რა განსაზღვრავს თქვენს წარმატებას? – წარმატების ფორმულა

რა განსაზღვრავს თქვენს წარმატებას? – წარმატების ფორმულა

1108
0
SHARE

გიფიაქრიათ თუ არა იმაზე, თუ რა მოხდებოდა თუ სხვა ქვეყანაში დაიადებოდით, ვინ იქნებოდით ან რას გააკეთებდით? მე არ მკითხოთ, ძალიან ბევრჯერ… ამბობენ რომ ყველაფერს განსაზღვრავს წარმატების ფორმულა, თუ შენ სამეფო კარზე დაიბადე ეს თავისთავად განაპირობებს იმას რომ წარმატებული იქნები მომავალში თუ უბრალო გლეხის ოჯახში ცოტა გაგიჭირდება, თუმცა რა იცი იქნებ ლატარეას იგებ? სამყარი თითქოს დაყოფილია სამ ნაწილად, წარმატებულები, ნაკლებად წარამატებულები და უბრალოდ უიღბლოები. რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატების ფორმულას? ეს მოდის დაბადებიდან როგორც ამას დისპოზიციონისტები თვლიან თუ ეს სიტუაციიდან გამომდინარე ფორმირდება?!

კლასიკური გაგებით წარმატების ფორმულა ასეთა:

ოცნებები + ბეჯითი მუშაობა + მიზანდასახულობა + უფლის წყალობა = წარმატება

ამ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენს ხელშია ჩვენს ოცნებებზე, მონდომებაზე და მიზანდასახულობაზე დამოკიდებული, მაშინ რატომ არ ვართ ყველანი წარმატებულები, ეს ხომ ყველასათვის სასურველი მგომარეობაა? წარმატების ფორმულას შემდეგნაირი ინტერპრეტაციაც შეიძლება მივცეთ:

ფიქრი + იდეა + მცდელობა + გაკეთება + კიდევ ერთხელ გაკეთება + და კიდევ ერთხელ გაკეთება + ამ რეჟიმში გაგრძელება + წამრატება!

  • ფიქრისგან ყალიბდება იდეა, რომელიც ადგენს თქვენი სასურველი მდომარეობის გარკვეულ ჩარჩოსა და ხედვას.
  • იდეა – ეს უკვე ის მოსალოდნელი სარგებელი და მოგებაა, რომელიც ფიქროს შედეგად ჩამოგიყალიბდათ.
  • იდეა გაიძულებთ სცადოთ და გააკეთოთ, მანამ სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს, წარმატების მიღწევის მთავარი პრიცნიპი არის ის, რომ თუნდაც წაგების შემთხვევაში არასოდეს არ უნდა დაყაროთ ფარხმალი, ამით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ!

ჩვენ ყოვედღე ვაწყდებით სხვადასხვა სახის კონკურენციას, ოჯახში, მეგობრებში, სამსახურში, უნივერსიტეტში…ადამიანის ინსტიქტი იყოს პირველი აიძულებს მას იბრძოლოს პირველობისათვის. ამას ფსიქოლოგები სრულიად ბუნებრივ მოვლენად ხსნიან და გამართლებილადაც მიიჩნევენ. თუმცა სამყაროში სადაც ლიბერალური ღირებულებები დღითი–დღე უფრო და უფრო მჭიდროდ იდგავს ფეხს, ძალიან საინტერესო კითხვად რჩება, ვიმყოფებით თუ არა ყველანი თანაბარ პირობებში. წარმატების ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად გარეგნობას ახასიათებენ, თუ შენ გარეგნულად ლამაზი ხარ, ერთი ნაბიჯით წინ ხარ, თუ ჭკვიანი და შრომის მოყვარეც მაშინ წარმატებულიც… გამოდის თუ არა ის რომ 21–ე საუკუნეში უხეშად რომ ვთქვათ წარმატების ერთ–ერთ მთავარ კომპონენტს გარეგნობა წარმოადგენს და ზემოთ მოყვანილ ფორმულას აუცილებლად უნდა დაემატოს გარეგნობის ტენდენციაც, მაშინ გამოდის რომ დაბადებიდან ადამიანები უკვე არათანაბარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ზოგისთვის მარტივია წარმატების მიღწევა ზოგისთვის რთული.

“გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა..” – პუბლილიუსი

მეორეს მხრივ თუ გამოვრიცხავთ გარეგნობას და ისევ დავუბრუნდებით ჩვენს ფორმულირებას, შევამჩნევთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, გარემოებას…ერთ მშვენიერ დღეს მივიღე მონაწილეობა ერთ–ერთ კონფერენციაში (ძირითადად მიმართლებს ხოლმე, და არც ეხლა იყო გამონაკლისი). თუმცა გასაუბრებაზე მისულს ცოტა არეული სიტუაცია დამხვდა, სიცხე მქონდა, ცუდათ ვიყავი, ისეთი ადგილი შემხვდა რომ იქიდან ძნელი იყო დამაჯერებელი ვყოფილიყავი, სამწუხაროდ წარმატებით ვერ გავიარე ეს ეტაპი, თუმცა რაც სხვებმა უპასუხეს ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდი… ძალიან საეჭვოა იყო თუ არა ეს დამოკიდებული გარემოებაზე თუ უბრალოდ არასასურველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამბობენ რომ მიზანდასახულობა ყველაზე კარგი საშუალებაა წარმატების მისაღწევად, თუმცა რა დოზით შეიძლება იყო მიზანდასახული ესეც აუცილებლად უნდა განისაზღვროს. ჯერ კიდევ ნიკოლო მაკიაველი ამბობდა “მიზანი ამართლებს საშუალებას” თქვენ რამდენად ამართლებთ ამ ფრაზას? ცხოვრება ომია, უნდა იბრძოლო რათა გადარჩე და წარმატებასაც მიაღწიო, შესაბამისად ომში ყველა ბრძოლის ხერხი გამართლებულია, მაშინ რა ვუყოთ პრინციპებს? ჩემი ერთი ნაცნობი სულ ყოველთვის ამბობდა, რომ არაა აუცილებელი იფიქრო ხვალინდელ დღეზე და წარმატებაზე, ჯობია დღევანდელი დღით იცხოვროო, სამწუხაროდ ის მარტო,