მიზანი ამართლებს საშუალებას?!

მიზანი ამართლებს საშუალებას?!

465
0
SHARE

ჩვენი მთელი ცხოვრება კონკურენციაზეა აგებული. ყოველ დღე ჩვენ ვცდილობთ ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, ყველაზე მაღალი ანაზღაურება გვქონდეს, ყველაზე სიმპათიური მეორე ნახევარი გვყავდეს… ყველაზე თავმდაბალი ადამიანიც კი, რომელიც ამბობს რომ თანახმაა მცირედზე გულის სიღრმეში აუცილებლად ფიქრობს მცირედის მეტზე. სიტყვა “ყველაზე” კი ფართო მაშტაბებს იძენს. ადამიანების სურვილებს და ამბიციებს სასრული არ აქვს, ყოველ ახალ წარმატების მერე ის ახალი წარმატებისკენ იბრძვის და ა.შ. თუმცა ცოტა თუ ამბობს ამის შესახებ. ადამიანის “ხარბი” ბუნებაზე არაერთხელ დაწერილა და უთქვამთ, თუმცა ჩემი დღის მთავარი კითხვა ცოტა სხვაგვარად ჟღერს: სად გადის ზღვარი მათ შორის ვისაც ვეჯიბრებით და სად არის ის ნიშნული სადაც შეჯიბრს ვწყვეტთ? შეჯიბრის მთავარი საწყისები ოჯახიდან მოდის, როდესაც ჩვენს ჩვენს დედმამიშვილებთან ვიწყებთ კონკურენციას, ვინ იქნება სახლში კარგი შვილი, ან რამის გაფუჭების შემთხვევაში ვინ დაისჯება ნაკლებად, ან თუნდაც ვის უყიდიან უფრო ლამაზ კაბას… ეს ყოველივე უკვე სკოლის და უნივერსიტეტის რეალობაში უფრო ფართო მაშტაბად ჟღერს, აქ უკვე კონკურენცია ათასობით ადამიანს ითვლის და შესაბამისად ჯილდოს მოლოდინიც უფრო მეტ შთამბეჭდავობას იძენს. შეჯიბრი მთელი ცხოვრების მანძილზე შემდგომ სამსახურში და სხვა ეტაპებზეც გრძელდება და გამოდის რომ მთელი ცხოვრება ჩვენ ვიბრძვით რაღაცისთვის. ძალიან საინტერესოა შესაძლებელია თუ არა ადამიანმა შეწყვიტოს ბრძოლა თუ ომი მუდმივია? ან რითი განისაზღვრება ის თუ ვის ვეჯიბრებით? სტატისტიკურად ადამიანები რომლებსაც არაფერი გააჩნიათ უფრო მეტად მოტივირებულნი არიან, ვიდრე ისინი ვინც საზოგადოების გარკვეულ საფეხურზე დგანან. ასეთივე სიტუაციაა გარეგნობის თვალსაზრისითაც. ხშირშემთხვევაში ნაკლებ ლამაზები უფრო მიზანდასახულები არიან წარმატებას მიაღწიონ, ვიდრე ლამაზები, ეს იმიტომ ხდება რომ უკანასკნელთ ნაკლები ბრძოლა სჭირდებათ პოპულარობის მისაღწევად, გამოდის მათ შორის ერთგვარი კონკურენციაა, პირველი ჯგუფი ცდილობს რადგან სილამაზით ვერ ახერხებს სხვა კომპონენტში გადაუსწროს მეორე ჯგუფს და ა.შ. მაშინ კითხვა ასეთია, რა ადგილი უკავია ამ შემთხვევაში შურს? გვევლინება თუ არა ეს უკანასკნელი შეჯიბრის მთავარ კომპონენტად? და საზოგადოება? ჩვენ წარმატების მისაღწევად ჩვენი თავისთვის ვიბრძვით თუ უბრალოდ მოგვწონს ის პოპულარობა და გავლენა რასაც წარმატების შემდეგ ვიძენთ საზოგადოებაზე? რომელი უფრო დომინანტურია შეჯიბრის დროს შური თუ საზოგადოება?

ხშირ შემთხვევაში ადამიენებს არ უხარიათ ხოლმე სხვისი წარმატება. (ამ წინადადებას ვიცი ბევრი კრიტიკა მოყვება, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები ნამდვილად ესეა, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ არასდროს) ეს შეიძლება ორგვარად იყოს გაგებული, ერთის მხრივ გული სწყდებათ რომ თვითონ ვერ გამოიყენეს წარმატების შანსი, მეორეს მხრივ ის რომ მათ სხვამ აჯობა. შესაბამისად ეს აუცილებლად წარმოშობს ქვეცნობიერ შურს იმ მდგომარეობის მიმართ რომელშიც ისინი არ იმყოფებიან. ეს უბრალოდ იმ გოგოსთან კონკურენციაშიც კი შეიძლება გამოიხატოს რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანთანაა.( მარტივ მაგალითზე) ეს სიტუაცია ერთგვარი კატალიზატორის როლს თამაშობს და ისინი ან ძალიან მოტივირებულნი ხდებიან ან პირიქით ფარხმალს ყრიან, თუმცა არ წყვეტენ შურს. ბრძოლა კი უკვე სხვა სახით გრძელდება და ხშირშემთხვევაში კრიტიკით და იმის ლოდინით რომ იმ წარმატებულებს სადმეს ფეხი დაუცდებათ ისინი კი ამით გულს მოიოხებენ. რამდენად შესაძლებელია შენი პირადი მიზნებისათვის სხვა ადამიანების გაწირვა და სად გადის ზღვარი მიზნის მისწრაფებასა და ადამიანობას შორის? ადამიანის ეგოიზმი სწორედ რომ ამის ნათელი მაგალითია.