როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე?

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე?

330
2
წილი

ხშირ შემთხვევაში პირველი პაემანი ძალიან დიდი ნერვიულობისა და შფოთვის საგანია. ის სხვადასხვაგვარად აღიქმება ბიჭებისა და გოგონების შემთხვევაში, თუმცა მათ გააჩნიათ ერთი მთავარი საერთო მახასიათებელი – ეს არის შეხვედრა იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგწონთ და მომავალში თქვენს გვერდით, შეიძლება თქვენს მეორე ნახევრადაც კი წარმოგიდგენიათ.

დაიმახსოვრეთ! პირველი შეხვედრა და პირველი შთაბეჭდილებები, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ხშირად, სწორედ ემოციები აფუჭებენ  ყველაფერს. განცდები და ნერვიულობა, აიძულებენ გოგონებს მოიქცნენ სრულიად განსხვავებულებად, მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს ძალიან მორიდებული და გულწრფელი გოგონა ხდება ძალიან თამამი და ხამიც კი. ეს ყველაფერი კი შემდგომში, უკარგავს ბიჭს მისი მეორედ ნახვის სურვილს. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ წესი #1 – პირველი შეხვედრა ისეთი დაუვიწყარი უნდა იყოს და  მას ისე ძალიან უნდა მოსწონდეს თქვენთან, რომ თქვენი სახლამდე მიცილება აღარ უნდა უნდოდეს, ან უკვე გითანხმდებოდეთ უახლოეს მომავალში როდის იქნება მეორე შეხვედრა! 

first-date

მანამდე კი, სანამ უშალოდ თქვენს მომავალ შეხვედრებს დაგეგმავთ, წინ დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საღამო გელით. რა უნდა გაითვალისწინოთ პირველი პაემანის დროს?

  • ეცადეთ გამოიყურებოდეთ მაქსიმალურად ბუნებრივად – მესმის რომ პირველი შეხვედრაა და ცდილობთ იყოთ ძალიან ლამაზ ფორმაში, ეს სრულიად ლოგიკურია, თუმცა ძალიან ზედმეტსაც ნუ შეეცდებით. თუ საკმაოდ კარგად ვერ დადიხართ მაღალ ქუსლებზე, ან გიჭერთ კონკრეტული კაბა, დისკომფორტს გიქმნით კაბის სიგრძე ან სხვა რაიმე ნიუანსი, ნუ ჩაიცმევთ მას –  თქვენ ამით მხოლოდ მოუხერხებლობის და დაძაბულობის განცდას დატოვებთ. ასეთ დროს საუკეთესო რჩევა იქნება ჩაიცვათ ადგილის შესაბამისად, სადად და დახვეწილად და რაც მთავარია, მაქსიმალურად  კომფორტულად. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გრძნობთ მასთან თავს, ამიტომ ნუ იქნებით დაძაბული ჩაცმულობის გამო. ასევე გაითვალისწინეთ სადა მაკიაჟის აუცილებლობა. ნუ გადაიტვირთავთ თავს დიდი რაოდენობის კოსმეტიკით, დამიჯერეთ მამაკაცებს არ ხიბლავთ კოსმეტიკა! ეცადეთ იპოვოთ, ჩაცმულობის, მაკიაჟის და თქვენი ინდივიდუალური ბუნების ბალანსი.
  • იყავით მაქსიმალურად თავდაჯერებული – დაიმახსოვრეთ! შიში და ნერვიულობა იწვევს საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს, რაც მომავალში ცუდად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. პირიქით, იყავით თავდაჯერებული, აგრძნობინეთ, რომ თქვენ ბედნიერი ხართ რომ ხართ მასთან ერთად, თუმცა არანაკლებ გაუმართლა მასაც, ვინაიდან თქვენ ხართ მილიონში ერთი, თუმცა საუკეთესო!                                                                                                       download
  • მოუსმინეთ – პირველი შეხვედრა, ერთმანეთის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, თქვენ ერთმანეთს აცნობთ საკუთარ თავებს და ცდილობთ იპოვოთ საერთო ინტერესები. პირველი და მთავარი! – მოუსმინეთ! მას სურს მოგიყვეთ თავის შესახებ, თქვენ კი არ აცდით და ცდილობთ გადაფაროთ თქვენი ისტორიებით – ეს დაუშვებელია! საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ის ლაპარაკობს და თქვენ უსმენთ, ამით ბევრ რამეს სწავლობთ!
  • დაუკვირდით სიტყვებს! – პირველივე შეხვედრაზე ნუ დააწყობთ სამომავლო გეგმებს. დაიმახსოვრეთ! ბიჭებს ეს ძალიან აფრთხობთ, გოგონებს კი ნერვიულობისა და დისკომფორტის შეგრძნებას უქმნით. ნუ აგრძნობინებთ მას, რომ უკვე მისი ხართ და მოგინადირათ, დაუტოვეთ მას ინტერესისა და იდუმალების განცდა. სხვაგვარად, თქვენ მეორე შეხვედრის შანსს დიდი ალბათობით ხელიდან გაუშვებთ.
  • ჟესტების ენა – აკონტროლეთ მზერა, კონტაქტი თვალებით, შეხებითა  და სხვადასხვა ჟესტებით გადმოცემული კომუნიკაცია.  იყავით იდუმალი!

ძალიან სასიამოვნო  და დაუვიწყარ პირველ პაემანს გისურვებთ! 

firstdate_header