იტალიური არქიტექტურა, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეთ თავისი ორიგინალური კონსტრუქციით

იტალიური არქიტექტურა, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეთ თავისი ორიგინალური კონსტრუქციით

337
0
SHARE

იტალიელმა არქიტექტორმა Luciano Pia-მ წარმოუდგენელი არქიტექტურა შესთავაზა არამარტო იტალიას, არამედ მთლიანად მთელს კაცობრიობას. იგი გამოირჩევა მწვანე ქალაქური ცხოვრების ლამაზი ხედვით. არქიტექტორის მიერ შექმნილი კონსტრუქციის თითოეული სართული, ეს არის აყვავებული ხეების ერთი მთლიანი კომბინაცია, ხეების, ყვავილებისა და ბუნებაში არსებული სხვადასხვა მცენარეების სინქრონული ნაზავი, რაც შიგნით მყოფი ადამიანისათვის ქმნის სიმშვიდისა და ბუნების იდილიას. ფოტოებზე წარმოდგენილი შენობა სწორედ რომ მის შედევრს წარმოადგენს. ნაგებობას გარს არტყავს 150 ფოთლოვანი ხე. აღნიშნული კონსტრუქცია ითვალისწინებს ფოთოლცვენისა და ზამთრის პერიოდსაც, რათა სუსხიანი პერიოდის დროს, შენობაში შენარჩუნებული იქნეს სითბოც და სინათლეც. აღნიშნული შენობის მშენებლობა დასრულდა 2012 წელს. ის მდებარეობს იტალიაში, ქ. ტურინში.