ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებსაც აუცილებლად შეხვდებით ცხოვრებაში

ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებსაც აუცილებლად შეხვდებით ცხოვრებაში

249
0
წილი

ცხოვრება უამრავი სიურპრიზითა და მოულოდნელობებითაა სავსე, ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს ან ვიმედოვნებთ, თუმცა არსებობს ცნობილი გამოთქმა  – “რაც არ გვკლავს, გვაძიერებს!”, ცხოვრების წინაშე არსებული სირთულეები, გვაიძულებს ახლებურად შევხედოთ მას და ერთგვარი წარმოდგენაც  კი ჩამოვიყალიბოთ მის ირგვლივ. დაფიქრებულხართ თუ არა, რა სიძნელეების წინაშე ყოფილხართ თქვენი არსებობის მანძილზე და რა ცოდნა მიგიღიათ ცხოვრების მიერ მოწოდებული თითოეული გაკვეთილისაგან? რაც მთავარია, რამდენად გამოგიყენებიათ არსებული გამოცდილება პრაქტიკულ დონეზე?

Business concept with young business girl

წარმოგიდგენთ იმ ძირითად სიძნელეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიტანოთ ცხოვრებაში:

  • თქვენი ყოფილი შეყვარებულის ქორწილი – აღიარეთ, ალბათ ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიფიქრიათ –  “ერთ მშვენიერ დღეს ის გაიღვიძებს და მიხვდება რა დაკარგა ჩემი სახით, აუცილებლად ეცდება დამიბრუნოს…” – ეს შეიძლება ესეც მოხდეს, მაგრამ თუ უკვე მის სურათს უყურებთ, თუ როგორ დგას საკურთხეველთან სხვასთან ერთად, დამიჯერეთ არ ღირს არაფრის ლოდინი, დაუსვით წერტილი საბოლოოდ ამ პერიოდს და გადაშალეთ ცხოვრების შემდეგი ფურცელი! ის არ იყო თქვენი ღირსი, უსურვეთ მას ბედნიერება, ცხოვრება გრძელდება!
  • მძიმე და რთული სამუშაო – თითოეული ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის, თუ სად მუშაობს, როგორი ანაზღაურება აქვს და ყოფნის თუ არა საჭიროებისამებრ. თუ გაქვთ მძიმე სამსახური, დაფიქრდით გიღირთ თუ არა იმუშაოთ მანდ სულ. მეორეს მხრივ, დაიმახსოვრეთ სირთულეები ყველა სფეროშია, მთავარია ამ სირთულეების გადალახვის  შემდგომ განცდილი სიამოვნების ხარისხი.         Maze
  • ბრძოლა, რომელიც დასრულდა არა თქვენს სასარგებლოდ – კი, დამარცხება არავის არ ხიბლავს, მითუმეტეს როდესაც ის გიტოვეთ ნაიარევებს, თუმცა აქაც შეიძლება დადებითი მახასიათებლების დანახვა. ზოგ შემთხვევაში შრამი ძალიან უხდება ადამიანს, ანიჭებს მას სპეციფიკურ და განსხვავებულ იერს. მეორეს მხრივ კი, ეს გაძლევთ იმის საშუალებას დაფიქრდეთ იმაზე, რომ  დრო ხომ არ მოვიდა იაროთ სპორტ დარბაზში, რომ მოახდინოთ ძალების მობილიზება, სხვა დროს ისევ  თქვენ კიდევ ხომ არ იქნებით წაგებული?
  • ეკონომიკური კრიზისი – ეს კატასტროფაა თითოეული ადამიანისათვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის ცხოვრობს ქალაქში დამოუკიდებლად, ჰქონდა სტაბილური სამსახური და უცებ დარჩა ყველაფრის გარეშე. ასეთ სიტუაციაში არავის გისურვებთ ყოფნას, თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. კერძოდ ის, რომ ახალი სამსახურის პოვნის შემთხვევაში, თქვენ კარგად გაქვთ  გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. ის თუ რას ნიშნავს იმუშაოთ გაჭირვებაში და ამავდროულად ეს გიმაღლებთ მოტივაციას იმისას, რომ იმუშაოთ უფრო მეტად პროდუქტიულად, რომ სხვა დროს ისევ არ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში.           picture_biznes-v-krizis-5-ves_414_s1
  • ძლიერი ჩხუბი დედასთან/მამასთან/დასთან/ძმასთან –  ეს არავის სიამოვნებს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ ვიპოვოთ ძალა ვაღიარით ის, რომ არ ვიყავით მართალი. ეს ძალიან გამოგვადგება ცხოვრებაში არსებულ უფრო რთულ სიტუაციებში.
  • ადამიანების დაკარგვა – ცხოვერებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გგონიათ რომ მუდამ თქვენთან იქნებიან, არასოდეს დაგივიწყებენ და სულ ერთად იქნებით, ეს მხოლოდ უტოპიაა, ყველაფერი დროებითია, (ნუ ნამდვილ მეგობრებს და ოჯახს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში), ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციების წინაშე, როდესაც გეგონებათ, რომ ცხოვრება მორჩა. დაიმახსოვრეთ, არსებობს ადამიანების ორი კატეგორია –  ისინი, ვინც მუდამ რჩებიან ჩვენს ცხოვრებაში და ისინი, ვისგანაც ვსწავლობთ და ვაგროვებთ ინფორმაციას ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ. ნუ გაეკიდებით ნურავის, დასაკარგი მაინც არ დაიკარგება რაც არ უნდა გააკეთოთ, წამსვლელი კი ყოველთვის მიდის.                                                                                                                                             kak-perezhit-razvod-i-rasstavanie