ორიგინალური და მხიარული სასაჩუქრე იდეები

ორიგინალური და მხიარული სასაჩუქრე იდეები

2466
0
SHARE

საჩუქრის შერჩევა – ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია მაშინ, როდესაც დანამდვილებით არ იცით რა აჩუქოთ, რა გაუხარდება ან მარტივად რომ ვთქვათ, როგორ შეინაუჩუნოთ ფანტაზია და მიაღწიოთ ორიგინალურობის პიკს. ისევე როგორც ყველაფერი, საჩუქრებიც განსხვავდებიან თავისი დატვირთვით და მნიშვნელობით. პირველი და მთავარი არის ის, რომ თქვენ არჩევანს აკეთებთ საჩუქარის მიმღების ხასიათის შტრიხების გათვალისწინებით. თუ თქვენ გსურთ იყოთ ძალიან ორიგინალური და დასამახსოვრებელი, გადახედეთ ქვემოთ წარმოდგენილ მხიარული საჩუქრების ნუსხას, იქნებ ისინი გახდნენ თქვენი ახალი შთაგონების წყაროები.

ორიგინალური და სასაცილო/დასამახსოვრებელი საჩუქრები მამაკაცებისათვის

საპირფარეშოს ფეხბურთი ძალიან ბევრი მამაკაცი გატაცებულია ფეხბურთით, ბევრი მათგანი ძალიან დიდ დროს ატარებს საპირფარეშოში, შესაბამისად ეს ძალიან სასაცილო საჩუქარი, ყველზე დასამახსოვრებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი შეყვარებულისთვის, მეგობრისთვის, ნათესავისთვის თუ უბრალოდ ოჯახის წევრისთვის. მე პირადად როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიხალისე. სექსუალური ქალის გამოსახულების ლუდის/ყავის ჭიქა   რას ამბობენ, მამაკაცებს რა უყვართო ყველაზე მეტად? – ქალები და დალევა. წარმოიდგინეთ მისი სახე, როდესაც მსგავსი სახის ლუდის ბაკალს დაინახავს, ან დილით ყავას მოუმზადებთ ამ ჭიქით. ალბათ დამეთანხმებით, ჩანაფიქრი ძალიან სასაცილოა და ორიგინალური. მკერდის კალათბურთი თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი კალათბურთელია, ამ საჩუქარს მისთვის 100-მაგი დატვირთვა ექნება, თუ არა და დამერწმუნეთ არცერთი მამაკაცი არ დარჩება გულგრილი. მამაკაცებს ყველაზე მეტად რა უყვართ? – მიზანი, თამაში და ისევ და ისევ ქალები. გოლფის მსგავსი თამაში, ორიგინალური ფინიშის ხაზით ოხ ეს მამაკაცები! მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ღვინის ჭიქა “One glass of wine a day keeps the doctor away!” – ეს არის ჭიქა, სადაც 3 ღვინის ბოთლი ჩადის, ქართულად რომ ვთქვათ ყველაზე კარგი განსხვავებული.

ორიგინალური და სასაცილო/დასამახსოვრებელი საჩუქრები ქალებისათვის

თამაში მონოგამია ეს არის თამაში, რომელსაც თამაშობს წყვილი. სხვადასხვა გამოცანებით და ფანტაზიებით. თუ გსურთ გახადოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი და ამავდროულად შეინარჩუნოთ ორიგინალურობა, ეს საჩუქარი სწორედ რომ თქვენთვისაა! ორიგინალური სამარილე და საპილპილე, ორიგინალური ნამცხვრის ფორმები. არ ვიცი ის რამდენად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს/მის სუფრაზე, თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ ორიგინალურობას აშკარად ინარჩუნებს. ყველის საჭრელი ორიგინალური დაფა და დანა გავრცელებული აზრით ქართველი ქალის ადგილი სამზარეულოაშია, ამას თითქმის არავინ ეთანხმება თუმცა მაინც, პირობითად. აღნიშნული საჩუქარი ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ორიგინალურია დიასახლისებისათვის. მამაკაცების მორჩილების სახელმძღვანელო ეს მათთვის, ვისაც უყვარს იყოს დომინანტი ურთიერთობაში. “როგორ დავიმორჩილოთ მამაკაცი?!” რეტრო სტილის ტელეფონის ყურმილი ეს მათთვის, ვისაც უყვარს გაუთავებელი ლაპარაკი, ქალები ხომ ბევრს ვლაპარაკობთ. LOL…