რატომ უნდა გიყვარდეთ ნიორი

რატომ უნდა გიყვარდეთ ნიორი

1536
1
წილი
ripe garlic fruits with green parsley leaves isolated on white background

ნიორი – ეს არის ერთწლოვანი  შროშანისებრთა ოჯახის მცენარე, რომელიც ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ის შეიცავს გოგირდშემცველ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ცილებს, პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, რომლებიც ფიტონციდური თვისებებით გამოირჩევა და  მიკრობებთან ბრძოლის ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

ნიორს საკვებად იყენებენ გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით,  ნივრის წვენს კი იწვეთებენ ცხვირში – 2-3 წვეთი 3-ჯერ დღეში. ხალხურ მედიცინაში, ნიორი უდიდესი დატვირთვით სარგებლობს, მისი დადებითი თვისებების შესახებ არაერთხელ დაწერილა. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ნივრისა და ვერმიშელის ნახარში გაციების საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტური და  საუკეთესო საშუალებაა.

ripe garlic fruits with green parsley leaves isolated on white background

ერთი საშუალო ზომის ნიორი, შეიცავს 4 კალორიას. მასში ძალიან ცოტა რაოდენობითაა (თითქმის არ არის) ცხიმები და ნახშირწყლები. ნიორის შემადგენლობაშია კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მანქანუმი, რკინა, ფოსფორი, იოდი, თუთია, ისეთი ვიტამინები, როგორებიცაა – C, B, D, P, ასევე მასში ძალიან მრავლადაა გოგირდოვანი ნაერთები წარმოდგენილი. მას გააჩნია ძალიან ბევრი დადებითი და სამკურნალო თვისება, რომელიც მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

  • მას  გააჩნია ისეთი ანტიბიოტიკური თვისებები, რომელიც ძალიან ეფექტურია გაციებისა და სურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • ნიორი ასევე კლავს ძალიან დიდი რაოდენობის ბაქტერიებს.
  • ნივრის საშუალებით სისხლში მცირდება ქოლესტერინის დონე.
  • ის ამასთანავე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში.
  • ამცირებს ტრიგლიციდების რაოდენობას ღვიძლში.
  • ნიორი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ბევრი მეცნიერისა და ექსპერტის მოსაზრებით, ის არამარტო ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, არამედ უკვე მსგავსი დაავადების არსებობის შემთხვევაში, ის ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მასთან საბრძოლველადაც.
  • ნიორი ასევე ძალიან ეფექტურია პარალიზისა და გულის შეტევების დროს.
  • ძალიან ბევრი მეცნიერის მოსაზრებით, ის აღიარებულ უნდა იქნეს, როგორც კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
  • ის ძალიან ეფექტური საშუალებაა სისხლში ტრომბების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად და ვენების გასამაგრებლად.
  • ნიორი მიკროელემენტებისა და ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის წყალობით, პოლივიტამინების საუკეთესო ბუნებრივი კომპლექსია. თუ გსურთ იყოთ ფორმაში, მიიღეთ ნიორი ხშირად.
  • ის ძალიან ეფექტური საშუალებაა ყურადღების კონცენტრირების ამაღლების, შემოქმედებითი უნარების გაძლიერების, აზროვნების პროცესის გააქტიურებისა და მეხსიერების გაუმჯობესებისათვის – გირჩევთ, აუცილებლად მიირთვათ ნიორი!
  • ნიორი უწყობს ხელს ახალგაზრდობის შენარჩუნებას. ის არის საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და  უნარჩუნებს ქსოვილებს ელასტიურობას.
  • ნიორის ჭამა  ასევე დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაშიც. ეს პროდუქტი წვავს შაქარს, ამცირებს ტკბილეულის მიღების სურვილს, ახანგრძლივებს დანაყრების გრძნობას და ეხმარება ადამიანს წონის შენარჩუნებაში, მოწევისათვის თავის დანებების შემთხვევაშიც.
  • შველის კბილის ტკივილს –  ნივრის ნაჭერი პირში უნდა გაიჩეროთ ათიოდე წუთი.
  • ის ძალიან ეფექტურია ხველების წინააღმდეგ საბრძოლველადაც – აიღეთ 11 კბილი ნიორი და საშუალო ზომის ხახვი ხარშეთ 1 ლ რძეში, სანამ დარბილდება. გაფილტრეთ, დაუმატეთ გემოვნებით თაფლი. სვით შემთბარი, თითო ს/კ საათში ერთხელ.
  • ნიორი ძალიან ეფექტურია ენერგიისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც, ექსპერტები გთავაზობენ შემდეგ რეცეპტს – აიღეთ 150 გ ნიორი, 225 გ ხახვი, 450 გ თაფლი და 900 გ ვაშლის ძმარი. ნიორი და ხახვი ათქვიფეთ ბლენდერში ან ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში , დაუმატეთ ძმარი და რამდენიმე დღე ბნელ და თბილ ადგილას შეინახეთ. წამოადუღეთ თაფლი. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაუმატეთ ნივრისა და ხახვის მასა, კარგად აურიეთ და კიდევ რამდენიმე დღე ბნელ და თბილ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ კი საცერში გაწურეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე. გამხადებული პროდუქტი მაცივარში შეინახეთ.

images