როგორ მოვემზადოთ მშობიარობისათვის? – 10 შესაძლო გზა

როგორ მოვემზადოთ მშობიარობისათვის? – 10 შესაძლო გზა

436
0
SHARE

ფეხმძიმობა – ეს თავის დროზე ნებისმიერი ქალის ყველაზე სასურველი და საოცნებო მდგომარეობაა. როდესაც იცი რომ შენს სხეულში ორი გული ფეთქავს, მუცლით ატარებ შენი სიყვარულის ნაყოფს, რომელიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორც ყველა. ის სუნთქავს, მოძრაობს, ესმის, მინიშნებებს გაძლევს… შენ კი ერთი სული გაქვს როდის გავა ცხრა თვე, რომ დაინახო ის თუ რეალობაში როგორია, ხელში აიყვანო, გულში ჩაიკრა და მოეფერო. იყო დედა – ეს ქალისათვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა! სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ემზადებით ამ უდიდესი პასუხისმგებლობის ასაღებად, როგორია თქვენი მოლოდინები და რამდენად მზად ხართ იყოთ კარგი დედა. გინეკოლოგები და ამ საკითხით დაინტერესერბული კომპეტენტური სპეციალისტები გვთავაზობენ მშობიარობისათვის მოსამზადებელ 10 ძირითად საფეხურს, რომელიც ძალიან გამოგადგებათ.

  • გაიგეთ რაც შეიძლება მეტი ორსულობის და მშობიარობის შესახებ – მიმართეთ გინეკოლოგს, ის აუცილებლად მოგცემთ კონსულტაციას იმის შესახებ თუ როგორ აკონტროლოთ ტკივილი და სუნთქვის ტექნიკა მოსალოდნელი მშობიარობის პერიოდში. არსებობს ორსულთათვის ერთგვარი ვარჯიშებიც, რომლებიც ძალიან წაადგება თქვენს ორგანიზმს, მოახდენს მის სტიმულირებას, რაც ძალიან დადებითად აისახება თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე და მუცელში არსებულ მის მდგომარეობაზე. შეგიძლიათ მიმართოთ ვიდეო კონსულტაციასაც და აკონტროლოთ ის. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ გააცნობიეროთ – ყველაფერს აკეთებთ თქვენ თავად, თქვენი ხელით. ცდილობთ ყველა სახის შესაძლო ინფორმაცია გახადოთ ხელმისაწვდომი.
  • მიაღწიეთ შეთანხმებას თქვენს მეორე ნახევართან – ორსულობის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მამას. მიუხედავად იმისა რომ ის არ არის პირდაპირი მონაწილე აღნიშნული პროცესისა(ანუ აქ იგულისხმება ის, რომ ის არ არის ფეხმძიმედ), მუცლით თქვენ მის ბავშვს ატარებთ, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში პასუხისმგებლობების დანაწილება. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ის ფაქტი რომ, ბავშვის დაბადების შემდგომ, ორივეს ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება. თუ ადრე შეეძლო თქვენს მეუღლეს საათობით ეთამაშა პოკერი მეგობრებთან ერთად, ამ შემთხვევაში მოუწევს სხვადასხვა სახის დათმობებზე წასვლა. თუ ვალდებულებებს თავიდანვე დაინაწილებთ, ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად. მანამდე კი სანამ ბავშვი დაიბადება შეთანხმდით იმაზე, თუ რას არქმევთ? მონათლავთ თუ არა მას? ძუძუთი აჭმევთ თუ ხელოვნურად? თუ სხვ.
  • მოძებნეთ პედიატრი თქვენი შვილისათვის – ორსულობის შუა პერიოდი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ დაფიქრდეთ რა გსურთ, ვის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს თქვენი შვილი, კერძო პედიატრის თუ პოლიკლინიკაში არსებული პედიატრების. წინასწარ მოძიებული ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებათ სამომავლოდ.
  • ესაუბრეთ გამოცდილ დედებს და მიიღეთ მათგან რჩევები – თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რჩევებისთვის საკუთარ დედას, მეგობრებს, ახლობლებს, მათ ვინც უკვე იციან რას ნიშნავს იყო დედა და რა პასუხისმგებლობები ეკისრება ქალს აღნიშნულ პროცესში. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისინი მოგცემენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუაროთ საკუთარ თავს, როგორ აიცილოთ თავიდან დაძაბულობა და სტრესი.
  • თუ ეს თქვენთვის არ არის პირველი შვილი, მოამზადეთ უფროსი დები/ძმები ოჯახში ახალი წევრის მისაღებად – იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ეს არ არის პირველი მშობიარობა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ატმოსფეროს მომზადება, სადაც დაიბადება თქვენი პატარა. აუხსენით თქვენს უფროს ვაჟს/ქალიშვილს, ის რომ მათ მალე ოჯახის ახალი წევრი შეემატებათ. ამის ძალიან ბევრი ტექნიკა არსებობს, თუნდაც თოჯინებით თამაშის მაგალითზე, აჩვენეთ რომ აი ესეთი პატარა ცოცხალი თოჯინა ეყოლებათ. ოჯახური იდილია ძალიან მნიშვნელოვანია, აუხსენით მათ, რომ უდიდესი ბედნიერება ელოდებათ.
  • განსაზღვრეთ მშობიარობის შემდგომ ვინ დაგეხმარებათ – გაითვალისწინეთ, რომ თავდაპირველად თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ ყველაფრის მარტო გამკლავება და აუცილებლად დაგჭირდებათ გვერდით ადამიანი, ვინც შეძლებს თქვენს დახმარებას. თუ მარტო ცხოვრობთ, აუცილებელია განსაზღვროთ თუ ვინ იქნება ის, ვინ შეითავსებს ამ ფუნქციას.
  • წინასწარ განსაზღვრეთ გეგმა იმისა, თუ რას აკეთებთ, როდესაც მშობიარობა იწყება – თქვენ წინასწარ ერთგვარი გეგმის სახით უნდა გქონდეთ გათვლილი, თუ რას აკეთებთ როდესაც ღვრით წყლებს. აუცილებელია ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა. მაგალითისათვის თქვენ თუ მარტო იმყოფებით ამ პერიოდში სახლში, ვის ურეკავთ, რომელ საავადმყოფოში მიდიხართ, რა ინტერვალის გამოყენებით და ა.შ. წინასწარ გაკეთებული გათვლა დაგიცავთ დაბნეულობისაგან.
  • წინასწარ გადაწყვიტეთ ვინ გინდათ დაესწროს თქვენი შვილის დაბადებას – საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მამა ესწრება ამ პროცესს, ძალიან ბევრი ვიდეო ფირზეც აღბეჭდავს ამ უდიდეს სიხარულს, რომელიც მათ ოჯახს ეწვია. თუ თქვენც გსურთ მიბაძოთ მათ, წინასწარ განსაზღვრეთ გსურთ თუ არა დაესწროს თქვენი მეუღლე ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
  • წინასწარ გაამზადეთ პატარა ჩანთა – როდესაც სამშობიარო პერიოდი მოახლოვდება და დღე დღეზე ელოდებით ბავშვის დაბადებას, გირჩევთ წინასწარ შეკრიბოთ ის პირველადი ნივთები, რომელიც აუცილებლად დაგჭრდებათ. ამით დაზღვეული იქნებით ყველანაირი სახის დაბნეულობისაგან.
  • იყიდეთ თქვენი შვილისათვის პირველადი მოხმარების ნივთები – ტანსაცმელი, პირსახოცი, სოსკა, პამპერსი, მსგავსი სახის პირველადი მოხმარების ნივთები, რომელიც აუცილებლად დაგჭრდებათ მშობიარობის შემდგომ პერიოდში.