ქალის, როგორც ქიმიური ელემენტის დახასიათება

ქალის, როგორც ქიმიური ელემენტის დახასიათება

321
4
SHARE

რა სურთ ქალებს? – ეს ის კითხვაა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი სვავდა, თუმცა ამომწურავად ამის პასუხის გაცემა ვერავინ შეძლო. “ქალებს რას გაგიბეთ…” – ეს ის ძალიან ცნობილი ფრაზაა, რომელსაც მამაკაცები იშველიებენ ხოლმე მაშინ, როდესაც მართლა წარმოუდგენელია ახსნან ზოგადად ქალის ფენომენი და მათი ხასიათის/ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები. დღევანდელი ჩემი თემა შეეხება ქალების, როგორც ქიმიური ელემენტის დახასიათებას. განსაკუთრებით მამაკაცებო! – პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრს იხალისებთ. ქალი ქიმიური ელემენტი: 115 დასახელება: ქალები სიმბოლო: Fm პირველადაღომჩენი: ადამი ატომური მასა: საშუალოდ 60 კგ. თუმცა ასევე გვხვდება იზოტოპები 40-დან 200 კგ-მდე. გავრცელების მასშტაბი: ძალიან გავრცელებულია ფიზიკური თვისებები: დნება გარკვეული ზემოქმედების შედეგად, თვითნებურად დუღდება და უმიზეზოდ ცივდება. (ამას მამაკაცები ძალიან კარგა გაიგებენ) გაფართოების კოეფიციენტი: ფართოვდება ასაკთან ერთად. ქიმიური თვისებები: ძალიან კარგად ურთიერთმოქმედებს Au, Ag, Pt და სხვა კეთილშობილ ლითონებთან (ძვირფასეულობასთან). ნთქავს ძვირადღირებულ ნივთებს, თანაც დიდი რაოდენობით. შეუძლია მოულოდნელად აფეთქდეს ისე, რომ შეუძლებელი გახდეს მის საწყის ეტაპზე დაბრუნება. აქტიურობის ფაზა იზრდება დღის სხვადასხვა პერიოდში განწყობის და ციკლის შესაბამისად. თვისობრივი რეაქცია: იღებს მწვანე შეფერილობას, თუ გვერდით იმყოფება მასზე უფრო მაღალი ხარისხის ნიმუში. LOL შენიშვნა: ის ფართოდ გამოიყენება დეკორატიული მიზნებისათვის, განსაკუთრებით სპორტულ ავტომობილებში. წარმოადგენს წმენდისა და რეცხვის ძალიან ეფექტურ საშუალებას. ხელს უწყობს მოდუნებასა და სტრესის მოხსნას. სიფრთხილის ღონისძიებები: გამოუცდელ ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. აკრძალულია ერთ ეგზემპლიარზე მეტის ყოლა. თუმცა შეიძლება იყოლიოთ ერთზე მეტი, მაგრამ ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე, რომ არ მოხდეს ურთიერთმოქმედება ერთმანეთს შორის და ჯამში ამან არ გამოიწვიოს თქვენი სამუდამო აფეთქება.