რა უნდა გავითვალისწინოთ მობილური ტელეფონის შეძენისას

რა უნდა გავითვალისწინოთ მობილური ტელეფონის შეძენისას

246
0
SHARE

21-ე საუკუნეში მობილური ტელეფონი თითოეული ადამიანი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა თითქმის არავის აღარ შეუძლია არსებობა მის გარეშე ამის ყველაზე მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ მისი საშუალებით კონუმიკაცია არამარტო ერთ, კონკრეტულ ქალაქში/ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი და ყველაფერი ეს მომენტალურად

loading...
თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეიძინოთ მობილური ტელეფონი ან გაქვთ და გსურთ შეცვალოთ ის, ამისათვის დაგჭირდებათ მთელი რიგი ნიუანსები, რაც უნდა გაითვალისწინოთ, მანამ სანამ იყიდით მას პირველი და მთავარი არის ის, რომ ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ მიიღოთ თქვენი შენაძენისგან, უფრო კონკრეტულად კი, რისთვის ყიდულობთ მას? მობილური ტელეფონები არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით შეიძლება დავყოთ “ძალიან მაგარ” და “მეტნაკლებად მაგარ” ტელეფონებად რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს ტელეფონს მით უფრო მაღალია მისი ფასი თქვენ რამდენზე მიგიწვდებათ ხელი? ხელმისაწვდომი (დაბალი) ბიუჯეტის ტელეფონები – ასეთი მოდელის მობილური ტელეფონები გამოიყენება დანიშნულებისამებრ, რაც გულისხმობს ზარებზე ხელმისაწვდომობას, SMS-ის მიღება – გაგზავნის შესაძლებლობას უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ესეთი ტელეფონი არის მათთვის, ვისაც სჭირდება ის მხოლოდ ზარების საპასუხოდ და შეტყობინებების გასაგზავნად დაბალი დონის მოდელებს აქვთ მინიმალური ფუნქციები და მარტივი დიზაინი, ზოგჯერ აღჭურვილნი არიან ფერადი ეკრანით ეს ტელეფონი არის რეკომენდირებული ბავშვებისა და მოხუცებისათვის, ვინაიდან ისინი ნაკლებად უფრთხილდებიან მას და სჭირდებათ ის მხოლოდ საკომუნიკაციო დონეზე ბავშვების შემთხვევაში ეს ბოლომდე არ არის ესე, თუმცა მათ არ იციან გაფრთხილება, შესაბამისად ეს მოდელი სწორედ რომ მათთვისაა ყველაზე რელევანტური მოდური (იმიჯის) მობილური ტელეფონები – ასეთი ტელეფონი, არის მათთვის ვისაც სურს წარმოაჩინოს საკუთარი თავი ტელეფონის მეშვეობით, შეიქმნას ერთგვარი იმიჯი ასეთი მოდელი ხშირშემთხვევში საჭიროებს მაღალ შემოსავალს, ხელმისაწვდომი ბიუჯეტის ტელეფონებისაგან განსხვავებით ის ძალიან ბევრი ფუნქციით და დიზაინის ვარიაციებითაა გამორჩეული, შესაბამისად როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, რაც უფრო მეტია ფუნქცია, მით უფრო მეტია ფასი სანამ ასეთი მობილურის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, იქნებ მისი ფუნქციები სულაც არ გჭირდებათ, იმიჯს კი ტელეფონის გარეშეც შესანიშნავად შეიქმნით დაიმახსოვრეთ! 21-ე საუკუნეში მობილური ტელეფონი უკვე აღარავის უკვირს – პირიქით ბიზნეს კლასის მობილური ტელეფონები – ძვირადღირებული ტელეფონის მოდელი, რომელიც მოიცავს ყველა თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების და მოწინავე დიზაინის გადაწყვეტილებებს აღნიშნულ დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროგრამულ უზრუნველყოფას, აქვს თუ არა მას უნარი შეასრულოს სხვადასხვა, მასზე დაკისრებული სამუშაო ამოცანები, მათი ხარისხი და საიმედოობა
loading...
ბიზნეს-კლასის ტელეფონები ერთგვარი სატელეფონო წიგნივითაა, აქვს ძალიან ტევადი მეხსიერება, საბარათე მხარდაჭერა და საკომუნიკაციო შესაძლებლობების ფართო სპექტრი მულტიმედიური ტელეფონი – მულტიმედიური ტელეფონების აქცენტი კეთდება მის უნარზე ჩაწეროს და აღწარმოოს აუდიო და ვიდეო ფაილები ასეთი ტელეფონი აღჭურვილია დიდი ეკრანით, დიდი რაოდენობის შიდა მეხსიერებით (ზოგჯერ სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის დამატებითი მეხსიერების ბარათი), ტევადი ბატარეით, მაღალი რეზოლუციის კამერით, FM რადიოთი და მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცვლა/გადაცემით   სმარტფონები – ასეთი დიზაინის მობილური ტელეფონები, ფუნქციონალურად თითქმის ისეთივეა, როგორც კომპიუტერი სმარტფონებისათვის როგორც წესი დამახასიათებელია, დიდი ეკრანი, რომელიც წარმოდგენილია მაღალი რეზოლუციის და ათასობით ფერების მრავალფეროვანი კომბინაციით და რომელიც საშუალებას გაძლევთ კომფორტულად დაათვალიეროთ ვებ-გვერდები ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ის მოიხმარს უფრო მეტი ენერგიას და სანიაღვრე ბატარეას აქვს ძირითადად სამი კლავიატურის სახეობა: სენსორული, სრულფასოვანი QWERTY- კლავიატურა და მცირე სატელეფონო კლავიატურა დიდი მოცულობის ტექსტის ასაკრეფად არსებობს QWERTY კლავიატურა Touch screen ამ თვალსაზრისით ნაკლებად მოსახერხებელია და მეტ სიფრთხილეს საჭიროებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშონოს რომ ეს უფრო მრავალმხრივია მთელი მსოფლიოს მობილურ ინდუსტრიაში სმარტფონები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ, თავისი მრავალფეროვანი დიზაინის და ფუნქციების გათვალისწინებით რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ შეიძენთ მობილურ ტელეფონს?

  • რამდენ ხანს ძლებს მისი ბატარეა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია მობილური ტელეფონის შეძენისას თქვენ ვერ შეძლებთ ყოველ წამს მის დატენვას, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რამდენ ხანს ყოფნის ენერგია, რომ მერე არ გაწვალდეთ;
  • მეხსიერება – რისთვის ყიდულობთ მობილურ ტელეფონს? რა მიზნებისთვის გჭირდებათ და შესაბამისად რამდენი მეხსიერებაა საჭირო ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად? დაიმახსოვრეთ, მობილურ ტელეფონს შიდა მეხსიერების გარდა შეგიძლიათ ჩაუსვათ დამატებითი მეხსიერების ბარათი თუმცა ყველაფერ ამის დაზუსტება შეძენისას, ადგილზევე უფროა რეკომენდირებული
  • დუოსი – თუ თქვენ გაქვთ აქტიური ორი მობილურის ნომერი, უკეთესი ხომ არ იქნება იყიდოთ დუოს კარტიანი ტელეფონი, რომელიც ორივე ნომრის უზრუნველყოფას მოახერზებს ერთ დიზაინში?
  • კამერა – ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორია ტელეფონის კამერა