ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავები მსოფლიოში

ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავები მსოფლიოში

665
0
წილი

21-ე საუკუნეში მაღალმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ, თავისი განვითარების მაქსიმუმს მიაღწია. დღეს აღარავის უკვირს უახლესი მოდელის ტექნიკა, აპარატურა,  მოწყობილობა, ავტომობილი თუ თვითმფრინავი. დროთა განმავლობაში თითოეული მათგანი ახლებურად ფორმირდება, იხვეწება და საზოგადოებას  ახალი დიზაინით წარმოუდგება.

დღევანდელი ჩემი განხილვის თემა, მსოფლიოში უდიდეს სამგზავრო თვითმფრინავებზე არსებულ ინფორმაციას შეეხება. რამდენად ხშირად მგზავრობთ თვითმფრინავით? რამდენად დაკვირვებიხართ მის სიდიდეს და მოცულობას?

თანამედროვე თვითფრინავები საფუძველს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი იქნენ, როგორც ახალი სტანდარტების და რეკორდების დამდგენნები.  ხოლო თავად გამოგონება შეფასდა, როგორც  — „პირველი სტაბილური და კონტროლირებადი ჰაერზე მძიმე კვებით აღჭურვილი ფრენა.“

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავების სია მოიცავს როგორც სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების თვითმფრინავებს, ასევე თვითმფრინავებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაიყვანონ ხუთასი მგზავრი ერთდროულად. მათ შორის მოწინავე პოზიციაზე ლიდერობენ Airbus A380 და Boeing 747.

სიაში “მსოფლიოს უდიდეს თვითმფრინავი” წარმოდგენილნი არიან ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან An-225 და Airbus A380, Boeing 747 და-22, Tupolev ANT-20 და Airbus A340-600. ყველა მათგანი ერთ დროს გახდნენ ლიდერები, სიგრძის ან სამგზავრო დანიშნულების მიხედვით.

Samyj_bolshoj_samolet_AN-255-9uzn_1406839961

მაღალი ტევადობის თვითმფრინავების საჭიროება იზრდება ყოველწლიურად, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს იმის სურვილს, რომ  იმოგზაუროს და მოინახულოს მსოფლიოს გარშემო არსებული უცხო ქვეყნები, აღმოაჩნოს ახალი კონტინენტები. აღნიშნულ თვითმფრინავები იქმნებიან სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მიზნების გათვალისწინებით.  ზოგი მათგანი სატრანსპორტო და სატვირთო, ზოგი კი სამგზავრო დანიშნულებით.

An-225 – მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი თვითმფრინავი An-225. მისი მეორე სახელი – “Mriya”. იგი შეიქმნა ორმოციან წლებში უკრაინის სახელმწიფოში, რომელიც მიზნად ისახავდა საჰაერო ფრენებს და ტვირთის გადატანას.  მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა ექვსას ორმოც ტონას შეადგენს.

1

 

მისი სიმაღლეა 24 მეტრი და 10 სანტიმეტრი, სიგრძე კი 73 მეტრი. მისი ფრთების გაშლილობა კი თითქმის 48,5 მეტრის ტოლია.

 

Hughes H-4 Hercules – დღეისათვის ფრთების შლილის სიდიდით აღნიშნული თვითმფრინავი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი.  იგი შეიქმნა 1947 წელს ხის მასალისგან. არსებობდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ იგი შეძლებდა  მინიმუმ შვიდას ორმოცდაათი სრული ტექნიკური აღჭურვილობის მქონე ჯარისკაცის გადაყვანას, ერთი ადგილიდან მეორეში.

1აღნიშნული გიგანტის სიმაღლე 24 მეტრია, სიგრძე – 66 მეტრი.  ფრთების შლილის სიდიდე კი 58 მეტრი. დღესდღეისობით Hughes H-4 Hercules მდებარეობს ორეგონში და წარმოადგენს სამუზეუმო ექსპონატს.

Airbus A380 – მსოფლიოს ლიდერი სამგზავრო/საჰაერო/საფრენ თვითმფრინავებს შორის თავისი მოცულობით არის თვითმფრინავი, რომელსაც  ეწოდება Airbus A380. მას აწარმოებს  «Airbus SAS» კომპანია. ის თავისი სიდიდით მსოფლიოში ერთ-ერთი უპირველესია.

2006-08_A380_first_flight_with_EA_engines_.jpg 181

საწვავის წვის თვალსაზრისით, ის  არის ყველაზე ეკონომიური და სხვა თვითმფრინავებთან შედარებით. ასი კილომეტრის საწვავის ხარჯი, თითო მგზავრზე შეადგენს  მხოლოდ სამ ლიტრს.

Lockheed C-5 Galaxy – უმსხვილესი, მასობრივად  წარმოებული სატრანსპორტო და სატვირთო თვითმფრინავებს შორის ერთ-ერთი უპირველესი. დღეს ის  გამოიყენება აშშ-ის არმიისათვის. მას  შეუძლია შეასრულოს მინიმუმ ორას სამოცდაათი ჯარისკაცის მომენტალური გადაყვანა.

download1

აღნიშნულ თვითფრინავს აქვს უნარი აფრინდეს ათი კილომეტრის სიმაღლეზე და შეუძლია ბენზინინგასამართი დანამატების გარეშე დაფაროს  ხუთი ათას ექვსას კილომეტრის მანძილი.  მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც შეიძლება განავითარის Lockheed C-5 Galaxy-მ,  არის ცხრაას ოცი კილომეტრი.

Airbus A340-600 – ის არის დიდი სამგზავრო, ოთხი ძრავის მქონე თვითმფრინავი. იგი შეიქმნა საკონტინენტთაშორისო ფრენებისათვის. Airbus A340-600-ს თოთხმეტი ათას ექვსასი კილომეტრის მანძილის ფრენა შეუძლია  დამატებითი საწვავის გარეშე. 

1 2