ნამდვილი ქალის 15 მთავარი წეს-პოსტულატი!

ნამდვილი ქალის 15 მთავარი წეს-პოსტულატი!

95
0
SHARE

ყველა მამაკაცი ოცნებობს იპოვოს ის ერთი იდეალური ქალი, რომელიც ძირეულად შეცვლის მის ცხოვრებას და ახალ ელფერსა და სიტკბოებას შეჰმატებს. თითოეულის გემოვნება განსხვავდება ერთმანეთისაგან და შესაბამისად ის მოთხოვნილებები/საჭიროებები რომელიც განსაზღვრავენ ქალის იდეალურ მხარეს. თუმცა არსებობს საკითხები, სადაც წესები, თითქმის იდენტურია. მაშ ასე, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებო, წარმოგიდგენთ ქალის 15 ყველაზე გავრცელებულ მთავარ წეს-პოსტულატს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

  1. პირველი და მთავარი – ნამდვილი ქალი აცნობიერებს თუ როგორ გაუმართლა მას – რომ დაიბადა ქალად!
  2. ის, რომ ქალები ბერდებიან მამაკაცებზე ადრე, მხოლოდ მითია, რომელიც მოიგონეს თავად მამაკაცებმა. სინამდვილეში კი ქალებს უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა აქვთ გამოიყურებოდნენ მამაკაცებზე უფრო ახალგაზრდულად და ლამაზად.
  3. ქალს წილად ხვდა მოუაროს მოხუცს, ავადმყოფს ან ძალიან ახლო ნათესავს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი მამაკაცი ვალდებულია მიხედოს და გაუფრთხილდეს ქალს.
  4. რაც უფრო მეტი საყვარელი საქმიანობა აქვს ქალს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სისულელეებისათვის.
  5. თუ ქალს სურს გამოიყურებოდეს კარგად შემთხვევითი შეხვედრის დროს, მაშინ მან უნდა ისწავლოს გამოიყურებოდეს კარგად ყოველთვის! მაშინაც კი როდესაც მიდიხართ ნაგავის გადასაყრელად. აქციეთ ჩვევად – იყოთ ყოველთვის ფორმაში.
  6. მამაკაცთან მიმართებაში ქალს აქვს თავისი უპირატესობები: ა) ქალს შეუძლია მისცეს თავს უფლება კაპრიზებისა და ხასიათის სწრაფი ცვლილებების, მამაკაცს ეს არ შეუძლია. ბ) მამაკაცმა უნდა შეასრულოს სიტყვა! ქალს შეუძლია გადაიფიქროს! LOL გ) მამაკაცი ყოველთვის დროზე უნდა ბრუნდებოდეს, ქალს კი შეუძლია 30 წუთიც კი დაიგვიანოს.
  7. თუ ფული გაქვთ უნდა გქონდეთ მისი დახარჯვის უნარი, თუ არ გაქვთ, უბრალოდ არ იდარდოთ.
  8. ქალის გარდერობში ყოველთვის უნდა იყოს ერთი წყვილი ლამაზი საღამოს კაბა და ფეხსაცმელი. არ აქვს მნიშვნელობა როგორია ქალის მატერიალური მხარე, მან აუცილებლად უნდა გამონახოს ამისათვის ფინანსები.
  9. ნუ იჩქარებთ არასასურველი თაყვანისმცემლის თავიდან მოშორებას.