რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი

რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი

315
15
SHARE

სიყვარული, ეს ის გრძნობაა, რომელსაც თითოეული ადამიანი ინდივიადუალურად განიცდის და შეუძლებელია მისი ახსნა თუნდაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და განათლებული მეცნიერის ან ხელოვანის მიერ. ეს არის გრძნობა, როდესაც საკუთარ თავს კარგავ. შენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელთანაც გსურს მთელი დარჩენილი სიცოცხლის გატარება და წარმოუდგენლად გეჩვენება ის დრო, სანამ გაიცნობდი მას. ბევრი ადამიანი თვლის, რომ შეყვარების მიზეზი მდგომარეობს მეორე ნახევრის ძალიან კარგად გაცნობაში და მისთვის დამახასიათებელი თვისებების სიყვარულში, თუმცა სტატისტიკურად, დამტკიცებულია, რომ სიღრმისეული გაცნობა უფრო მეტად აშორებს ორ ადამიანს, ვიდრე აახლოებს – ყოველ შემთხვევაში ვნების გარკვეულ სახეობას აცხრობს. ფსიქოლოგები წარმოგვიდგენენ იმ ფაქტორებს, თუ რატომ შეიძლება შეუყვარდეს ორ ადამიანს ერთმანეთი. მიზეზები – რისი გათვალისწინებითაც უყვარდებათ ხშირ შემთხვევაში:

  • საერთო ინტერესები/ემოციები – ამერიკელმა ფსიქოლოგები ცდილობდნენ შეესწავლათ აღნიშნული საკითხი, რის გამოც 1974 წელს ჩააატრეს კვლევა და დაადგინეს, რომ ადამიანებს ერთმანეთი უფრო ხშირად უყვარდებათ მაშინ, თუ რაიმე აერთიანებთ. მაგალითად, მამაკაცს ქალი უფრო მიმზიდველი მაშინ ეჩვენება, თუ მასთან ერთად გაერთიანებულია რაიმე ჯგუფში, ნახულობს ხშირად, გადაიტანა რაიმე სახის ემოციური ფონი, ან მისთვის საინტერესო ადგილას გაიცნო იგი, ვიდრე, ნეიტრალურ ემოციურ ფონზე გაცნობისას.
  • ხშირი შეხვედრები – მასაჩუსეტის ფსიქოლოგების მოსაზრებით, თუ ადამიანები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთად სწავლობენ ან მუშაობენ, რის გამოც ერთმანეთს ხშიარდ ხედავენ, ერთმანეთის შეყვარების შანსი უორმაგდებათ.
  • გაგიკვირდებათ და მატერიალური მხარე – ლამაზი სახლი, მანქანა – კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თუ ქალმა იცის, რომ მამაკაცი ლამაზ და მდიდრულ სახლში ცხოვრობს, მის მიმართ სექსუალური ლტოლვა უჩნდება. ლამაზი სახლი, ძვირად ღირებულ ავტომობილზე უკეთესი თვითრეკლამაა. ალბათ შეგიმჩნევიათ, ქალების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მათ, ვისაც ავტომობილი ჰყავს. დასკვნა – ყველა ადამიანი საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, ეს კი შეიძლება გარკვეულწილად განსაზღვრავდეს სიყვარულის ხარისხსაც. ვითომ?
  • ღიმილი – შვეიცარიელმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ქალები, რომლებიც ხშირად იღიმიან, უფრო მეტ თაყვანისმცემლებს იჩენენ, ვიდრე ისინი, ვისაც გაღიმება უჭირთ და სერიოზულ როლს ირგებენ.
  • წითელი ფერის სამოსი – სლოვაკი მეცნიერები გირჩევენ, რომ თუ წვეულებაზე მამაკაცების ყურადღების მიქცევა გსურთ, წითელი ფერის ტანსაცმლით უნდა გამოცხადდეთ, ვინაიდან ქალი, რომელსაც წითელი ფერის სამოსი აცვია, უფრო ხშირად ხვდება მამაკაცის თვალთახედვის არეში, ვიდრე სხვა ფერის სამოსი.
  • მუსიკალური ნიჭი – ფრანგმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მამაკაცი რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მასზე შეყვარებული ქალების რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს.
  • ნაბიჯების სიჩქარე – ილინოისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მოსაზრებით, მამაკაცებს, რომელთაც სურთ შეაყვარონ თავი ქალს, სეირნობისას ისე უნდა იმოძრაონ, რომ ქალი კი არ მისდევდეს მათ, არამედ,