ქვეყნები, სადაც უმჯობესია თუ არ იმოგზაურებთ

ქვეყნები, სადაც უმჯობესია თუ არ იმოგზაურებთ

504
0
წილი

დიდი ხნის ნანატრი შვებულება მოვიდა, შეაგროვეთ ყველა სახის დოკუმენტი  და ყველაფერი ის, რაც გჭირდებათ დაუვიწყარი შვებულების გასატარებლად, ამ ყველაფრის შემდეგ კი თქვენ მზად ხართ იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო რომელიმე მზიანი კურორტის მოსანახულებლად. ახალი ქვეყნის ნახვა და უცხო კულტურის გაცნობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა ეს ყველა ქვეყანაზე არ ვრცელდება. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ რომელიმე მათგანში მოგზაურობა შეიძლება საშიშიც კი აღმოჩნდეს თქვენთვის?

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ტოპ ათეულს, სადაც ექსპერტები არ გირჩევენ მოგზაურობას.

  1. ავღანეთი –  მაშინაც კი, როდესაც რვა წელი გავიდა, რაც დასრულდა კონკრეტულ ტერიტორიაზე სამოქალაქო არეულობები და ომი, აღნიშნული ქვეყანა ტურისტებისთვის რჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო. შარიათის წესები და ნორმები ძალიან ცუდად აისახება თითოეულ მოგზაურზე.  800px-Northwestern_Afghanistan
  2. ბურუნდი – აღნიშნული აფრიკული სახელმწიფო, გამოირჩევა ძალიან მდიდარი ბუნებითა  და ყავის პლანტაციებით, თუმცა ამავდროულად ეს არის ადგილი სადაც  უკვე  50-ზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ომი. სიღატაკე, სამოქალაქო არეულობები და საშიში დაავადები – დიდი ალბათობით ვერ გაგატარებინებთ ძალიან კარგ შვეულებას.                                                                             Bujumbura
  3. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა –  მისი სილამაზე და ატრაქციონები შთამბეჭდავი და ხელმისაწვდომი იყო  ტურისტებისათვის ჯერ კიდევ  ნახევარი საუკუნის წინ.  სწორედ ამ დროდან მიმდინარეობს სახელმწიფო სამოქალაქო არეულობა და  ომი.                                                                        09
  4. კონგო –  სამხედრო კონფლიქტები, ეთნიკური შეტაკებები და კორუფცია არ აძლევს ტურისტებს იმის საშუალებას, რომ ისარგებლონ  აღნიშნული ქვეყნის ბუნებით, ცხოველთა სამყაროს სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით.                                                                                                                                                 rain-forest-canoe-congo
  5. ეთიოპია –  ნაკლებად სავარაუდოა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სიმრავლე, სამხედრო კონფლიქტები, სიღარიბე და გადამდები ინფექციური დაავადებები, საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. თითქმის 52 წლის განმავლობაში ქვეყანაში არის ომი, რომელსაც ბოლო არ უჩანს.                                                    cfcfe9572b456afb9f72012ad405e4a0
  6. ჰაიტი – 70-იანი წლების შემდეგ ის არის ძალიან საშიში და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით მეტად არასტაბილური სახელმწიფო.  აღნიშნულ ქვეყანაში ძალიან დიდია მოულოდნელი ძალადობისა და თავდასხმების ალბათობა. კარგად დაფიქრდით, რამდენად გხიბლავთ ექსტრემი  – გიღირთ?                                                                                                                                                                        ჰაიტი
  7. ერაყი –  ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა საომარო მდგომარეობა, ალბათ ყველასათვისაა ცნობილი. ეს არის ადგილი, სადაც შეხვდებით ძალიან დიდ საფრთხეს, ემოციურ დაძაბულობას, ძალიან მკაცრ კანონებს – საერთო ჯამში, არ არის საუკეთესო არჩევანი.                         the-future-of-iraq-part-ii
  8. სირია – ასევე ბრძოლისა და არეულობების ეპიცენტრი. აღნიშნულ ქვეყანაში მოსახლეობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების ცვლილებებთან დაკავშირებით. აქ  აღინიშნება სიღარიბის, კორუფციის, მოულოდნელი აფეთქებების და თავდასხმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი.  ალბათ თქვენ თავადაც ხვდებით – ვფიქრობ  არ გიღირთ იმოგზაუროთ ასეთ ადგილებში.                                        syria_palmyra_view_from_citadel
  9. კოლუმბია –  აქ იმალება ნარკოტიკების ძალიან დიდი მარაგი. ძალიან ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი, დიდია სროლები და ამავდროულად საკმაოდ გულახდილი პოლიციელებიც.  თქვენ შეგიძლიათ არ დატოვოთ სასტუმრო და დაისვენოთ მისი ხედებით, თუმცა ექსპერტები მაინც თავს იკავებენ გირჩიოთ აღნიშნული ქვეყანა მოგზაურობისა და დასვენებისათვის.                                                                         Kolumbiya-foto
  10. ინდოეთი – ულამაზესი პლაჟები, დიდი სასტუმროები, არაჩვეულებრივი მომსახურეობა, მაგრამ ამავდროულად ინფექციებისა და შხამიანი მწერების ძალიან დიდი სიმრავლე. ტურისტული ზონის გარეთ თქვენ გელით ქაოსი, ინფექციური დაავადებები, ანტისანიტარია და სულ სიღარიბე. სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ აღნიშნულ ქვეყანაში, აუცილებელია ჩაიტაროთ ბევრი სხვადასხვა სახის ვაქცინაცია, თუ რათქმაუნდა გსურთ  დაბრუნდეთ ჯანმრთელი.                                                                                           1370497678_taj-mahal-agra-5