რატომ უნდა დავეზღვიოთ?

რატომ უნდა დავეზღვიოთ?

443
1
SHARE

რაში გვჭირდება დაზღვევა? ეს ის კითხვაა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგანს აინტერესებს და ფიქრობს ისარგებლოს თუ არა ამ სერვისით, ღირს თუ არა ამაში თანხის გადახდა. თავდაპირველად აუცილებელია განიმარტოს ის, თუ რაში მდგომარეობს დაზღვევის არსი და ზოგადად მისი მნიშვნელობა. ფართო განმარტებით, ეს არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება. დაზღვევა არ შეეხება მხოლოდ ფინანსურ რისკებს, ის გულისხმობს ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევასაც. დაზღვევის შედეგად კლიენტსა და სადაზღვეო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხდება ამ რისკების უკვე სადაზღვეო კომპანიაზე გადაცემა და ინდივიდი დაცულია იმისაგან, რომ რაიმე რისკ ფაქტორის წამოჭრის შემთხვევაში დარჩება მარტო და ვერ გაუმკლავდება მას. აქ იკვეთება პირველი და ყველაზე მთავარი ფაქტორი, რის გამოც მიმართავენ დაზღვევას – ყველა ადამიანი ცდილობს პასუხისმგებლობის აცილებას/სხვასთან გაზიარებას, მას სურს თავი იგრძნოს დაცულად! ალბათ სწორედ ამაში მდგომარეობს იმის არსი, თუ რატომ მიმართავენ ამ სისტემას, რაც სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ დღითი დღე უფრო მეტად აქტუალურია. არსებობს სხვადასხვა სახის დაზღვევა. შევეცდები განგიმარტოთ თუ რატომაა ისინი მნიშვნელოვანნი?

  • ჯანმრთელობის დაზღვევა – ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სადაზღვეო სფეროში. ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანს დაგვჭირდება ექიმის კონსულტაცია და დახმარება, შესაბამისად ჯანმრთელობის დაზღვევა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ამ სერვისით დაცულად. რაიმე საჭიროების შემთხვევაში თქვენ გაქვთ იმის გარანტია, რომ ყველაზე ძვირფასი რაც კი გაგაჩნიათ – თქვენი ჯანმრთელობა, ყოველთვის ყურადღების და მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
  • ქონების დაზღვევა – რაიმე გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევის, ან კრიზისის დროს, ის გაძლევთ იმის საშუალებას რომ იგრძნოთ თავი დაცულად. შეიძლება თვლით, რა საჭიროა სახლის დაზღვევა, როცა არაფერი საფრთხე არ ემუქრება მასო, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. დაზღვევა კი სწორედ ამისთვისაა, გაგრძნობინოთ თავი ფრთხილად და დაცულად.
  • სიცოცხლის დაზღვევა – დაზღვევა სიცოცხლეს ვერ დაგიბრუნებთ, თუმცა ძალიან ბევრ საფრთხეს აგაცილებთ თავიდან. პირადად ჩემი ხედვით, ეს ცოტა უცნაურიცაა, თუმცა მაინც, თქვენი გადასაწყვეტია დაეზღვევით თუ არა.
  • სამოგზაურო დაზღვევა – თუ აპირებთ იმოგზაუროთ საზღვრებს მიღმა, ეს უკანასკნელი აუცილებლად დაგჭრდებათ. ეს არ არის უკვე თქვენს სურვილზე დამოკიდებული, ამას უკვე თავად დოკუმენტაცია მოგთხოვთ. სამოგზაურო დაზრვევა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, რომ ის გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროდ დაცულად, რაიმე გართულებების, აკლიმატიზაციის, საფრთხის წინაშე აღმოჩენისას, თქვენ გაქვთ იმის გარანტია რომ არ ხართ უცხო ქვეყანაში მარტო.
  • უბედური შემთხვევის დაზღვევა – სამწუხაროდ არავინ არ ვართ უბედური შემთხვევებისაგან დაცულნი, შესაბამისად, სანამ რაიმე სახის რისკ ფაქტორების წინაშე აღმოჩნდებით, გირჩევთ დაეზღვიოთ.
  • საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა – საუკუნეში, სადაც ყველაზე აქტუალურია საბანკო და საკრედიტო მომსახურეობა, თითქმის ყოველ მეორე სარგებლობს ამ სერვისით, აუცილებელია ამის დაზღვევაც. დაიმხასოვრეთ! თქვენ კრედიტს აზღვევთ, იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღეთ ბანკის წინაშე და რომლის შესრულებაც აუცილებელია.
  • დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან – ისევე როგორც საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იცავს თქვენს საფულეს რაიმე რისკ ფაქტორების ზეგავლენისაგან და განიჭებთ დაცულობის გრძნობას. დაფიქრდით, არ გირჩევნიათ წელიწადის განმავლობაში იხდიდეთ მინიმალურ თანხას, მაგრამ აცნობიერებდეთ იმას, რომ თქვენ გარანტია გაქვთ იმისა რომ დაცული ხართ ფინანსური დანაკარგებისაგან?!

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტორები, ალბათ კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმის თაობაზე ღირს თუ არა დაზღვევით სარგებლობა.