რა არ უნდა უთხრათ ქალს? – მამაკაცის ყველაზე ხშირი შეცდომები

რა არ უნდა უთხრათ ქალს? – მამაკაცის ყველაზე ხშირი შეცდომები

345
0
SHARE

“მას ჩემი არ ესმის”, “მე მას სხვა რამ ვკითხე, მან კი სხვა რამ მიპასუხა..” ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზებს ალბათ ძალიან ხშირად ისმენთ, მარტივი მიზეზის გამო – წყვილის ურთიერთობაში ძალიან ხშირია გაუგებრობები. მითი, იმის შესახებ, რომ მამაკაცები და ქალები სხვადასხვა პლანეტიდან არიან, შეიძლება სულაც არ არის მითი და ძალიან ლოგიკურ რეალობასაც კი ასახავს. ქალები ყველაფერს ემოციურად უდგებიან, მამაკაცები კი გონებით. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ მამაკაცის ყველაზე გავრცელებულ ფრაზებს, რომლებიც მდედრობითი სქესის წარმომადგენმების ხედვით, ძალიან დიდი შეცდომებია ქალთან ურთიერთობაში. მაშ ასე, მამაკაცების ყველაზე გავრცელებული სიტყვიერი შეცდომები:

  • ვნახოთ – ქალების აზრით ეს ნიშნავს “არა”-ს, რადგან იგი ხვდება, რომ კაცი არ არის დაინტერესებული მის წინადადებით, მაგრამ ცდილობს დამალოს ეს და დიპლომატიური პასუხის მეშვეობით არიდებს ზუსტ პასუხს თავს. ქალის აზრით, ის რომ ის სვამს კითხვას, ნიშნავს იმას, რომ მას სურს, რომ მოისმინოს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. სიტყვა”ვნახოთ” კი ერთგვარ თავის მოტყუებასაც კი წააგავს.
  • “ეს რა კაბა გაცვია?! გაიხადე და არ ჩაიცვა!”, “შენ აუცილებლად უნდა გახდე, ძალიან გასუქდი”, “ამ ფერში სასაცილოდ გამოიყურები”, “რა სისულელეებს ასწავლი სხვებს?” – ძალიან გაუმართლათ იმ წყვილებს, სადაც არ გამოიყენება იდენტური გემოვნება და შეხედულებები, თუნდაც ასეთ წვრილმანებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი. მთავარი მამაკაცის შეცდომა არის ის, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი გემოვნებისამებრ შეცვალონ და სრულიად ახალი ქალის ფორმირება მოახდინონ, ამ დროს კი არ ფიქრობენ იმას, რომ ამით ისინი აკარგინებენ ქალს თავის ინდივიდუალიზმს. ქალებს ძალიან აღიზიანებთ ის, რომ აბუჩად იგდებენ მის გემოვნებას, დასცინიან კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ცდილობენ შეცვალონ ისინი, ამ დროს მამაკაცს ავიწყდება პირველი და მთავარი – თქვენ ქალი ისეთი უნდა გიყვარდეთ, როგორიც ის არის და არ ცდილობდეთ მიიღით მისგან რაღაც ახალი!
  • “რამდენი მამაკაცი გყავდა?”, “რა იყო თქვენს წინა ურთიერთობაში?” «Все мы бабы стервы, Каждый, кто не первый, тот у нас второй» – მომღერალი, ირინა ალეგროვა. არ არის აუცილებელი იყოთ მისთვის პირველი, არც ის, რომ ჩაატაროთ სტატისტიკური აღრიცხვა იმის შესახებ, თუ რამდენი მამაკაცი ჰყავდა მას ცხოვრებაში და როგორი ურთიერთობა ჰქონდა, რატომ დაშორდა და ა.შ. მთავარი არის ის თუ რა ურთიერთობა აქვს თქვენთან და მას შემდეგ რა ხდება მის ცხოვრებაში.
  • “შენ არაფერი გესმის”, “შენ სულელი ხარ” –ოოო, თუ ამას ქალს ეტყვით, დამიჯერეთ მომავალში ძალიან ბევრი პრობლემები შეგექმნებათ. ნუ აიტკიებთ უბრალოდ თავს, შეიკავეთ თავი მსგავსი განცხადებების გაკეთებისაგან.
  • “არ ვიცი” – ვისგანაც გინდათ, მაგრალ საყვარელი მამაკაცისაგან მსგავსი ფრაზის მოსმენა ნამდვილი კატასტროფაა.
  • “აი ჩემი ყოფილი შეყვარებული/ცოლი” – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა! დამიჯერეთ მას სულაც არ სურს ისმენდეს თქვენი წარსული სიყვარულის ისტორიებს, იმას თუ რა ურთიერთობა გქონდათ მასთან, მითუმეტეს მაშინ, თუ მისი მიზეზით დაშორდით. ის, თუ როგორ ლამაზად გამოიყურება, თქვენი ყოფილი გოგო, დამერწმუნეთ ეს არცერთ მოქმედ შეყვარებულს არ აინტერესებს, ან აინტერესებს, მაგრამ მასზე ლაპარაკი ნამდვილად არ სურს თქვენთან.
  • “დედაჩემი უკეთესად აკეთებს” – ნუ შეეცდებით თქვენი შეყვარებულის თქვენს მშობელთან გაიგივებას. დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად არავისთვის არ არის სასიამოვნო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობთ ამით ხაზი გაუსვათ თქვენი შეყვარებულის უარყოფით ნიუანსებს.
  • “რა ლამაზი ქალია”, “როგორი ლამაზი ფეხები აქვს”, “შენ უკვე არ ხარ ისეთ ფორმაში”, “შენ უკვე დაბერდი და აღარ ხარ ახალგაზრდა” – ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დამერწმუნეთ, ძალიან რისკავთ! აღნიშნულის ფონზე ძალიან დიდია თქვენი შეყვარებულის დაკარგვის ალბათობაც. თქვენ სხვებს კი არ უნდა შეადაროთ ის, პირიქით! გაუსვათ ხაზი იმას, რომ ის ერთადერთია, მას აქვს ყველაზე ლამაზი გარეგნობა, არასოდეს დაბერდება და მუდამ ასეთი გეყვარებათ!
  • ok – მოკლე და მშრალი პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ქალს. მისი ხედვით, ის გამოხატავს თქვენს გულგრილობას, შესაბამისად, ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენაც ყველაზე ნაკლებადაა რეკომენდირებული.