დუბაის საოცრებათა ბაღი

დუბაის საოცრებათა ბაღი

92
1
SHARE

დუბაი თავისი ვიზუალით და განვითარების მაღალი დონით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია მსოფლიოში. მისი მთავრობის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ტურიზმის განვითარებას. იმის გარდა, რომ იგი, ცნობილია თავისი საოცარი სასტუმროებით, ასევე, მრავალ გრანდიოზულ არქიტექტურულ პროექტს აწარმოებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია, “საოცრებათა ბაღი”, რომელიც, 45 მილიონზე მეტ ყვავილს მოიცავს და 6,7 ჰექტარზეა გაშენებული. საოცრებათა ბაღი – “Dubai Miracle Garden” გაიხსნა 2013 წელს, სიმბოლურად ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. ხშირია დიზაინისა და ყვავილების განლაგების ცვლილებებიც, რათა შექმნან მაქსიმალურად ლამაზი გარემო და დამთვალიერებლისათვის ყოველ ჯერზე ვიზიტი იყოს მრავალფეროვანი.