ბუნების საიდუმლოებები, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან

ბუნების საიდუმლოებები, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან

358
0
SHARE

ჩვენი სამყარო იდუმალებითაა მოცული. მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში ცდილობენ ახსნან თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობაში, რისი გამომწვევია კონკრეტული ქმედება თუ მოვლენა. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ამოუხსნელი საიდუმლოებაც, რომლის ამოხსნასაც ისინი უშედეგოდ ცდილობენ. ლოგიკა მარტივია – ყველაფრის ახსნა შეუძებელია…!

  1. ძროხები უცნაურად ორიენტირებენ ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ – როგორც წესი, ჩვენ არ ვაკვირდებით ძროხების მოქმედებას, როდესაც ისინი ისვენებენ, საძოვარზე გადიან, ან უბრალოდ რაიმეს განიცდიან. მაგრამ როდესაც მკვლევარები დააკვირდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიის შედეგად მათ მოქმედებას, ათასობით სატელიტური მოწყობილობის – Google Earth-ის გამოყენებით, მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხას დასვენების ან საძოვრად ყოფნის პერიოდში, მაგნიტური პოლუსები გადასცემენ გარკვეული სახის სიგნალს, რატომღაც ისინი მხოლოდ ჩრდილოეთით ან სამხრეთით გადაადგილდებიან. სქემა უცვლელი რჩება, ქარის, წვიმის, თოვლის და სხვა გარე ფარტორების მიუხედავად. მეცნიერები ვერ ხსნიან აღნიშნულ ფაქტს, არ იციან რა განაპირობებს ძროხების ნავიგაციას. მაგრამ, იმის გამო, რომ თითოეული ძროხა ექვს კონტინენტზე, ზუსტად იდენტურად მოქმედებს, როგორც ჩანს, მას გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. აღნიშნული ფაქტი მეცნიერების ვარაუდით შეიძლება გარკვეული დატვირთვის მატარებელიც კი იყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების კუთხით.
  2. რატომ ბრუნდებიან ზოგიერთი ძუძუმწოვრები უკან, წყალში?- ჩვენ ვიცით, რომ საზღვაო ცხოველები წყლიდან ამოვიდნენ იმიტომ, რომ მათ გააჩნდათ შესაძლებლობა ეარსებათ მიწაზე. ეს იყო ძალიან რეალური და სწორი ნაბიჯი, რადგან მიწა შეიცავს დიდი რაოდენობით გამოუყენებელ რესურსებს, ამის შედეგად მოხდა სრულყოფილი წარმატებული ევოლუცია. მაგრამ მაშინ, ისმის კითხვა, ზოგიერთი ცხოველი, ისეთები როგორებიცაა ვეშაპების წინაპრები და სელაპები რატომ წავიდნენ უკან წყალში? – მეცნიერებისათვის ეს უცნობი რჩება. ხმელეთის ცხოველების ევოლუცია ბევრად უფრო რთულია. იმიტომ, რომ მათ ძალიან უჭირთ ადაპტაციის უნარი. ცხოველებს რომლებიც წყალში ცხოვრობენ სჭირდებათ ძალიან დიდი რაოდენობის ენერგია. მეცნიერებისათვის ძალიან ბევრი კითხვები რჩება პასუხ გასაცემი წყლის და ხმელეთის ცხოველების ევოლუციის გამომწვევ ფაქტორებთან დაკავშირებით, რომლის ახსნაც მათ პრაქტიკულად არ შეუძიათ.
  3. რატომ არიან ყვავილები ყველგან? – აყვავებული მცენარეები ქმნიან ყვავილების ერთ დიდ დინამიკას. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ – ისინი არიან თითქმის ყველგან. დღეს ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ადრეულ პერიოდში სულ სხვა ვითარება შეიმჩნეოდა. აყვავებულმა მცენარეებმა დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ შეცვალეს სხვა სახის მცენარეები და შედეგად წარმოგვიდგნენ დღევანდელი ვიზუალით. მსოფლიოში არსებული ყვავილების 90 პროცენტი სულ სხვა მცენარეების ევოლუციის შედეგად ფორმირდება. აღნიშნული ფაქტი ძალიან დიდი დაინტერესების საგანია ჩარლზ დარვინისათვის, რომლსაც მან “საშინელი საიდუმლო” უწოდა – ყვავილების სწრაფი განვითარება ეწინააღმდეგებოდა მის ნელი ბუნებრივი შერჩევის შედეგად მიღებულ ევოლუციას. ძალიან ძნელია დადგინდეს კონკრეტულად ის, თუ რა განსაზღვრავს ყვავილების ასეთ სწრაფ გარდასახვას ერთი ფორმიდან მეორეში. ეს კითხვა მეცნიერებისათვის დღესაც პასუხგაუცემელი რჩება.
  4. რატომ სუფევს ეკვატორთან ძალიან დიდი მრავალფეროვნება? – თუ თქვენ გადაინაცვლებთ ეკვატორისკენ არსებულ თბილ ქვეყნებში, ნახავთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანია. დაახლოებით 200 წლის წინ, პრუსიელმა მკვლევარმა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტიმ პირველად აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც უფრო ვუახლოვდებით ეკვატორის ზონას, ბიომრავალფეროვნების ტენდენცია მით უფრო მეტად იზრდება. ბუნება და ადამიანის კულტურაც უფრო მეტად მრავალფეროვანი და ფერადია, ისევე, როგორც დაავადება. ეპიდემიის სასიკვდილო ვირუსი აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ხშირად გვესმის, არ წარმოიქმნება უბრალოდ სამედიცინო მომსახურეობის განუვითარებლობის შედეგად. აქ მათი გამომწვევი სულ სხვა მიზეზებია. არსებობს დაახლოებით სამი ათეული თეორია, რომლებიც ცდილობს იპოვოს პასუხი იმისა, თუ რა განაპირობებს ეკვატორული ზონის ბიომრავალფეროვნებას, თუმცა აღნიშნული კუთხვაც სამწუხაროდ პასუხგაუცემელი რჩება.
  5. ადამიანის წარმოშობა, წინაპარი შთამომავლობა – ადამიანის წარმოშობის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია და მოსაზრებაა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადამიანები გამოჩნდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, ჩვენ ზუსტად მაინც არ გვაქვს იმის დაზუსტებული წყარო, თუ როგორ ფორმირდებოდნენ ისინი წლების განმავლობაში. მენიერებმა სულ ახალ დნმ-ის უძველეს სახეობას მიაგნეს, რომელიც მართლაც რომ ძალიან საოცარი აღმოჩენა და ფენომენია. როდესაც ისინი შეისწავლიდნენ დნმ-ს, მათ აღმოაჩინეს იდუმალი კვალის სახეობა, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. თუ ევოლუციის შედეგად ხდება მცენარეების და ცხოველების გარდასახვა, მეცნიერების ვარაუდით მსგავს ტიპის ევოლუცია შეიმჩნევა ადამიანების შემთხვევაშიც, რომელიც აისახება სხვადასხვა ნაწილი გარდასახვასა და ფორმირებაში. თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, ამის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია.