მონოგამია თუ პოლიგამია?

მონოგამია თუ პოლიგამია?

246
5
წილი

სამყარო, რომელიც დღითი–დღე უამრავ ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს არჩევანის გაკეთების ძალიან დიდ შესაძლებლობასაც გვიტოვებს… თუმცა რამდენად მარტივია არჩევანის გაკეთება ეს უკვე სახვა საკითხია. ფროიდი ამბობდა, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობის საფუძველი შიგნიდან წამოსულ სექსუალურ იმპულსებში შეგვიძლია დავინახოთ. თუ ადამიანის სურვილებს მის ინსტიქტებზე დავიყვანთ, მაშინ რამდენად შესაძლებელია ამ ინსტინქტების ერთ ჩარჩოში მოქცევა და კონკრეტული მიმართულების არჩევა რაც ჩვენი ცხოვრების წარმმართველი ძალა გახდება. თქვენ როგორ თვლით შესაძლებელია თუ არა ერთფეროვანი ურთიერთობები? ან რომლის მომხრე ხართ მონოგამია თუ პოლიგამია?

monogamy_not_for_me_xlarge

21–ე საუკუნეში ინდივიდუალიზმა განვითარების პიკს მიაღწია, ღირებულებებმაც გადაფასება დაიწყეს და დღევანდელი რეალობა სრულიად სხვაგვარად დაგვანახეს. თუ ადრე რომეო გიჟდებოდა ჯულიეტაზე და ავთანდილი ყველაფერს აკეთებდა თინათინის გულისთვის, დღევანდელ რეალობაში სხვაგვარად შემოტრიალდა. დღეს ძალიან ცოტა (თუ ვინმე დარჩა) გაწირავს შენი გულისთვის თავს, ან უბრალოდ არ გააკეთებს ბევრს შენთვის, რადგან თვლის რომ შენ თუ არა სხვა იქნება შენს ადგილას. ყველაფერმა გამარტივდა, ადამიანური გრძნობებიც, სიყვარულიც,…სამყარო თითქოს ეგოიზმით შეპყრობილი ინდივიდების ხელში გადავიდა, რომლებმაც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყეს მოქმედება. აქ კი მეორე პრობლემამ იჩინა თავი, მე თუ უამრავი არჩავენის საშუალება მაქვს, რატომ უნდა ვიყო ერთ ადამიანთან მონოგამიურ უთიერთობაში? უფრო ზუსტად მე თუ პირობითად გიორგის ხასიათი მომწონს, ზურას გარეგნობა ან ნიკას ინტელექტი როგორ უნდა გავაკეთო არჩევანი?

ვიცი ძალიან ბევრი იტყვის რომ სიყვარულია ამ პრობლემის გადაწყვეტა და ის გადაგაწყვეტინებს ვისთან იყოო, თუმცა მაშინ ისევ მათ ვთხოვ მიპასუხონ, მონოგამიურ ურთიერთობებში ყოფნისას რატომ უჩნდებათ “ყურებამდე შეყვარებულ ადამიანებს” სხვა ადამიანთან ურთიერთობის სურვილი? ან ის რომ შენ რადგან შეყვარებული გყავს ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ სწორედ ის შენი შეყვარებულია ის ერთადერთი რომელიც შენთან უნდა ყოფილიყო, როცა სხვაში პოულობ სხვასთან იმას რასაც დიდი ხანი ეძებდი რა ხდება მაშინ? რამდენად შეიძლება მოდიოდეს დაპირისპირებაში სიყვარული და ახალის აღმოჩენის სურვილები ან კიდევ  რამდენად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სიყვარული ადამიანის ინსტიქტებს?  სად გადის ზღვარი მონოგამიასა და სრულ ბედნიერ ჰარმონიას შორის?

t1larg.negotiate.monogamy.ts

21–ე საუკუნეში სიყვარულმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა, დღევანდელ რეალობაში ხშირშემთხვევაში პარტნიორებს არა ჭეშმარიტი სიყვარულის, არამედ იმის მიხედვით ირჩევენ რომელი უფრო მეტად მომგებიანია. ფულის, გარეგნობის, პოპულარობის, ჟილკის და  სხვა ძალიან ბევრი რამის გამო (ამაშიც ძალიან ბევრი თქვენგანი შემეწინააღმდეგება ვიცი, მაგრამ  სამწუხაროს ეს ისაა რასაც ყოველდღიურად ვაწყდები). სიყვარულიც ერთგვარ კონტრაქტს დაემსგავსა და ადამიანებს უყვარდებათ იმის მიხედვით თუ რამდენად პერსპექტიულია, ან უბრალოდ უკეთესის არჩევანი არ გამოჩნდა.

არ არსებობს ბოლომდე მონოგამიური ურთიერთობები. მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ამ მონოგამიის დარღვევა უკეთესის მოლოდინით. რამდენად გულწრფელია ერთი სახის ან მეორე სახის ურთიერთობები? ვთვლი რომ მომავალში ეს ტენდენცია უფრო სხვაგვარად განვითარდება სიყვარული კი მხოლოდ ერთ ლამაზ ზღაპრად დარჩება სადაც ერთს მეორე საკუთარ თავზე მეტად უყვარდა.

და ბოლოს, ამბობენ “თუ თავისუფალი ხარ მთელი სამყარო შენთვის შვედური მაგისასავითაო” თქვენ როგორი გურმანი ხართ?

monogamy