კანის მოვლა

კანის მოვლა

236
0
SHARE

როგორ უნდა მოვუაროთ კანს, რომ შევნარჩუნოთ ფაფუკი და გლუვი ზედაპირი, ვიზრუნოთ მის ელასტიურობაზე და ხელი შევუშალოთ მის ნაადრევ დაბერებას? – გთავაზობთ დერმატოლოგების რამდენიმე რჩევას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • სიფრთხილით შეარჩიეთ კანის მოვლის საშუალება – კანის მოვლის პირველი და მთავარი წესი იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. დაიმახსოვრეთ, მშრალი და ცხიმიანი კანის მოთხოვნილებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ხოლო არასწორად შერჩეული კოსმეტიკა მნიშვნელოვნად აზიანებს თქვენს კანს.
  • კანის წმენდა – ერთ-ერთი უპირველესი – მგრძნობიარე კანის მოვლა მაკიაჟის მოცილებით იწყება. იმისთვის, რომ მას დამატებითი სტრესი არ მიაყენოთ და ბუნებრივი ბალანსიც შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ ნეიტრალური PH-ის მქონე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული კანის ნაზი მოვლისათვის. შინიდან გასვლამდე გამოიყენეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც დაიცავს თქვენს კანს არასასურველი ფაქტორებისაგან, ხოლო საღამოობით შინ დაბრუნებისთანავე გულდასმით გაიწმინდეთ სახე.
  • კანის დატენიანება – დატენიანება განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს. დერმის 70%-ს წყალი შეადგენს, ეპიდერმისი კი მხოლოდ 15%-ია. იმისთვის, რომ კანი ყოველთვის კარგად იყოს დატენიანებული, ისეთი საშუალებები გამოიყენეთ, რომლებიც კანში მუდმივად უზრუნველყოფს ტენიანობას. ასევე რეკომენდირებულია დამატენიანებელი ნიღბების გამოყენება.
  • მზისაგან თავის დაცვა – წელიწადის ნებისმიერ დროს გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები. ისინი ამცირებენ მზის სხივების იმ მავნე მოქმედებას, რომელიც აჩქარებს დაბერების პროცესს.
  • დაიმახსოვრეთ არასასურველი გარეგან ფაქტორები, ძალიან უარყოფითად აისახება თქვენს კანზე – ესენი შეიძლება იყოს – გარემოს დაბინძურებას, სტრესი, მოწევა. ეს ყველაფერი ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს კანზე.
  • კანის მგრძნობიარე უბნების სპეციფიკური მოვლა – თვალებისა და ტუჩების უბნები სახის ძალიან მგრძნობიარე ნაწილია, სწორედ ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქ სახის კანი ძალიან თხელი და მეტისმეტად მოწყვლადია. ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ კოსმეტიკური საშუალებების არჩევისას ამ უბნებზე და ასევე მათ სისუფთავეზე.
  • დაიცავით თავი ალერგიისაგან – გამოიყენეთ ჰიპოალერგიული დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც სპეციალურად მზადდება ყველა ტიპისა და თვალების ირგვლივ არსებული კანისთვის, მათ შორის – მგრძნობიარე კანისთვისაც.