როგორ გავანაწილოთ ჩვენი თავისუფალი დრო?

როგორ გავანაწილოთ ჩვენი თავისუფალი დრო?

257
0
SHARE

“დრო ფულია!” – ბენჟამინ ფრანკლინი აღნიშნული ფრაზა, რომელიც ბენჟამენ ფრანკლინმა შემოგვთავაზა, წარმოდგენილი იყო მოთხრობაში “რჩევები ახალგაზრდა საქმოსანს”, სადაც ის ცდილობდა განემარტა დროის ღირებულება და მისი მნიშვნელობა. როგორ გავანაწილოთ დრო პროდუქტიულად, რომ ჩვენი დროის დანახარჯი აბალანსებდეს ფასსა და ღირებულებას. ფასი, ეს არის ის თუ რას ვიხდი, ღირებულება კი ის, თუ რა მსურს მივიღო ყოველივე ამისგან. დრო, ეს არის ის, რისი დაბრუნებაც შეუძებელია! შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ დროის განაწილებაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვახმართ ჩვენს ძვირფას წუთებს და რას ვიღებთ ამისგან. ერთი მთლიანი დღე = 24 საათს. როგორ ვანაწილებთ მას? პირველ რიგში აუცილებელია ერთმანეთისაგან გამოვყოთ აუცილებელი და სასრუველი დროის განაწილება. აუცილებელი ნიშნავს, იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებსაც ვალდებული ხართ დაუთმოთ თქვენი დღის გარკვეული პერიოდი. ეს შეიძლება იყოს სამსახური, განათლება, ოჯახი და სხვ. თქვენ ყოველ დილით ვალდებული ხართ თუ სტუდენტი ხართ წახვიდეთ უნივერსიტეტში, თუ სამსახური გაქვთ, მთლიანი დღის განმავლობაში იმუშაოთ, ან საუკეთესო ვარიანტში ორივე ერთად გადაანაწილოთ. თითოეულ ჩვენთაგანს დღის განმავლობაში გვრჩება თავისუფალი დროც. თქვენ როდესაც დროს უთმობთ ონლაინ სივრცეს და სოციალურ ქსელებს, ეს უკვე სასურველი დროის განაწილებაა. თქვენ არ ხართ ვალდებული, თქვენ უბრალოდ გსურთ. აღნიშნულ სტატიაში შევეცდები შემოგთავაზოთ ის, თუ სად შეგიძლიათ გაატაროთ თავისუფალი დრო პროდუქტიულად და ამავდროულად ისიამოვნოთ.

  • ძვირფასი ადამიანები- ოჯახი და მეგობრები. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც თქვენი ძვირფასი დროის ნაწილს უთმობთ თქვენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს. წარმოდგინეთ მთელი დღის/კვირის დაძაბული სამუშაო განრიგის შემდეგ თქვენს გარშემო შემოკრებილი წრე, რომელიც ცდილობს სიყვარული და ბედნიერება გაგიზიაროთ. მათთან ერთად თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილას წახვიდეთ, ეს იქნება კინო, თეატრი, ბოულინგი თუ სხვ. მთავარი ის არის რომ დაიმახსოვროთ! წუთი ეს ის ფენომენია, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია! შესაბამისად ის არის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საგანძური, ამიტომ გადაიხადეთ ის იმ ადამიანებში რომლებიც გიყვართ!
  • საკუთარ თავზე მუშაობა – თავისუფალ დროს თქვენ შეგიძლიათ ისეთი რამით დაკავდეთ რაც ყოველთვის გინდოდათ ან გიზიდავდათ. მაგალითად ყოველთვის გსურდათ გესაუბრათ ესპანურ ენაზე, დაგეთმოთ დრო სპორტ დარბაზში სიარულისათვის, რათა სასურველი სხეულის ფორმები შეგენარჩუნებინათან, შეგესწავლათ როგორ უნდა იცეკვო ტანგო. თავისუფალი დრო გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ყველა თქვენი სურვილი და ფანტაზია რეალობაში განახორციელოთ. ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს, დაიმახსოვრეთ ეს თქვენ გძინავთ და არა დროს, ის წარმავალია!
  • ქალაქგარეთ გასვლა და დასვენება – მე პირადად, ძალიან მშურს საზღვარგარეთ მცხოვრები ხალხის, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში დაუზოგავად შრომობენ, ხოლო შაბათ-კვირას ცდილობენ ქალაქგარეთ ე.წ. “weekend” მოიწყონ. საქართველოში ეს კულტურა უფრო და უფრო იხვეწება, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ დამკვიდრდა. როდესაც ვსაუბრობთ საყვარელ ადამიანებთან დროის გადანაწილებაზე, წარმოიდგინეთ რა ჯობია ზაფხულის მზიან დღეებს ან მათთან ერთად გუნდაობას ზამთრის ცივ დღეებში ქალაქგარეთ, იქ სადაც ყოველდღიურ ვალდებულებებს და რუტინას ტოვებთ და შეგიძლიათ უბრალოდ იყოთ თქვენ.
  • სოციალური ქსელებისათვის დათმობილი დროის შეზღუდვა – 21-ე საუკუნეში ყველაფერი ძალიან შეიცვალა, თითქოს ონლაინ ურთიერთობებმა ჩაანაცვლეს რეალური ცხოვრება. ადამიანები ძალიან დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს, მათ შეუძლიათ მთელი საღამოს განმავლობაში იჯდნენ Facebook-ზე და აშეარებდნენ სხვადასხვა ინფორმაციას, აკომენტარებდნენ სურათებს ან უბრალოდ ესაუბრებოდნენ მათთვის ძვირფას ადამიანებს ვირტუალურად. დაიმახსოვეთ! სასაუბროდ არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც ადამიანს პირადად ესაუბრები, მასთან ატარებ დროს! ონლაინ ურთიერთობები მაშინაა რეკომენდირებული, როდესაც მანძილი გაშორებთ, სხვაგვარად უკეთესია მასთან იყო, ვიდრე მასთან ახლოს – კომპიუტერით.