რა უნდა ვიცოდეთ ქალების შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ ქალების შესახებ?

146
1
SHARE

ქალი – ეს ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნასაც საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. და მაინც, რა შეიძლება იმალებოდეს სუსტი სქესის მიღმა? რას ნიშნავს იყო ნამდვილი ქალი და რას უნდა მოელოდეს მამრობითი სქესი ამ უკანასკნელისგან? – ამასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს – მაშ ასე, მამაკაცები, თქვენი აზრით რას ნიშნავს იყო ნამდვილი ქალი?

  • “ქალები შთაგვაგონებენ შედევრების შექმნას, მაგრამ ხელს გვიშლიან ჩვენი შთაგონების რეალიზებაში.” – ოსკარ უაილდი
  • “ქალების დამორჩილების ერთადერთი მეთოდია, შევუქმნათ მათ ილუზია, თითქოს ჩვენზე ბატონობენ.” – ანდრე მორუა
  • “რა იქნებოდნენ კაცები ქალების გარეშე? ღარიბები, ძალიან ღარიბები…” – მარკ ტვენი (მამაკაცებო, ეს თქვენს გასაგონად)
  • ”ნამდვილ მამაკაცს კარგი მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს კი – წარსული.” – ოსკარ უაილდი
  • “ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო…” – ფრიდრიხ ნიცშე
  • “ძალიან გაუმართლა მამაკაცს, თუ ის ქალის პირველი სიყვარულია, ისევე, როგორც ქალს, რომელიც მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული ხდება.” – ჩარლზ დიკენსი
  • “ცოდვაა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ,სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი.თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლ შორის არიან. აგერ ორიოდე ფეხის ნაბიჯზე ჩადრია და ჰარემი. თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული, როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით,მერე აზიურ კარჩაკეტილობას.” – კონსტანტინე გამსახურდია
  • “ქალს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რატომ ტირის, მაგრამ არასდროს ჰკითხოთ, რატომ ტიროდა, მას ეს არ ახსოვს.” – ალექსანდრე დიუმა
  • “ვერ ვიტყვი, რომ ქალს მტკიცე ხასიათი არ აქვს, უბრალოდ მას ყოველ დღე ეცვლება ხასიათი.”– ჰაინრიხ ჰაინე
  • “ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია…” – უილიამ შექსპირი
  • “ქალს ყოველთვის სძულს ის, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვისაც იგი არ უყვარს.” – სერვანტესი
  • “ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული… და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი..” – გურამ დოჩანაშვილი
  • “ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მამაკაცისთვის მისი სულელად მონათვლაა, ქალისთვის კი იმის თქმა, რომ არ არის ლამაზი.” – ემანუელ კანტი
  • “მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე ძალიან კარგად არის გარკვეული.” – მიხეილ ზადორნოვი
  • და ბოლოს – “ქალი რავარი ასატანია, მაგრამ რო გიყვარს რა გინდა რო ქნა.”– ოტია იოსელიანი – რას იზავთ, მოგიწევთ აგვიტანოთ.