მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

645
0
წილი

დროსთან ერთად სამყაროც უდიდესი ცვლილებების წინაშე დგას.  ეს შეეხება ცხოვრების თითოეულ სფეროს, მათ შორის სამომავლო პროფესიასაც. ადრე თუ ყველაზე აქტუალური იყო იურისტის, ბანკირის ან ეკონომისტის სპეციალობა, ახლა ამ სფეროს წარმომადგენლებით, შეიძება ითქვას, რომ  გადაივსო შრომითი ბაზარი. შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა იბადება იმის შესახებ, თუ რა იქნება სამომავლოდ ყველაზე პერსპექტიული და რა განათლება უნდა მიიღოს ადამიანმა.

არავინ დაობს იმის შესახებ, რომ პროფესიის არჩევას განაპირობებს ის უნარები, რაც გააჩნია თითოეულ ადამიანს. თუ მას არ შეუძლია სწორი მათემტიკური დაანგარიშება, ის ვერ შეძლებს იმუშაოს სტატისტიკური აღრიცხვის ან დაანგარიშების კუთხით, ან თუ ადამიანს არ აქვს კარგი კონუმიკაციის უნარი, ვერ იქნება კარგი ჟურნალისტი. ან პირიქით, ადამიანი არის საკმაოდ ნიჭიერი და რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფერი გამოსდის მას. ასეთი ადამიანებისთვის ბევრი სამუშაო მიმართულება არის მისაღები, შესაბამისაც არჩევანიც ძალიან დიდია.  თუმცა სამომავლო პროფესიების ჩამონათვალს, მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს. პირველი და მთავარი, ეს არის საბაზრო მოთხოვნა, იმ კადრების, რომელიც სჭირდება ბაზარს. სხვაგვარად, შეუძლებელი იქნება დასაქმება.

air_professii

სოციოლოგები გვთავაზობენ მომავლის ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ პროფესიების ჩამონათვალს.  მაშ ასე, პერსპექტიული პროფესიების რეიტინგი 2017-2025 წლებისათვის, რომელიც მოგვაწოდა WorkNew.info-მ სტატისტიკური დაანგარიშების შედეგად.

  1. IT სფერო – ვინაიდან 21-ე საუკუნეში სამყარო ინტერნეტ სივრცემ მოიცვა, აღნიშნულმა სფერომაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და მოცემული რეიტინგის პირველი ადგილიც კი დაიკავა.  ამ  სფეროში ერთიანდებიან პროგრამისტები, ვებ-დიზაინერები, თანამედროვე მიმართულების SEO – ოპტიმიზატორები, მობილური აპარატებისთვის განკუთვნილი თამაშების და გასართობი ტიპის ვიზუალური პროგრამების შემქმნელები და დიზაინერები, ამავდროულად ინტერნეტ სივრცის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. ეს არის საუკეთესო სპეციალობა იმ ახალგაზრდებითვის, რომლებსაც აქვთ ანალიტიკური გონება, შეუძლიათ სწრაფი ფიქრი და აზროვნება და გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარით.
  2. გაყიდვების მენეჯერი, სავაჭრო აგენტი და მაღალი დონის გამყიდველ-კონსულტანტი – ამ სფეროში თქვენი წარმატების განმსაზღვრელია კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და გაყიდვების თანდაყოლილი ნიჭი. ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღესაც ძალიან მოთხოვნადი და სამომავლოდ კი უფრო მეტად პერსპექტიულია. იმისათვის რომ იყოთ კარგი გაყიდვების მენეჯერი, სულაც არ არის აუცილებელი გქონდეთ მიღებული განათლება მსგავსი მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ  სხვადასხვა მიმართულებები (არა გაყიდვების კუთხით), მაგრამ ვაჭრობის თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, ისინი შესანიშნავად ართმევენ ამას თავს – მათზე უკეთაც კი, ვინც ანიშნული სპეციალობითაა გასაქმებული. აქ მთავარია თქვენი უნარი და ნიჭი.
  3. ინტერნეტ-მარკეტინგი და ინტერნეტ-რეკლამა – სამომავლოდ ეს  განსაკუთრებულად პერსპექტიული მიმართულებებია – მათ შორის სოციალურ ქსელებში მუშაობაც.  ეს არის პირველი პუნქტის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს ინტერნეტ სივრცის ძალიან დიდ პოპულარიზაციას, რის შედეგადაც იზრდება მასზე მოთხოვნა და მასში დასაქმების ძალიან დიდი შესაძლებლობაც.          1263808951_robots_main_485
  4. ინჟინერია –  თუ გადავხედავთ ჩვენს ქვეყანას და გავცდებით მის ფარგლებს გარეთ, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ 21-ე საუკუნეში ინტერნეტთან და გაყიდვებთან ერთად, ძალიან დიდი აქტუალურობით სარგებლობს მშენებლობაც. საქართველოში თითქმის ყველა ქუჩაზე – მშენებლობის ბუმია. შესაბამისად ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა მშენებლობა, არქიტექტურა, პროექტანტობა, სატელეკომუნიკაციო სპეციალისტობა და სხვ.  რეალურად ბაზარზე მსგავსი განათლების მქონე ადამიანების ერთგვარი დეფიციტია, რაც განაპირობებს აღნიშნული პროფესიის უფრო მეტ აქტუალიზაციას.
  5. ბიზნეს-სფეროს კონსალტინგი – ბიზნეს სფერო ყველა დროის ძალიან პოპულარული სპეციალობაა, რომელიც არასდროს არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას და მასში ჩართულ-დასაქმებულთა რაოდენობას. დროთა განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესი ხდება უფრო ფართომასშტაბიანი და იღებს კორპორაციის, ასოციაციის, სხვადასხვა გაერთიანების სახეს. ამასთანავე კი ბიზნესი კიდევ უფრო უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს. ყოველივე ეს კი განაპირობებს აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციას და სამომავლო პერსპექტივაში მის კიდევ უფრო მეტ აქტუალიზაციას.

თქვენ ვინ ხართ პროფესიით? 

future-work-2020