ნამდვილი მეგობრობის საერთი მახასიათებლები

ნამდვილი მეგობრობის საერთი მახასიათებლები

929
1
SHARE

ზოგადი განმარტებით, მეგობრობა – ეს არის პოზიტიური ურთიერთობა, გრძნობა და დამოკიდებულება, ორ ან მეტ პიროვნებას შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპატიასა და ნდობაში გამოიხატება. სწორედ ასეთი ურთიერთობის მქონე ცალკეულ პირს ეწოდება მეგობარი. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. ერთი და იგივე ინტერესის ადამიანები იკრიბებიან გარკვეულ ჯგუფად, ისინი უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მიზნებს, სურვილებს და მისწრაფებებს, რის შედეგადაც ხდებიან თანამოაზრეები და ერთიანდებიან ერთი საერთო ინტერესების ქვეშ. ზოგადი განმარტებით მეგობარი, ეს ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ. მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში! ნამდბილი მეგობრული ურთიერთობისთვის კი ორი ძირითადი რამ არის საჭირო. პირევლი და მთავარი – იპოვო მსგავსებები თქვენსა და თქვენს მეგობარს შორის და მეორე – პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ხასიათი და ბუნება, მათ უბრალოდ შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების საუკეთესოდ აღქმის უნარი. ნამდვილი მეგობრობის კლასიკური მაგალითია ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” და ფრაზა – “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!” ის თუ საიდან ჩნდება ან როდის იბადება ნამდვილი მეგობრობა დაზუსტებით არავინ იცის. თუმცა როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, ამ შემთხვევაშიც, ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდება ის კონკრეტული ერთი პიროვნება, რომელიც გულებს მთლიანი გრძნობებით ავსებს. ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ადამიანია, თუმცა ძალიან ცოტა ისეთი, ვისაც ვუწოდებთ ნამდვილ მეგობარს. ეს ყველაფერი მარტივი მიზეზის გამო – დაიმახსოვრეთ! ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის! ყველა ვინც გიღიმის ვერ იქნება შენი მეგობარი. პირველი და მთავარი – ნამდვილი მეგობარი იცნობა გასაჭირში, როდესაც გჭირდებათ დახმარება და გვერდში დგომა, სხვაგვარად ლხინში, ყველა თქვენს გვერდით არის! რას ნიშნავს იყო კარგი მეგობარი? რა არის ნამდვილი მეგობრობის განმაპირობებელი ფაქტორები?

  • პირველი და მთავარი – ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხართ! თუ ის ცდილობს შეგცვალოთ, ის ნამდვილად არ არის თქვენი მეგობარი, მას ისეთი უნდა უყვარდეთ როგორიც ხართ. თუ ესეთი არ მოსწონხართ, მაშინ რატომაა თქვენი მეგობარი? – “მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ…” – ჰაბარდი. დაიმახსოვრეთ! შეცვლა არ არის საჭირო, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხართ!
  • ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის უცილებლად უნდა სჯეროდეთ – ნდობის გარეშე ურთიერთობაც ვერ იარსებებს. თქვენი მეგობრის თითოეული სიტყვის მოსმენა და გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია. “გულწრფელი პასუხი ჭეშმარიტი მეგობრობის ნიშანია..”, მეგობარს შეუძლია გითხრათ ისეთი რაღაცეები, რაც თქვენ არ გინდათ რომ უთხრათ საკუთარ თავს, ისინი უნდა იყვნენ თქვენს გვერდით მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ მათი თანადგომა.
  • მეგობარი- ეს ის ადამიანია ვინც მართლა გიცნობს, უყვარხარ და ხედავს ტკივილს შენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა შენს სახეზე ღიმილის – ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარია! ადამიანის ამოცნობა შეუძლებელია, შეუძლებელია იმის განსაზღვრაც ბოლომდე ვინ იქნება შენთან, თუმცა დაიმახსოვრეთ! ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდითაა, ცდილობს იზრუნოს თქვენს ღიმილზე და ბედნიერებაზე, რომელსაც სტკივა თქვენი გასაჭირი და წარუმატებლობა, სწორედ ისაა ნამდვილი მეგობარი!
  • სიმართლე და გახსნილობა, ერთმანეთის ნდობის მაღალი კოეფიციენტი – კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა იმისთივის რომ გაიგოთ მეგობრის გასაჭირი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას.