ღირს თუ არა ვისარგებლოთ ფასდაკლების კუპონებით? (ფასდაკლების საიტები)

ღირს თუ არა ვისარგებლოთ ფასდაკლების კუპონებით? (ფასდაკლების საიტები)

200
0
SHARE

ადამიანის ფსიქოლოგია ძალიან მარტივად და ლოგიკურადაა ფორმირებული. მას ყოველთვის ურჩევნია გადაიხადოს იმაზე ნაკლები ვიდრე ღირს კონკრეტული მომსახურება/პროდუქტი და დაზოგოს თანხა. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ სივრცეში ძალიან ფართოდაა წარმოდგენილი ის ფასდაკლების საიტები, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში. მაგალითისათვის, თუ კონკრეტულ რესტორანში მენიუ ღირს პირობითად 50 ლარი, ფასდაკლების საიტზე წარმოდგენილია ორი ვარიანტი. თქვენ ყიდულობთ ან კუპონს რომელშიც იხდით ძალიან მინიმალურ თანხას, ხოლო ადგილზე მისვლისას დანარჩენ ნაწილს, ან მეორე შემთხვევაში უკვე იხდით მთლიან ფასდაკლების თანხას და ადგილზე მისვლისას კუპონს წარადგენთ, ამით იღებთ მომსახურებას და ზოგავთ თანხებს. ფასდაკლება შეიძლება იყოს სხვადასხვა პროცენტიანი – 10%, 20%, 30%, 50% და 70%-იც კი. ძალიან ბევრს ებადება კითხვა, ღირს თუ არა ამ საიტებით სარგებლობა და თუ წარმოდგენილი კომპანიები არ ატყუებენ მათ, რა არის მათი მოგება? პასუხი მარტივია, პირველი და მთავარი – ეს არის რეკლამა. მომავალში წარმატებული ბიზნესის საწარმოებლად ყველა კომპანიას სჭირდება კარგი პიარ კამპანია. მაგალითად, თქვენ გახსენით ახალი რესტორანი, მის შესახებ არავინ არ იცის, თქვენ ვალდებული ხართ აცნობოთ ამის შესახებ საზოგადოებას, სხვაგვარად ბიზნესი ჩავარდება. რეკლამა ძალიან ძვირი ღირს. თქვენ მოგიწევთ დაბეჭდოთ ფლაერები, დაარიგოთ მეტროში, გააკეთოთ ბანერები გააკრათ სხვადასხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილას, შეიძლება მიმართოთ მედია რეკლამასაც, მაგრამ წარმოგიდგენიათ რამდენი თანხის გადახდა დაგჭირდებათ ამისათვის? ფასდაკლება კი ძალიან მარტივია, ის არაფერი გიჯდებათ, თუ არ ჩავთვლით კონკრეტული საიტის მინიმალურ პროცენტს, რომელიც ანთავსებს თქვენს რეკლამას საიტზე. ამით თქვენ ხართ მოგებაში. 1. თქვენ აკეთებთ რეკლამას, იმიტომ რომ იზიდავთ ხალხს თქვენი ფასდაკლებით. 2. ადამიანებს რომლებსაც არ აქვთ ისევ პირობითად 50 ლარი, მაგრამ აქვთ 25 ლარი, რომელიც ყოფნის თქვენს ფასდაკლებას, მათაც უწყობთ ხელს გახდნენ თქვენი კლიენტები და გაუზიარონ გამოცდილება მათ გარშემო არსებულ სეგმენტს. შეიძლება განვიხილოთ თეატრის და კინოს ფასდაკლების მაგალითებიც. ისევ იკითხავთ ალბათ, რატომაა ფასდაკლება რა არის მათი მოგება, თეატრი რომ არ საჭიროებს რეკლამას? პასუხი ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ კონკრეტული სპექტაკლის/კინოს/გართობის სახვადასხვა საშუალებების დაგეგმვისას არ გაიყიდა წარმოდგენილი ფასით იმ ბილეთების რაოდენობა, რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. კონპანიას აქვს ორი არჩევანი, უბრალოდ არ გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ არ გაიყიდა გარკვეული ბილეთები და წავიდეს წაგებაზე, ან მეორე ვარიანტი, ამოიღოს დახარჯული თანხის ნაწილი მაინც. ამ შემთხვევაში მას ურჩევნია დარჩენილი ადგილების რაოდენობა შეავსოს თუნდაც 50%-იანი ფასდაკლებით, ამით ის მაინც უწევს რეკლამას თავის კომპანიას და ამავდროულად იღებს მოგების ნახევარს მაინც. არ აქვს მნიშვნელობა რამდენია მოგება, ნახევარი, 1/3, თუ მთლიანი, ბიზნესში მთავარია მოგება. წარმოგიდგენთ საქართველოში არსებულ ფასდაკლების რამოდენიმე საიტს. თუ წარმოდგენილმა სტატიამ დაგაფიქრათ იმაზე, რომ შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და მიიღოთ ამით ის პროდუქტი, რაც თქვენ გსურთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდეთ და შეიძინოთ. მე პირადად მათი ხშირი მომხმარებელი ვარ. P.S. ეს არ არის რეკლამა, ეს უბრალოდ წარმოდგენილი სტატიის შემავსებელი ნაწილია.