ქალის 9 ყველაზე საშიში ფრაზა

ქალის 9 ყველაზე საშიში ფრაზა

264
0
SHARE

რა სურთ ქალებს? – ეს ის კითხვაა, რომლის ამოხსნასაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანი ცდილობდა თუმცა უშედეგოდ. ქალი გაზაფხულივით მეტად არაპროგნოზირებადი არსებაა, ძალიან ძნელია გაიგო როდის სწყინს, უხარია ან უბრალოდ როდის უნდა ელოდოთ მისგან ძალიან დიდ წარღვნას ან სითბოს. მათ ვისაც გაინტერესებთ რას გულისხმობენ ქალები დაფარულად კონკრეტული ფრაზის გამოყენებით, წარმოგიდგენთ ქალის ყველაზე ხშირ და საინტერესო ფრაზებს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

  • “ნუ კარგი, მშვენიერია!!! კარგად!” – ეს არის ფრაზა, რომელიც, როგორც წესი გამოიყენება კამათის დროს – როდესაც ისინი მართლები არიან და თქვენ უბრალოდ უნდა გაჩუმდეთ.
  • “მე სწრაფად ვიქნები! სულ 5 წუთი მჭირდება!” – ეს ფრაზა ორგვარად შეიძლება გაიგოთ. თუ ის გეუბნებათ რომ მას სჭირდება 5 წუთი იმისათვის რომ მოემზადოს და გამოვიდეს სახლიდან, ეს 5 წუთი დამიჯერეთ ნახევარი საათი იქნება. (თუ ეს არ ეხება ძალიან პუნქტუალურ ქალებს, თუმცა ხშირშემთხვევაში ისინიც აგვიანებენ). და მეორეს მხრივ, 5 წუთი როდესაც ეს შეეხება მის დახმარებას საოჯახო საქმეების დროს, როდესაც თქვენ ზუსტად მაშინ ფეხბურთს უყურებთ, დამიჯერეთ ეს მართლა ხუთ წუთში იქნება და ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დაუთმოთ მას “5წუთი”!
  • “არაფერი მომხდარა…” – ეს არის სიმშვიდე, რომელიც წინ უსწრებს ქარიშხალს. ეს “არაფერი” ცხადია, ნიშნავს რაღაცას, ასე რომ აუცილებლად უნდა იყოთ მზადყოფნაში. გირჩევთ კიდევ ერთხელ გადახედოთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ პირველ პუნქტს.
  • “კარგი, კარგი, გააგრძელე…” – ეს არის გამოწვევა და არა გადაწყვეტილება. ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ!
  • მძიმე და ხმამაღალი ამოსუნთქვა – ეს არავერბალური განაცხადი, ხშირ შემთხვევაში არასწორად ესმით მამაკაცებს. სინამდვილეში კი ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საკითხში ის თქვენ გთვლით სრულ იდიოტად და ვერ აცნობიერებს რატომ კარგავს თქვენთან დროს, გეკამათოთ ამ თემაზე.
  • “ყველაფერი კარგად არის…” – ეს არის ქალის ერთ-ერთი ყველაზე საშიში განაცხადი, რომელიც მამაკაცის მიმართაა გამიზნული, იმისათვის რომ ის დაფიქრდეს და გაიგოს. ამ შემთხვევაში ქალი იმედოვნებს, რომ მამაკაცი დაფიქრდება რამეზე, მისი მითითების გარეშე და აღმოაჩენს რომ არ არის მართალი. “ყველაფერი კარგად არის” – ეს იმას ნიშნავს, რომ ის გაძლევთ დროს გაერკვეთ სად არის თქვენი შეცდომა დაშებული.
  • “მადლობა…” – თუ ქალმა გითხრათ მადლობა, არ ჩაუღრმავდეთ დეტალებს, უბრალოდ უპასუხეთ “არაფრის”. მაგრამ თუ თქვენ მოისმინეთ “დიდი მადლობა!”, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიტყვას “დიდი”. მასში შეიძლება იგრძნობოდეს სარკაზმის გარკვეული ნაწილი, შესაბამისად კარგად დაუკვირდით მის ინტონაციას. დაიმახსოვრეთ! თუ თქვენ რაიმე სიურპრიზი ან მისი განწყობის ასამაღლებელი რაიმე სახის ქმედება არ ჩაიდინეთ, უბრალოდ ნათქვამი მადლობა იმაზე საშიშიც კია ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
  • “არ აქვს მნიშვნელობა…” – ეს არის ქალების მანიპულირების ყველაზე გავრცელებული გზა. ის ამით გეუბნებათ რომ თქვენ იდიოტი ხართ და უნდა შეცვალოთ რაღაც.
  • “ნუ ღელავ, მე თვითონ…” – ეს არის ნაწყენი ქალის განცხადება. თუ მან გთხოვათ რაღაცა ქმედება რამდენჯერმე, თქვენგან კი მიიღო სრული უარი, ამ შემთხვევაში ის იმდგაცრუებულია, აღარ აქვს თქვენი იმედი და ხელმძღვანელობს პრინციპით, “ისევ მე!”, ამავდროულად ის იმედოვნებს, რომ ამ განცხადებით თქვენ მიხვდებით რომ ის ნაწყენია და ეცდებით მისი განწყობის გამოსწორებას.