მსოფლიოს უგემრიელესი კერძები

მსოფლიოს უგემრიელესი კერძები

1327
0
წილი

მაშინ როდესაც მოგზაურობთ მსოფლიოს გარშემო, თქვენ ეცნობით კონკრეტული  ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს. ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურის და გეოგრაფიული გარემოს შემეცნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ საკვებ კერძებსაც, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი და რომლებიც კონკრეტული ქვეყნის შესახებ გასწავლით კიდევ ბევრ ახალ რაღაცას. თითოეულ მათგანს სპეციფიკური სამზრეულო და ეროვნული მახასიათებლები გააჩნიათ.  ასეთ ქვეყნებში ძალიან დიდია დაინტერესებული ტურისტებისა და გურმანების რაოდენობა.  თუ თქვენ გადაწყვიტეთ იმოგზაუროთ და გსურთ გემო გაუსინჯოთ მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ კერძებს, აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგინთ რამოდენიმე მათგანს.

ფრანგული სამზარეულო

საფრანგეთი ეს ის ქვეყანაა სადაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ გემრიელ საჭმელს.  ამ ქვეყანაში წარმოდგენილი სამზარეულო მთელს მსოფლიოშია ცნობილი თავისი უგემრიელესი ლოკოკინებით, ჩხირებით, ყველით და შამპანიურით. საფრანგეთს აქვს ძალიან მრავალფეროვანი კლიმატი და ყველა ის რესურსი, რაც ხელს უწყობს რეგიონებში სხვადასხვა კულინარიული შედევრების დამკვიდრებას. აღნიშნულ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვნად განიხილება სადილის დრო, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ე.წ. ლანჩთაიმით ჩანაცვლებაც ხდება.  ფრანგული სამზარეულოს ეროვნულ კერძს წარმოადგენს “პო-ტო-ფე”, თუ ერთხელ მაინც მოხვდებით აღნიშნულ ქვეყანაში გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ.  ასევე ძალინ სახელგანთქმულია “ფუა-გრა”, რომელიც სოუსით, მომზადებული კოკოტით და მდოგვის მარცვლებით მზადდება.

kjh

ტაილანდური სამზარეულო

ტაილანდური სამზარეულოს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აერთიანებს ჩინეთის, ინდოეთის და ოკეანთის ტრადიციებს. ტალანდური სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია ჩილი, ნიორი, ლაიმის წვენი, ქინძი, ლიმნის ბალახი. ტაილანდურ სამზარეულოში ძირითადი აქცენტი კეთდება ძლიერ არომატული კომპონენტებით შეზავებულ კერძებზე. აღნიშნული ქვეყნის სამზარეულო ცნობილია ხუთი ძირითადი გემოს: ცხარეს, მჟავეს, მარილიანის, მწარეს და ტკბილის ბალანსით. პირადად მე მქონია აღნიშნული სამზარეულოს დაგემოვნების ბედნიერება და დამიჯერეთ ძალიან გემრიელია. გირჩევთ გასინჯოთ.

thaila23(1)

ჩინური სამზარეულო

ჩინეთი ძალიან პოპულარულია მის მიერ  წარმოდგენილი სამზარეულოთი. მისი მთავარი შემადგენელი ინგრედიენტება ხილი და ბოსტნეული, დიდი რაოდენობის ბრინჯი, სანელებლები და ხორცი. ჩინური სამზარეულოს უამრავი კერძი დასახელებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო. თუ აპირებთ ესტუმროთ ჩინეთს უახლოეს მომავალში, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს და ეცადეთ მაქსიმალურად ეზიაროთ მის კულტურას და კერძებს.  ან მეორეს მხრივ, დღესდღეისობით საქართველოში უამრავი ჩინური რესტორანი ფუნქციონირებს, შეგიძლიათ ეწვიოთ მათ და ადგილზე დააგემოვნოთ.

0_13a1b_a131f2ca_XL

მექსიკური სამზარეულო

მექსიკური სამზარეულო ძალიან მოეწონებათ მათ, ვისაც უყვარს ცხარე საკვები. აღნიშნული კერძების გავლენა მომდინარეობს მიგრაციიდან და საფრანგეთისა და არაბული ქვეყნების ზეგავლენიდან. აქ მთავარი კერძები შექმნილია ისეთი კომპონენტებით, როგორებიცაა სიმინდი და ლობიო.  მე პირადად დიდი სიამოვნებით ვეწვეოდი კიდევ არაერთხელ წარმოდგენილ სამზარეულოს, ის მართლაც რომ უგემრიელესია!

17579_thumb_3_sln

იტალიური სამზარეულო

იტალია- ეს ის ადგილია, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ერთ-ერთ უპირველეს პოზიციას იკავებს თავისი არაჩვეულებრივი კულინარიით. გაგისინჯავთ ნამდვილ იტალიურ პიცაზე გემრიელი პიცა? ან სპაგეტი? დაგიგემოვნებიათ ნამდვილი იტალიური ღვინო? თუ არა, დამიჯერეთ, უდიდესი სიამოვნება გელოდებათ წინ.

anc2n61906

ესპანური სამზარეულო

ესპანეთში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ ბარსელონა და დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო. აღნიშნული კერძების სპეციფიკა მის სანელებლებში და დანამატებში მდგომარეობს.  მისი მთავარი ინგრედიენტებია ზაფრანა და კვლიავი. ესპანეთის სამზარეულოში უდიდესი ადგილი ეთმობა პიკანტურ სამზარეულოს, რომელიც მზადდება ზღვის პროდუქტებისა და ხორცის გამოყენებით.

ქათმის პაელია

ინდური სამზარეულო

ინდოეთი – ეს არის მრავალფეროვანი ქვეყანა, თავისი მრავალფეროვანი და ცნობილი კულინარიით.  აქ  მთავარი აქცენტი კეთდება ბრინჯზე, ბოსტნეულზე, ქოქოსის რძეზე, ლობიოზე, თევზზე, ხორცზე და რაც მთავარია უგემრიელეს და სპეციფიკურ სანელებლებზე.  ინდური სამზარეულო ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვლილი და გპირდებათ ახალ და ეგზოტიკურ განცდებს.

6462756-indian-food

To be continued…