მსოფლიოს ეკოლოგიური პრობლემები

მსოფლიოს ეკოლოგიური პრობლემები

453
0
SHARE

ეკოლოგია – ბიოლოგიის ის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს და ამასთანავე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებებს. ის არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შესწავლა/შეცმობისაკენ, ამასთანავე ის არის ბუნების ეკონომიკა და ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერება. 21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნიკამ თავისი განვითარების მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, ეკოლოგიურმა პრობლემებმაც ძალიან იმატა. ის, თუ რა განაპირობებს გარემოს დაბინძურებას მსოფლიოს მასშტაბით ყველასათვის ძალიან ნათელია. გამოყოფენ ამის გამომწვევ რამდენიმე ძირითად ფაქტორს:

  • მანქანის გამონაბოლქვი – მსოფლიოს მასშტაბით მანქანების რაოდენობა და მათი მოხმარების კოეფიციენტი წლიდან წლამდე ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება. ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენთი ნახშირჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელ უშლის ორგანიზმის ხსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. სწორედ ამიტომ აღნიშნული პრობლემა ძალიან მწვავე და ყურადსაღებია. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში ხდება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%-ის აღდგენა. წელიწადში 200მლნ. ავტომობილი გამოყოფს 200მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40მლნ ტონა ნახშირწყალბადს და 20მლნ. ტონა აზოტის ოქსიდებს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშირჟანგი, ბენზინი მომუშავე ძრავისათვის მეტედ დანახასიათებელია აზოტის ოქსიდების, სხვადასხვა ნახშირწყალბადების კანცეროგენების 3,4 ბენზეპირების ჩათვლით, გოგირდოვანი აირების და ალდეჰიდების გამოყოფა. გარდა ამისა, ბენზინის ძრავები გამოყოფენ ტყვიის, ქლორის, ბრომის ხანდახან ფოსფორის შემცველ პროდუქტებს. იმ ძრავებისათვის, რომლებიც მუშაობენ დიზელის საწვავზე, დამახასიათებელია მურის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყოფა, ამასთანავე ულტრამიკროსკოპული ზომის ჭვარტლის ნაწილაკების ფორმირება. დიზელური ძრავების გამონაბოლქვებში ტყვია არ ფიგურირებს.
  • საჰაერო ტრანსპორტის გამონაბოლქვი – ის უდიდეს როლს თამაშობს ატმოსფეროს დაბინძურებაში. ოთხძრავიანი თვითმფრინავი აფრენისას ტოვებს ისეთ შხამიან გამონაბოლქვს, რაც გაჯერებულია იმდენივე მომწამლავი აირით, რასაც ერთდროულად ვიღებთ 6850 მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში. ძალიან დიდი პრობლემას ვაწყდებით კოსმოსში რაკეტების გაშვების თვალსაზრისითაც, ის უწყობს ხელს ოზონის სარტყლის დარღვევას, რომელიც იცავს დედამიწას მზის სიცოცხლისათვის მავნე ულტრა იისფერი რადიაციისგან.
  • ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა – მათ შედეგად ჰაერში გამოიყოფა ძალიან დიდი რაოდენობის ნარჩენი აირი, მტვერი, ჭვარტლი, ყველა ის ნივთიერება, რაც აბინძურებს ჰაერის შემცველობას და ძალიან უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება იმოქმედოს გონებრივ არეულობაზეც. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება იწვევს მჟავურ წვიმებს, რომლებიც ტბებს, მდინარეებს, ხეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ის ასევე ანადგურებს ოზონის ფენას, რომელიც იცავს დედამიწას მზის სიცოცხლისათვის მავნე ულტრა იისფერი რადიაციისაგან. ოზონის ფენის დაზიანების შედეგად, მატულობს კანის კიბოს დაავადებების კოეფიციენტი.
  • ნიადაგის დაბინძურება – დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი, ძალიან სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ასეთ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში და ჰაერში, რაც ძალიან მწვავე შედეგების მომტანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის – აუცილებელია ხაზი გაესვას იმასაც, რომ რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მავნე გამოსხივების უნარს.
  • მჟავური წვიმები – მჟავური წვიმები არის ატმოსფეროში გატყორცნილი ქიმიური ნივთიერები რომლებიც დედამიწაზე წვიმის სახით ბრუნდება. სწორედ ამიტომ ექსპერტების მოსაზრებით დაუშვებელია ხეების ჩეხვა. მაშინ, როდესაც ადამიანი ანადგურებს დედამიწის “ფილტვებს” იგი ამასთანავე ანადგურებს ჟანგბადს რომლითაც სუნთქავს. ხეები და მცენარეები კი სწორედ იმ ჟანგბადს უზრუნველყოფენ, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ნორმალური ფუნქციონირებისათვის.