კრეატიული ვარცხნილობები

კრეატიული ვარცხნილობები

365
0
SHARE

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა სიტყვა – “კრეატიული”. თუ გადმოვთარგმნით, აღნიშნული გულისხმობს ორიგინალურობის, სიახლის, ადამიანის უკიდეგანო ფანტაციის ერთ დიდ არეალს, რომელიც მოჰყავს მას რეალიზებაში. თითოული ადამიანი ცდილობს გამოირჩეოდეს საზოგადეობისაგან რაღაცა ახლით და დანერგოს ინოვაციები. ეს შეიძლება მოიცავდეს სამსახურს, პირად ცხოვრებას ან უბრალოდ – ვიზუალსა და გარეგნობას. თუ დაკვივრებიხართ ბოლო პერიოდში ცნობილი ადამიანების ცხოვრების სტილს? ოსკარების, ოქროს გლობუსის, გრემის ან სხვადასხვა დაჯილდოებების დროს, როგორ ცდილობენ ისინი წარმოაჩინონ საკუთარი პერსონალური მხარე და გამოირჩეოდნენ როგორც მათ გარშემო არსებული და მიღებული სტანდარტებისაგან ისე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისაგან – დანერგონ და შემოიტანონ რაღაც ახალი. კრეატივი შეიძლება იყოს ყველაფერში. დღევანდელი ჩემი თემა კი შეეხება ორიგინალურ და კრეატიულ ვარცხნილობებს. შემოქმედებითი თმის ვიზუალი – ეს არ არის მხოლოდ აბსურდული სასწაული, რომელიც შეუძლია ყველამ შექმნას და მოირგოს. ეს არის ალტერნატიული ხელოვნების გამოვლინების ძალიან კარგი და ნათელი მაგალითი, რომელიც განკუთვნილია შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული, ხელოვანი ადამიანებისათვის. მათთვის, ვინც თვლის რომ არ გავს სხვებს და უნდა გამოირჩეოდეს საზოგადოებისაგან, იყოს კრეატიული! თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გსურთ შეიცვალოთ ვიზუალი და იმიჯი მიმართეთ სტილისტს, ის დაგეხმარებათ სწორი დიზაინის შერჩევაში. მე კი წარმოგიდგენთ კრეატიული და ორიგინალური ვარცხნილობების ფოტო კოლაჟს, იქნებ სწორედ ერთ-ერთი მათგანი ხდება თქვენი შთაგონებისა და შემოქმედების დასაწყისი.