Online ურთიერთობები – 21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალური თემა

Online ურთიერთობები – 21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალური თემა

151
0
SHARE

“ერთი სული მქონდა მივსულიყავი სახლში და ფოსტა შემემოწმებინა”, “მთელი ღამე არ მეძინა, სკაიპით ვლაპარაკობდი”, “არ ვიცნობ მაგრამ მემგონი შეყვარებული ვარ”… 21-ე საუკუნეში როდესაც სამყარო ინტერნეტ სივრცემ მოიცვა და ადამიანებთან გაცნობაც ძალიან მარტივი გახდა, ალბათ ხშირად გაიგონებთ ამგვარ ფრაზებს თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისაგან. ამბობენ ინტერნეტი აახლოებს შორს მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან და აშროებს ახლოს მყოფებსო, თქვენ თუ გქონიათ ონლაინ რომანი? ჩემი მეგობარი რომელიც დიდი ხნის მანძილზე საზღვარგარეთ იმყოფება ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება რომ შეყვარებულია. ქართველ გოგონაზე, ისიც ონლაინით… “მე მას ყოველდღე ვხედავ, ყოველდღე საათობით ვსაუბრობთ, ჩვენ იმდენად ახლოს ვართ რომ არანაირი მნიშვნელობა აქვს ის გვერდით მიზის თუ ეკრანიდან მიყურებს…” ასევე ჩემი მეორე მეგობარი, რომელსაც ონლაინ გაცნობილმა შეყვარებულმა ამერიკიდან ჩამოაკითხა ხელის სათხოვნელად, მაშინ როდესაც სრულიად არ იცნობდა მას პირადად…მაშინ დავფიქრდი რამდენად მყარია ასეთი ურთიერთობა? თუ ადრე ოჯახს უნახავად ქმნიდნენ გამოდის ამ შემთხვევაში პროგრესია და ჩვენ ონლაინ მაინც ვსაუბრობთ ჩვენს პოტენციურ მეორე ნახევართან? რამდენად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ასეთი სახის სიყვარული და რამდენად დაზღვეული ხარ რომ როდესაც პირადად ნახავ შეიძლება სრულიად სხვა ადამიანი დაგხვდეს იქ? “როდესაც შევხვდი ზუსტად ისეთი როგორც ფოტოებზე, თუმცა აღმოვაჩინე რომ მე მისი ჭამის მანერაც კი მაღიზიანებდა, მისი მიმიკები, რომლებიც სკაიპით სამწუხაროდ არ ჩანდა…” აქ ვაწყდებით მეორე უკიდურესობას, რამდენად ეფექტურია ონლაინ სივრცე ადამიანის გასაცნობად? თუ შენ პირადად შეგიძლია მიახალო ის რასაც ფიქრობ და მერე ინანო, ინტერნეტი იმის საშუალებას გაძლევს რომ ჯერ დაწერო, შემდეგ წაშალო ან უბრალოდ შესწოება გაუკეთო შენს სათქმელს. შესაბამისად აღიქმება თუ არა ინტერნეტი ურთიერთობის უფრო მარტივ და ყველაზე ხელმისაწვდომ ფორმად? ქართულ რეალობაში, როდესაც ახალგაზრდობა ნაკლებად დასაქმებულია, შესაბამისად გართობის და ახალი მეგობრების გაცნობის საშუალებაც შეზღუდულია (თუ არ ჩავთვლით უნივერსიტეტს, მეგობრის მეგობრებს ან უფასო კონცერტებს), დროც ბევრია და რატომ უნდა გადაიხადო გოგოს გასაცნობად, თუნდაც ფინჯან ყავაში ფული თუ შენ გაქვს საშუალება სკაიპით გაუგზავნო ერთი ფინჯანი ყავა, მეგობრები ონლაინ კონფერენციით გააცნო, კინოშიც დაპატიჟო Allmovies-ზე და კონცერტის ნაცვლად ნებისმიერი შემსრულებლის სიმღერაც 2 წამში მოუძებნო. გამოდის თუ არა ისე რომ დროთა განმავლობაში ადამიანურ ურთერთობებს ინტერნეტ სივრცე ანაცვლებს? რატომ ქრება დღითი-დღე რომანტიკაც? დღეს ონლაინ სექსზეც კი ძალიან ბევრ ლაპარაკობენ…უამრავი ოჯახის შექმნის ვებ გვერდია რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან აწყვილებენ წყვილებს. გამოდის თუ ასე გავაგრძელეთ ბავშვების E-maili-ით გაგზავნაც შესაძლებელი იქნება? ეს ხუმრობით რათქმაუნდა.)) და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – ძალიან საინტერესოა, რატომ ყალიბდება ნდობა უცნობი, ინტერნეტით გაცნობილი ადამიანების მიმართ, როდესაც გარშემო ისედაც ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ვისთანაც შეგვიძლია ვისაუბროთ? იქნებ გეშინიათ მათი მხრიდან კრიტიკის, თავდაპირველად უცნობ მეგობარს კი იმიტომ უყვებით, რომ ის უცნობია მაინც თქვენთვის. და თუ მაინც უცნობად თვლით გულის სიღრმეში, მაშინ როგორ შეიძლება შეგიყვარდეთ უცნობი ადამიანი?! ინტერნეტი მეგობრების შეძენის და შენარჩუნების ძალიან კარგი საშუალებაა, თითქმის ყოველდღე ვიგებ ონლაინით შექმნილი ოჯახების შესახებაც. ნუთუ ჩვენს საუკუნეში ინტერნეტი ყოველდღიურობასთან ერთად ჩვენი პირადი ცხოვრების წარმმართველი ძალა გახდა და ყველაზე პოპულარული ეჭვიანობაც ასე ჟღერს: “რატომ არაა ონლაინი, ვისთან მღალატობს?!”, “ისინი ონლაინიდან ერთდროულად გავიდნენ”, “ონლაინია,