გამოც იყენებენ მას კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.