როგორ აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს მსოფლიოს გარშემო

როგორ აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს მსოფლიოს გარშემო

298
0
SHARE

აღდგომა – ეს არის უდიდესი დღესასწაული, ყველა საუფლო დღესასწაულებს შორის. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო ყველა ქრისტიანი ერთიანდება და ზეიმობს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვების დღეს. თითოეულ ქვეყანაში აღდგომის აღნიშვნის განსხვავებული ტრადიცია არსებობს. მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა! ახლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყნის ტრადიციას, იმას თუ როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მსოფლიოს გარშემო. მაშ ასე – აღდგომა 2015 ესპანეთი – ვნების კვირა სევილიაში არის ცნობილი როგორც Semana Santa de Sevilla, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მსვლელობა ნიღბიანი მონანიების და ორაზროვანი ქცევის. ეს არის ქალაქის ორი უდიდესი ფესტივალიდან ერთ-ერთი მათგანი. აღნიშნული ფესტივალის მახასიათებლებია ხის ქანდაკებები, რომლებიც ასახავენ კონკრეტულ მოვლენას ან ჩანახატს. მაგალითად მგლოვიარე წმინდა მარიამის ქანდაკება და სხვ. აღნიშნული ქანდაკებები ითვლებიან მხატვრულ შედევრებად და ქრისტიანულ სამყაროში ძალიან დიდი დატვირთვით და მნიშვნელობით გამოირჩევიან. აუცილებელია ხაზი გაესვას ფესტივალის მონაწილეების ჩაცმულობასაც, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძებელია, ეს უნდა ნახოთ პირადად. ნორვეგია – ნორვეგიელებს აქვთ ესეთი უცნაური ტრადიცია, რომელსაც “Easter-Crime” ლიტერატურის, ან მეორენაირად Påskekrim-ის სახელით მოიხსენიებენ და რომელიც გულისხმობს აღდგომის დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დეტექტიური რომანების კითხვას. აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი ეყრება 1923 წლიდან, როდესაც ორი ნორვეგიელი ავტორი Nordahl Grieg და Nils Lie გადაწყვეტენ დაწერონ დეტექტივი, რომელიც შეეხება ბერგენის მატარებელის ძარცვას. ძალიან კარგი რეკლამა და საინტერესო სიჟეტი საუფუძველს უქმნის Påskekrim-ს. ამის შემდეგ კი დეტექტიური რომანები აღდგომის დასვენების დღეების განუყოფელ ნაწილებად იქცევიან. პორტუგალია – აქ აღდგომის დღეებში, ტრადიციულ ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები სხვადასხვა რიტუალებში და ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ასახავს ქრისტეს ცხოვრებას. აღდგომის კვირის განმავლობაში იბერიის ნახევარკუნძულის გარშემო სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძებები ეწყობა. აქვე არის პარასკევი დღე გამოყოფილი, სახელწოდებით Good Friday, რომელიც დახმარების დღედაა მიჩნეული და როდესაც ხდება საკვების და ფულის შეგროვება, მათთვის ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ის.   ფილიპინები – კათოლიკე ფილიპინელებს აქვთ ძალიან უცნაური ტრადიცია/რიტუალი. ისინი ნახევრად შიშველნი მათრახებით და ბამბუკის ჯოხებით ცდილობენ იმ ტკივილის საკუთარ თავზე გადმოტანას, რაც იესო ქრისტემ განიცადა. ისინი ამით ცდილობენ განიწმინდონ ცოდვებისაგან.   გვატემალა – ანტიგუა გვატემალა – მაღალმთიანი გვატემალის ცენტრალური ქალაქი, ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი მასპინძელი აღდგომის დღესასწაულზე, რომელიც მორწმუნეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფესტივალს, ქრისტეს ვნებას, ჯვარცმას და აღდგომას. აღნიშნული მსვლელობა და ფესტივალი საფუძველს იღებს მე-16 საუკუნიდან რომელიც უკავშირდება ესპანელი მისიონერების მიერ შექმნილ ტრადიციას აღდგომის შესახებ. პოლონეთი – ამ ქვეყანაში, ისევე როგორც თითქმის ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, აღდგომის დღესასწაულის სამზადისი ერთი კვირით ადრე იწყება. Śmigus-Dyngus ან lany poniedziałek – “სველი ორშაბათი”, ეს არის ტრადიცია, როდესაც ბიჭები ერთმანეთს წყლის კალათებით წუწავენ. აღნიშნულ ქვეყანაში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მოხატულ ხის კვერცხებს, რომლებიც ნაყოფიერებისა და გაზაფხულის სიმბოლოს წარმოადგენენ.