გულის შეტევა – რა უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა?

გულის შეტევა – რა უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა?

168
0
SHARE
middle aged woman having heart attack

დროთა განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სტატისტიკა უფრო და უფრო მატულობს. გახშირდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადებები. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ საგრძნობლად შემცირდა ავადმყოფების ასაკი. რეანიმაციულ განყოფილებებში ძალიან ხშირად ხვდებიან ახალგაზრდა პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. ამასთანავე გახშირდა კარდიოლოგიური დაავადებების უსიმპტომო ან მცირესიმპტომური მიმდინარეობაც – საქართველოში აღინიშნება ამ კუთხით ძალიან ცუდი სტატისტიკა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავადმყოფები ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც უკვე აწუხებთ გულის დაავადებების გართულებული სიმპტომები, ზოგიერთი კი საავადმყოფოში პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანით მიჰყავთ. რა უნდა გააკეთოთ თუ უეცრად გულის შეტევის წინაშე აღმოჩნდით მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა? თუ მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი გულისცემა ,,არასწორია’’, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ ზუსტად 10 წამი, სანამ გონებას დაკარგავთ.

  • პირველი და მთავარი, დაიწყოთ ხველა – ბევრჯერ და ძლიერად. სანამ დაახველებთ, ჩაისუნთქეთ ღრმად. გახსოვდეთ! ხველა უნდა იყოს ღრმა და ხანგრძლივი. ხველა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები ყოველ ორ წამში ერთხელ, შესვენებების გარეშე უნდა მეორდებოდეს, მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მოვა, ან გული თავად არ დაუბრუნდება ჩვეული ნორმის ნიშნულს.
  • ღრმა ჩასუნთქვა ჟანგბადს ფილტვებში შესვლის საშუალებას აძლევს – ხველასთან ერთად აუცილებელია ღრმა სუნთვის რეჟიმი, ის ფულტვებს აძლებს ჯანსაღ სტიმულს და ეხმარება ორგანიზმს მოახლოებული საფრთხის გადატანაში. ხველა ,,კუმშავს’’ გულს და სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს, ხოლო ღრმა სუნთქვა, მთლიანი ორგანიზმის სწორ და ჯანსაღ მუშაობას. გულზე ასეთი ზეწოლა ასევე ეხმარება მას ნორმალური რიტმის აღდგენაში.
  • გულის წასვლის შემთხვევაში – დაიმახსოვრეთ! თუ ადამიანს გული წაუვიდა, მისი წამოყენება არ სცადოთ. უმჯობესია, დააწვინოთ მოხერხებულად, გაარიდოთ სახიფათო საგნებს. თუ წაქცევამდე მიაშველეთ ხელი და ახლომახლო არც დივანია და არც საწოლი, შეიძლება დასვათ და ზურგით მიაყრდნოთ სკამის საზურგეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თავი აუცილებლად უნდა იყოს სხეულის დონეზე.