რატომ არის სასარგებლო წიგნების კითხვა

რატომ არის სასარგებლო წიგნების კითხვა

437
0
SHARE

21-ე საუკუნეში, ეპოქაში, როდესაც კიბერ ტექნოლოგიებმა თავისი განვითარების მაქსიმუმს მიაღწიეს და ირგვლივ ყველაფერი ონლაინ სივრცემ მოიცვა, ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა წიგნების კითხვაზე და ზოგადად მათ მნიშვნელობაზე. ადრე თუ თითოეული მოსწავლე, სტუდენტი, ან თუნდაც ნებისმიერი ინდივიდი კონკრეტული საკითხის მოძიებისას იძულებული იყო ეძიებინა ის სხვადასხვა წიგნებში და ამისათვის წაეკითხა ის, დღეს ეს ონლაინ სივრცემ ჩაანაცვლა და თუ გაინტერესებთ რა ერქვა კონკრეტულ პერსონაჟს ან რა მოხდა დასასრულში, უბრალოდ Wikipedia შეგიძლიათ გამოიყენოთ და ის ყველა წიგნის მოკლე შინაარსს წამებში მოგიძებნით. დამიჯერეთ! ტექნოლოგიური განვითარება კარგია, მაგრამ წიგნების კითხვა უკეთესი! რატომ არის სასარგებლო წიგნების კითხვა თითოეული ადამიანისათვის?

  • ის ამდიდრებს თქვენს ლექსიკას – წიგნების კითხვისას, თქვენ კიდევ ახალი სიტყვათა მარაგი გიგროვდებათ, რომელიც ავტომატურად რჩება თქვენს გონებაში და კონკრეტულ სიტუაციაში გაძლევთ სიტუაციის შეფასების და აღქმის ძალიან კარგ საშუალებას, მრავალფეროვანი სიტყვების მოშველიებით.
  • ავითარებს ლოგიკური აზროვნების უნარს – როდესაც კითხულობთ თქვენთვის საინტერესო წიგნს, სანამ ბოლომდე წაიკითხავთ გონებაში უკვე ცდილობთ გაარკვიოთ თუ რა მოხდება, რა სურდა ავტორს, რა ლოგიკური გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ სიუჟეტს და რამდენად გამოიცნობთ თქვენ მის დასასრულს. ამ ყველაფრის ფიქრი გაძლევთ ლოგიკური აზროვნების საშუალებას, რაც გაიძულებთ კონკრეტული ფაქტების გამოყენებით იმსჯელოთ. მაგალითად, როდესაც წაიკითხავთ არტურ კონან დოილის “შერლოკ ჰომსს”, არამხოლოდ კითხვის პროცესში, არამედ შემდეგაც, ეცდებით ძალიან ბევრ სიტუაციაში მისი ანალიზის საფუძველზე ლოგიკურად იაზროვნოთ.
  • ავითარებს ანალიტიკურ უნარს – ისევე როგორც ლოგიკის შემთხვევაში, წიგნი ძალიან ეხმარება ადამიანს ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში. ლოგიკის გარეშე არ არსებობს ანალიტიკა, ისევე როგორც ანალიტიკის გარეშე ლოგიკა. წიგნის სიუჟეტი გაძლევთ საკმარისზე მეტ ცოდნას, იმის შესახებ თუ რა სურდა ავტორს ეთქვა ამით, რამდენად მოიტანა მან თავისი სათქმელი თქვენამდე და რამდენად წაგადგათ ის რეალურ ცხოვრებაში.
  • ავითარებს აღქმის უნარს – როდესაც სამაგისტრო პროგრამაზე ვაბარებდი, გამოცდაზე შემხვდა ასეთი კითხვა “წიგნი უკეთესია თუ აღნიშნულ წიგნზე გადაღებული ფილმი და ორივე შემთხვევაში რატომ?”, ჩემი პასუხი იყო წიგნი და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ თუ რატომ. წიგნის კითხვისას თითოეული ადამიანი თავის რეალობას ხატავს თვითონ, აღქმა არის მისეული, თითოეული პერსონაჟი, გარემო მისი ფანტაზიის შედეგად შექმნილი. შესაბამისად ის გიყალიბებთ თქვენეულ ხედვას, თქვენეულ წარმოდგენას და ყველაზე მთავარი რაცაა, ამ წარმოდგენის საშუალებით თქვენი ცხოვრების რეალიზების კიდევ ახალ არეალს. ძალიან ბევრ შემთხვევაში კითხვისას გიყალიბდებათ წარმოდგენა, იმისა თუ თქვენ თავად რას იზავდით კონკრეტული პერსონაჟის ადგილას, რამდენად რელევანტურად იქცევა ის და რისი შეცვლა შეგეძლებოდათ. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კი გამოგაქვთ დასკვნები უკვე თქვენს ცხოვრებაზე, შედარების საფუძველზე უკეთ აცნობიერებთ კონკრეტულად თქვენს წინაშე არსებულ რეალობას.
  • გაძლევთ ძალიან დიდ ცოდნასეს არის პირველი და ყველაზე მთავარი! ადამიანი თავის IQ-ს წიგნების მეშვეობით აყალიბებს. წიგნი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის, საგანმანათლებლო, ისტორიული, კლასიკური, დეტექტიური, სამედიცინო და ა.შ. არსებობს მათი უამრავი ჯანრი, გემოვნების შესაბამისად. მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ვალდებულია რამდენიმე მათგანს სკოლის ან უნივერსიტეტის დონეზე მაინც გაეცნოს, თუ მონდომებულია, სიამოვნებით ეზიარება კლასგარეშე ლიტერატურასაც. მთავარი არის ის, რომ ის გაძლევთ ცონას, რამდენად განათლებული გინდათ იყოთ, ამას კი თქვენ თვითონ წყვეტთ თავად!

პირადად ჩემთვის წიგნების კითხვა, არამხოლოდ ცოდნის, არამედ რელაქსაციის, დასვენების, ახალი სამყაროს აღმოჩენის და შემეცნების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა.