ყველაზე თბილი და პოზიტიური სიტყვები მსოფლიოში

ყველაზე თბილი და პოზიტიური სიტყვები მსოფლიოში

636
0
SHARE

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ყოველთვის სასიამოვნოა პოზიტიურ და დადებით ადამიანთან ურთიერთობა და კომუნიკაციის დამყარება. ამისათვის კი მთავარი და აუცილებელი კომპონენტებია -გულწრფელი ღიმილი და თბილ/პოზიტიურ სიტყვათა მარაგი, ლექსიკა. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ერთგვარი “პოზიტიურ და თბილ სიტყვათა ლექსიკონი”, რომელიც სასიამოვნო და პოზიტიურ განწყობაზე აყენებს თითოეულ ადამიანს და ანიჭებს მას ბედნიერების განცდას. მაშ ასე, რა სიტყვები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად პოზიტიურად ვიგრძნოთ თავი ჩვენ და ირგვლივ გარშემომყოფებმაც?

პოზიტიურ და თბილ სიტყვათა ლექსიკონი

  • მადლობელი – სიტყვა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ თქვენ განიცდით მადლობის გრძნობას. ამ შემთხვევაში თქვენ მოსაუბრეს მადლობას უხდით და ამით ანიჭებთ მას იმის განცდას, რომ ტყუილად არ გააკეთა ის რაც გააკეთა და თქვენ ხედავთ/აფასებთ ამას.
  • გულწრფელი – გულწრფელობა, ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ფასდაუდებელია თითოეული ადამიანისათვის, იყო გულწრფელი ნიშნავს იყო ყოველგვარი ნიღბის მორგების გარეშე, შენ-შენ! ამას ყოველთვის პოზიტიური დატვირთვა აქვს.
  • მხიარული – სიტყვა, რომელიც ასოცირდება პოზიტივთან, სიცილთან, თამაშსა და მხიარულებასთან;
  • კეთილი – ეს არის ყველაზე მთავარი სიტყვა თბილ სიტყვათა ლექსიკონში. რა შეიძლება იყოს იმაზე ტკბილი, როდესაც ამბობენ რომ კეთილი ხართ?!
  • ბრწყინვალე -სიტყვა, რომელიც განიჭებთ სინათლის, მზის სხივების განცდას;
  • გულიანი – როდესაც აკეთებთ ყველაფერს ბოლომდე მთელი გულით და აღიქმებით გულწრფელ ადამიანად;
  • თვალწარმტაცი – როდესაც ირგვლივ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ და არასდრო რჩებით კულისებს მიღმა;
  • ყურადღებიანი – სიტყვა, რომელიც გამოხატავს ადამიანის ნიჭს იყოს ყოველთვის მზრუნველი, ამჩნევდეს ირგვლივ ყველაფერს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გარშემო, იყოს მასთან, ყველგან და ყოველთვის;
  • მართალი – სიყალბე არავის ხიბლავს, შესაბამისად იყოთ ყოველთვის მართალი ეს უდიდესი ნიჭი და არჩევანია. აღნიშნული სიტყვაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი;
  • ძვირფასი – სიტყვა, რომელიც გამოხატავს, იმას რომ ის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია;
  • ერთადერთი – რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მისთვის ხართ არც პირველი, არც უპირატესი, უბრალოდ ერთადერთი! როცა გამოგყოფენ ყველასგან და ყველაფრისგან, მარტო თქვენ როცა ხართ მისთვის!
  • ცოცხალი – სიტყვა, რომელიც სიცოცხლესთან, პოზიტივთან და მხიარულებასთან ასოცირდება;
  • მზრუნველი – ისევე როგორც ყურადღებიანი, აქაც, როდესაც ბოლომდე ზრუნავთ და არ აკლებთ ადამიანს საჭირო ყურადღებას. როცა იცის, რომ თქვენ სულ მასთან ხართ;
  • საინტერესო – როდესაც ცდილობენ თქვენში ახალის აღმოჩენას, აინტერესებთ თქვენთან საუბარი და სწავლობენ ძალიან ბევრ რაღაცას;
  • ულამაზესი – სიტყვაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქალებისათვის არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი. უმეორეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს რომ ისინი ლამაზები არიან! მათ ეს ძალიან აბედნიერებთ!
  • უსაყვარლესი – როცა გიყვართ და ამას გამოხატავთ სიტყვებით, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს თქვენი მეორე ნახევრისთვის/საყვარელი ადამიანებისთვის.
  • შთამაგონებეილი – ყოფილხართ ვინმეს მუზა? დამიჯერეთ ეს ძალიან სასიამოვნოა.