დედამიწის ყველაზე ლამაზი ადგილები

დედამიწის ყველაზე ლამაზი ადგილები

1261
2
SHARE

ჩვენს პლანეტაზე ულამაზესი ადგილების ძალიან დიდი და ფართო ასორტიმენტია. რამდენიმე მილიონი კილომეტრი უკავია წარმოუდგენლად ფანტასტიურ ლანდშაფტს. ბუნებას, სადაც თავს იგრძნობთ სამოთხეში. ძალიან ძნელია გამოყო და დაახარისხო თანმიმდევრობით თუ რომელი ადგილია ყველაზე ლამაზი, ან რითი ჯობია ერთი მეორეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომელიც მართლა გაგრძნობინებთ თავს ზღაპარის გმირად. და თუ თქვენ თქვენი შემოსავალი გიწყობთ ხელს და გეგმავთ როგორ გაატაროთ 2015 წლის შვებულება, რაღას ელოდებით?

მალდივის კუნძულები

კუნძულები წარმოადგენენ ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივს. ის ფართოდაა გავრცელდა 35,000 კვადრატული მილზე ინდოეთის ოკეანეში, 250 მეტრით სამხრეთ ინდოეთში. მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან 220-ია დასახლებული. ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო ტემპერატურა აქ მუდამ ძალიან მაღალია. აქ უხვადაა წარმოდგენილი ქოქოსის პალმები, ტროპიკული ბუჩქები, პურის ხეები. ძირითადი კულტურებია კაკაო, ნესვი, ბატატი. ოკეანეში ძალიან ბევრი თევზი და კუ ბინადრობს. ეს ადგილი ჩემი საოცნებო ადგილია!

სალარ-დე-უიუნი, ბოლივია

მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ბოლივიაში, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე. ტბა დაფარულია რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ქერქით. მისი ფორმირება მოხდა რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგად. ის წარმოადგენს პლანეტის უდიდეს სარკეს. ადგილი სადაც მართლა დაიკარგებით და იტყვით რომ თქვენ არ ხართ იქ სადაც უნდა იყოთ, სადაც თქვენი წარმოსახვა ცდება ფანტაზიის საზღვრებს.

ანტილოპას კანიონი, არიზონას შტატი, აშშ

ანტილოპას კანიონი, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონას შტატში, წარმოუდგენლად თავბრუდამხვევი და ფანტასტიური ადგილია მთელს პლანეტის ისტორიაში. ინდიელებმა იგი მონათლეს როგორც ტსე, რაც ნიშნავს ,,ადგილი, სადაც წყალი კლდეებს ამტვრევს.”

დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია

იგი გადაჭიმულია ავსტრალიის სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩრდილო-აღმოსავლეთით 2500 კმ-ზე და შედგება 2900-ზე მეტი განცალკევებული მარჯნის რიფისაგან და 900 კუნძულისაგან. ერთის შეხედვით ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ფანტასტიკაა, რომელიც მხოლოდ ფილმებში თუ გინახავთ. დიდი ბარიერული რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი ბუნებრივი წარმონაწმნია, რომელიც შექმნილია ცოცხალი ორგანიზმებისგან და მისი დანახვა ადვილად შესაძლებელია კოსმოსიდანაც. დიდი ბარიერული რიფი ეხმარება ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის მრავალფეროვნებას და სხვადასხვაობას და ამის გამო 1981 წელს იგი აირჩეულ იქნა იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს მემკვიდრეობის ობიექტი.

ლავანდის მინდვრები პროვანსში, საფრანგეთი

საფრანგეთის ულამაზესი ლავანდის მინდვრები, რომლებიც ტურისტებისათვის დაუვიწყარ, ზღაპრულ ადგილად იქცა. წარმოუდგენელია ეწვიო საფრანგეთს და არ დატკბე ლავანდის ამ უმშვენიერესი გარემოთი და სურველით. აქ უბრალოდ შეგიძლია ისუნთქო ღრმად!

კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა

გამოქვაბული, რომელიც აღმოჩენილი იყო მექსიკაში, ჩიუაუში. ეს არის ფანტასტიკური აღმოჩენა, ვინაიდან წარმოდგენილი კრიტალები, ქმნის ფანტასტიკის განცდას. ეს არის წარმოდგენა იმის შესახებ რომ ფანტასტიკაც კი შეიძლება იყოს რეალობა. ეს არის ადგილი სადაც უცხოა მზის სხივები და ის არასდროს არ ანათებს, თუმცა ტემპერატურა შეიძლება მაღალ გრადუსსაც კი აღწევდეს. ეს არის ადგილი, სადაც ფანტასტიკა ყველაზე დამაჯერებელი რეალობის სტატუსს იძენს!

დიდი კუნძული, ჰავაი

ჰავაის გახსენებაზე, ყველასს თვალწინ ზღვა, მზე, პლიაჟი, გართობა და კოქტეილები ახსენდება. თუმცა არა მხოლოდ ეს არის ამ ადგილის ღირსშესანიშნავი მხარე. ჰავაის კუნძულის ფართობი 10 432 კვადრატული კილომეტრია და ის დღესაც განაგრძობს ზრდას. კუნძულზე არის ხუთი ვულკანი, ესენია: მაუნა-კეა, კილაუეა, მაუნა-ლოა, კოჰალა და ჰუალალაი. სახელი „კილაუეა“ ნიშნავს „ბევრის ამომფრქვევს“.1983 წლიდან ამ ვულკანის გავარვარებული წითელი ლავა თითქმის უწყვეტად მოედინება.