ყველაზე ცნობილი ილუზიონისტები მსოფლიოში

ყველაზე ცნობილი ილუზიონისტები მსოფლიოში

716
0
SHARE

ილუზიის ხელოვნება მოდის უძველესი დროიდან, როდესაც ასეთი უნარის მეშვეობით შესაძლებელი იყო ეკონტროლებინათ ადამიანები(შამანები, მღვდლები, უფროსები) და რათქმაუნდა ის ასევე გამოიყენებოდა გასართობადაც. ამ ჟანრის პროფესიონალები გამოჩნდნენ შუა საუკუნეებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც შეგეძლოთ გენახათ ჯადოქრები, ილუზიონისტები, სხვადასხვა სახის საოცრებები და დადგმული სპექტაკლები, რომლებსაც ჰქონდათ ერთი ძირითადი საერთო, რომელიც აერთიანდებდა თითოეულ მათთაგანს – ისინი წარმოადგენდნენ ილუზიას. ყოველ ეპოქას ჰყავდა თავისი გმირი ჯადოქარი. დღემდე გაურკვეველია, მათ გააჩნდათ ღმერთისაგან ბოძებული განსაკუთრებული ნიჭი, რომლითაც ახდენდნენ სასწაულებს, თუ უბრალოდ ძალიან კარგი თაღლითები იყვნენ, თუმცა დღევანდელ ცხოვრებაში ილუზიონისტის პროფესია საკმაოდ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასეთი ადამიანი მუშაობს სცენაზე და მართავს საცირკო წარმოდგენებს. არსებობს სპეციალური კურსებიც კი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ აღნიშნულ უნარებს და დაიმკვიდროთ ადგილი ილუზიის ფანტასტიკის სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიო ვითარდება და მასთან ერთად იხვეწება ილუზიის ტექნიკებიც, წარმოგიდგენთ ილუზიონისტების იმ ჩამონათვალს, რომლებიც ცნობილები იყვნენ მსოფლიოს ყველა ეპოქის განმავლობაში. მაშ ასე, რეიტინგის პირველი რამდენიმე მონაწილე, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო მთელს მსოფლიოში.

  • ჰარი ჰუდინი (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ვაისი) 1874- 1926 წლები – ამერიკელი ილუზიონისტი და ტრიუკების ოსტატი, რომელმაც სახელი გაითქვა და უდიდესი პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა სპეციალური დაბრკოლებებისგან თავის დაღწევით. თავდაპირველად ის ყურადღების ცენტრში მოექცა ევროპული ტურნეს დროს, სადაც წარმოადგინა ნომერი პოლიციელთა მიერ მისთვის ბორკილების დადებით და მისგან თავდახსნით. ის გარდაიცვალა 1936 წელს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა. აღნიშნული ილუზიონისტი ხალხს უფლებას აძლევდა, მისთვის დაერტყათ, რათა საკუთარი არაჩვეულებრივი მუცლის პრესის დემონსტრირება მოეხდინა. სწორედ ამიტომ ჰარი შინაგანი სისხლძაქცევებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
  • ური გელერ – დაიბადა 1946 წელს, ის არის ისრაელში მცხოვრები ილუზიონისტი, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი ჯადოქრობით, სატელევიზიო ტელე შოუებითა და თვითმარქვია ფსიქიკით. მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა თავისი საფირმო სატელევიზიო სპექტაკლებით – კოვზისა და პარანორმალური მოვლენების გამოყენებით.
  • დევიდ კოპერფილდი ( ფსევდონიმი “დავინო”) – დაიბადა 1956 წელს, ამერიკელი ილუზიონისტი და ჰიპნოტიზიორი. ჟურნალ “Forbe”-ის მიხედვით, კომერციული თვალსაზრისით ის არის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ილუზიონისტი. მას 38 საერთო ნომინაციიდან 21 ემის ჯილდო აქვს მოგებული. ის მოხვდა 11-ჯერ მსოფლიოს გინესის რეკორდების წიგნში. საფრანგეთის მთავრობამ მას რაინდის წოდებაც კი მიანიჭა, ხოლო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ იგი დაასახელა, როგორც “ცოცხალი ლეგენდა”. საერთო მონაცემებით კოპერფილდს გაყიდული აქვს 40 მილიონზე მეტი ბილეთი და მისი საერთო მოგება 4 მილიარდს აჭარბებს. ჰოლივუდის დიდების ხეივანზე შეხვდებით მის ვარსკვლავსაც.
  • დევიდ ბლეინი – ის დაიბადა 1973 წელს, ნიუ იორკში. მან ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი მაგიით. მისი აქცენტი კეთდება ე.წ. “ქუჩის ჯადოსნობაზე”. მტრედების “აფრენა-გაცოცხლება”, სხვადასხვა სახის წარმოუდგენლად ფანტასტიური მოვლენები, მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ყურადსაღები მახასიათებლებია.
  • კიო (ფსევდონიმი – “კიევში ცნობილი მატყუარა”)- საბჭოთა კავშრის ილუზიონისტი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისი საცირკო, თეატრალური და კინოს წარმოდგენებით. 26 წლის ასაკში ის გახდა მოსკოვის თეატრის მინიატურული წარმოდგენების მსახიობი. ის გამოირჩევა ძალიან დიდი არტისტული ნიჭით, ილუზიებისა და მაგიის შექმნის ფანტასტიკური უნარებით, რის გამოც მან დაიმკვიდრა სიაში “მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ილუზიონისტები” ერთ-ერთი პირველი ადგილი.