მამაკაცი, ეს არის…?

მამაკაცი, ეს არის…?

344
0
SHARE

მამაკაცი, ეს არის ფენომენი რომლის ახსნასაც საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრი ქალი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვა პლანეტებიდან არიან, ერთის მხრივ გამართლებულიც კია. მათ ჩვენი არ ესმით, ჩვენ მათი. საბოლოო ჯამში კი ერთგვარი გაუგებრობაც კი ფიქსირდება მთელ რიგ საკითხებში. როდესაც სვამენ კითხვას – “რა სურთ ქალებს?” უპასუხიათ თუ არა კითხვისთვის “რა გვსურს ჩვენ?” – ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ცოტა საკამათო საკითხიც კია. დღევანდელი ჩემი სტატიის თემა შეეხება იმ სახალისო შედარებებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან მამაკაცის ფსიქოლოგია. მაშ ასე, მამაკაცი – ეს არის…

  • ყავა – ცხელი და ძლიერი კოფეინის შემცველობით, რომელიც მთელი ღამის მანძილზე არ გაძევთ ძილის საშუალებას;
  • გაყიდვების აგენტი – მათი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება;
  • კომპიუტერი – მათი გაგება ძალიან ძნელია და თითქმის ყოველთვის პრობლემები აქვთ მეხსიერებასთან;
  • საბანკო ანგარიში – თუ მასზე თანხა არ არის, ვის რად უნდა?! (ნუ ეს მხოლოდ მატერიალისტ ქალებზე ვრცელდება)
  • თოვლი – თქვენ არასდროს იცით ის როდის მოვა, რამდენი სანტიმეტრზე დადებს და რამდენ ხანს გაჩერდება. LOL
  • ჰოროსკოპი – ყოველთვის გირჩევთ რა გააკეთოთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არასწორად და ცდება;
  • მინი მოკლე კაბა – ოდნავ აწევ და მთლიან ფეხებს გამოაჩენთ;
  • ავტოსადგომი – ყველა კარგი ადგილი უკვე დაკავებულია გასაჩერებლად, თქვენ კი ცდილობთ იპოვოთ სხვა ადგილი, რომელიც ან არასასიამოვნოა ან ძალიან მცირე;
  • წამალი – მასთან საქმის დაჭერა არ არის სასიამოვნო, თუმცა ის აუცილებელია;
  • სპერმა – მხოლოდ მილიონიდან ერთია გამოსადეგარი;
  • მიკროტალღური ღუმელი – 15 წამში ინთება/ცეცხლი ეკიდება;
  • დელფინი – ამბობენ რომ ის ძალიან ჭკვიანია, თუმცა ეს ჯერ არავის არ დაუმტკიცებია;
  • სარეკლამო რგოლი – ის გთავაზობს თავისი პროდუქციის რეალიზებას, თუმცა ეს მხოლოდ მარკეტინგული ბლეფია, კარგად უნდა დააკვირდეთ რა იმალება მისი სიტყვების მიღმა;
  • მიქსერი – სამზარეულო მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია, თუმცა ბოლომდე არ ვიცით რატომ;
  • მექანიკური საათი – ყოველ დღე ახლიდან სჭირდება “დაქოქვა”;
  • ფეხსაცმელი – ან ძალიან ლამაზია მაგრამ არ არის კომფორტული, ან კომფორტულია თუმცა არც ისეთი ლამაზი;
  • ჩემოდანი – ძალიან მძიმეა მისი ატანა, თუმცა გადაგდება ორმაგად დასანანია;
  • რძე – თუ მის შესახებ დაგავიწყდებათ, უბრალოდ გადმოვა;
  • რუჯი – თავიდან კანზე ლამაზად ზის, შემდგომ იქერცლება;
  • ლილოლიუმი – თუ ერთხელ კარგად დააგებთ, შემდგომ შეგიძლიათ მთელი ცხოვრება იაროთ მასზე ფეხშიშველმა;
  • ავტობუსი – ყოველთვის მოდის ის, რომელსაც არ ელოდებით;
  • კბილის ტკივილი – დროთა განმავლობაში ოდნავი კარიესის შემთხვევაშიც კი აუტანელი ხდება მათთან ცხოვრება;
  • სოკო – ყველაზე სიმპატიური და ლამაზები, ყველაზე შხამიანები არიან;
  • სიცივე – რაც უფრო ცოტა/თხლად გაცვიათ მით უფრო დიდი შანსი გაქვთ დაიჭიროთ ის (გაცივდეთ);
  • საქანელა – ის იწვევს თავბრუს ხვევას, თუმცა გადაჭარბების შემთხვევაში გულის რევასაც კი;
  • პარკეტი – თუ არ არის დაგებული და ამოყრილია, ჯობია დაივიწყოთ ის;
  • ნამდვილი თოვლის ბაბუა – გამოჩნდება წელიწადში ერთხელ,