ქართული მითები და ლეგენდები

ქართული მითები და ლეგენდები

3478
0
SHARE

საქართველოს მითები და ლეგენდები, ეს არის იმ ისტორიების, ძველი ქართველი ღმერთების, ღვთისშვილებისა და გმირების, ასევე იმ თქმულებების ერთი მთლიანობა, რომელიც სამყაროს მოწყობას ასახავს. თანამედროვე მკვლევარები მითების და ლეგენდების საფუძველზე ცდილობენ შეისწავლონ ძველი ქართული რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ასევე ამოხსნან თვით ამ მითების შექმნის საწყისები და ბუნება. ქართულ ლეგენდებში გადმოცემულია სამყაროს საწყისები და დასაბამი, სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, მითიური ქმნილებებისა და ქართველი გმირების თავგადასავლების დეტალები. ქართული ლეგენდები და მითოლოგია უმეტესწილად ზეპირსიტყვიერების სახით იყო გადმოცემული, თუმცა მათი მეცნიერულად დოკუმენტირებული ვერსიები XIX-XX საუკუნედან მოგვეპოვება. როგორც უკვე არაერთგზის ითქვა, საქართველო გამოირჩევა თავისი ლეგენდებისა და მითოლოგიის უდიდესი მრავალფეროვნებით. ეს შეიძლება იყოს ლეგენდა არგონავტების შესახებ, ლეგენდა საფარის მონასტერზე, ჰერეთის ლეგენდები და კიდევ მრავალი სხვა. თოთოეული მათთაგანი ცდილობს ასახოს და გადმოსცეს კონკრეტული კუთხის ისტორია, განვითარება, კულტურის სპეციფიკა, მთავარი საფუძველი და საწყისი, ის რაც მის კულტურას შეეხება. შეუძლებელია ყველა ლეგენდის და მითის ერთ სტატიაში გადმოცემა, თუმცა დღევანდელ სტატიაში საჭიროდ ჩავთვალე ორი მათგანი თქვენთვის ხელახლა მომეყოლა.

ლეგენდა იასონისა და არგონავტების შესახებ

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. ის თითქმის ყველა ეპოქის ხელოვნების სფეროში იქნა დამუშავებული, მთლიანი ან ცალკე ეპიზოდის სახით. ანტიკური ეპოქის მხატვრული თქმულებებიდან დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია ჰომეროსის “ილიადა” და “ოდისეა”, აპოლონიოს როდოსელის პოემა “არგონავტიკა”, ვალერიუს ფლაკუსის “არგონავტიკა”, ევრიპიდეს “მედეა” და კიდევ ბევრი სხვა.

უფრო კონკრეტულად, კი არგონავტები – ეს არის ლეგენდარული გმირთა ჯგუფი ბერძნულ მითოლოგიაში, რომელთად ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს. მათი სახელი მოდის მათი გემის სახელწოდებიდან, რომელიც არგოსის სახელს უკავშირდება. არგონავტების წარმოშობის ადგილის გამო, მას ხშირშემთხვევაში მანიელებადაც მოიხსენიებენ. თქმულება იყოფა ორ ნაწილად – ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.

არგონავტების მთავარი სამიზნე იყო ბერძნული კოლონიები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნით თარიღდება. ძველი ბერძნები კოლხეთს მოიხსენიებდნენ, როგორც “ოქროთი მდიდარ მიწას”. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა სტრაბონმა სწორედ ამის შესახებ დაწერა, რომ არგონავტები იმიტომ ჩავიდნენ კოლხეთში, რომ სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ მის სიმდიდრეში. სწორედ მის მიერ იყო წარმოდგენილი ოქროს საწმისის ნამდვილი პროტოტიპი, როდესაც აღწერა მან ოქროს საწმისი, როგორც მატყლის მქონე ვერძის ტყავი, რომელზეც ეწერა, თუ როგორი წესით უნდა მომხდარიყო ოქროს მოპოვება მდინარეთა ქვიშაში.

არგონავტებს მეთაურობდა ბერძენი უფლისწული იასონი. ერთ მშვენიერ დღეს მათი გემი, სახელად „არგო”, კოლხეთის სანაპროს მიადგა. მეზღვაურები მეფე აიეტს ესტუმრნენ და სთხოვეს მას დაეთმო მათთვის ოქრის საწმისი. თავდაპირველად მეფე განრისხდა და მკაცრ უარზე იყო, თუმცა შემდეგ დათანხმდა მათ იმ პირობით, თუ იასონი შეუსრულებდა მას ყველაფერს, რასაც მეფე აიეტი ისურვებდა.

იასონი ძალიან დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ხვდებოდა ოქროს საწმისის მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად არ იცოდა რა გაეკეთებინა მეფე აიეტისათვის და რა ეღონა. ის საგონებელში ჩავარდა. სწორედ ამ დროს მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ, აღმოჩნდა რომ მეფე აიეტის ასულს, მედეას, თავდავიწყებით შეყვარებოდა უფლისწული, ბერძნებმა მედეას დახმარებით – მან ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი თავისი გრძნეულებით დააძინა, მოიპარეს საგანძური და ძვირფასი ნადავლით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თან წაიყვანეს მედეაც, რომელიც სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ლეგენდა საფარის მონასტერზე

ლეგენდის თანახმად საფარაში ორი ძმა ცხოვრობდა. მათ გადაწყვიტეს საფარის მონასტრის მშენებლობა. მათგან უფროსი ოსტატი იყო, შესაბამისად ის ეკლესიას აშენებდა, უმცროსი კი მისი შეგირდი, რომელიც ქვებს თლიდა და ძმას ეხმარებოდა. მას ჰყავდა ხარი, სახელად “ინდუშა”, რომლითაც ქვებს ზიდავდა.

საძირკველის ჩაყრის შემდეგ, უფრომა ძმამ დაითვალა, თუ რამდენი ქვა იყო საჭრო ეკლესიის ასაშენებლად. აღმოჩნდა, რომ მშენებლობის დამთავრებას მხოლოდ ერთი ქვა აკლდა. უფროსმა ძმამ გადაწყვიტა გამოცდა მოეწყო უმცროსი ძმისათვის და უთხრა რომ ყველა ქვა ადგილზე იყო და მეტი აღარ იყო საჭირო, ამაზე კი უმცროსი ძმისაგან მიიღო პასუხი, რომ ერთი აკლდა და როცა მას გაუგზავნიდა, საბოლოოდ მერე დამთავრდებოდა მონასტრის მშენებლობაც. ამის გაგონებაზე უფროს ძმას შეეშინდა – “ჩემი უმცროსი ძმა შეგირდი რომ ესეთია ამბათ მალე მეც მაჯობებსო” და შესთავაზა ბოლო ქვის მისივე ხელით დასმა. უმცროსი ძმა როდესაც სახურავზე ავიდა, უფროსმა ძმამ მას კიბე გადაუგდო და ზევით დატოვა.