რჩევები წყვილებს – როგორ გავატაროთ მეტი დრო ერთად?

რჩევები წყვილებს – როგორ გავატაროთ მეტი დრო ერთად?

647
0
SHARE

ძალიან ბევრის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც მისი სასიყვარულო ცხოვრება ერთ დიდ მონოტონურ ერთფეროვნებას ემსგავსება

loading...
თუ წყვილმა არ იზრუნა იმაზე, რომ გაამრავალფეროვნოს და რაღაცა ახალი შესძინოს მათ ურთიერთობას, ყველაფერი ჩვეულ ყოველდღიურობას დაემსგავსება, ურთიერთობა კი სიყვარულიდან მოვალეობის გრძნობაში გადაინაცვლებს, აი მაშინ კი ნამდვილად Error! წარმოიქმნება მწერალი Audrey McClelland 15 წელია რაც დაოჯახებულია მან აღნიშნა, რომ დაკვირვების შედეგად, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ საღამოების უმეტესობას ატარებდა დივანზე ტელევიზორის ყურებაში მის ქმართან ერთად, შემდეგ კი მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა ემოქმედა მან შეადგინა სია, თუ რა უნდა გააკეთოს წყვილმა რომ თავი დააღწიოს ყოველდღიურ ერთფეროვნებას და გაიმრავალფეროვნოს ყოველი დღე, რაღაცა ახალი და დასამახსოვრებელი ქმედების შედეგად დღევანდელი სტატიის თემაც სწორედ ამას შეეხება მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად? – კარგად მოეწყეთ და ყურადღებით წაიკითხეთ:

  • გაიხსენეთ თქვენი პირველი პაემანი და გაიმეორეთ ხელმეორედ – ეს უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით და თან დაგაბრუნებთ წარსულში, იმ ბედნიერ დღეს როცა ერთმანეთი შეგიყვარდათ!
  • მოამხადეთ ერთად სადილი, ვახშამი, ყველაფერი გემრიელი, მთავარია ერთად!
  • იარეთ ერთად სპორტდარბაზში, ან აიღეთ იოგას კურსები
  • მოაწყეთ რომანტიკული პიკნიკი
  • წადით კინოში ან თეატრში ერთად
  • გაისეირნეთ ველოსიპედით უახლოეს პარკში
  • მოუარეთ თქვენს ეზოს, დარგეთ ერთად ხე, გაიმრავალფეროვნეთ შაბათ-კვირა
  • შეღებეთ ოთახის კედლები, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ შეგეღებათ
  • წადით საყიდლებზე და იყიდეთ საჩუქრები ერთმანეთისათვის
  • ითამაშეთ სახალისო თამაშები
  • ააწყეთ ერთად დიდი პაზლი
  • წაუკითხეთ ერთმანეთს წიგნები – ეს რათქმაუნდა რომანტიკული ჟანრის
  • გააკეთეთ თქვენი სურათების ფოტოალბომი
  • შეხვდით ერთად მზის ამოსვლას ან ჩასვლას, ძალიან რომანტიკულია!
  • მოუწყეთ ერთმანეთს ერთ ან ორ დღიანი ქალაქგარეთ გასვლა
  • წადით ისეთ კონცერტზე, სადაც მღერის თქვენი საყვარელი გუნდი, ან წადით კარაოკე ბარში და თავად იმღერეთ დამიჯერეთ ძალიან ბევრს იხალისებთ!
  • შეგიძლიათ შეხვიდეთ ცეკვის გაკვეთილებზეც, ეს ძალიან სახალისოა, თან თქვენთვის ახალი და რომანტიკული!
  • ითამაშეთ ერთად კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ბოულინგი – შეიძლება სულაც არ გამოგდიოდეთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ერთად ყოფნა
  • გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟი
  • ირბინეთ ერთად დილაობით, თან ივარჯიშებთ!
  • გადაიღეთ საერთო ვიდეოები, რომლებიც თქვენს ბედნიერ წამებს ასახავენ
  • უყურეთ თქვენს საქორწინო ვიდეოს ხელახლა
  • წადით ერთი ღამით სასტუმროში, თუ გინდათ მეტითაც, LOL
  • ივახშმეთ ორიგინალურ და დასამახსოვრებელ ადგილას
  • უყურეთ ვარსკვლავებს ერთად, თუნდაც მანქანის სახურავზე, ეს ძალიან რომანტიკულია, ალბათ ფილმებიც კი გინახავთ მსგავსი სცენით, მიბაძეთ მათ!
  • გაისეირნეთ ცხენებით
  • გაისეირნეთ პარკში სადაც იქნება უამრავი ატრაქციონი, ექსტრემი და გართობა
  • ჩაიცვით ყველაზე ფანტასტიური (ამ შემთხვევაში სასაცილო) ტანსაცმელი და წადით ერთად სავახშმოდ, არ აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია ის, რომ ბევრი იხალისოთ